ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: რწმენა
უკეთუ ქრისტე ხილულად ყოფილიყო ჩვენ შორის, მაშინ სარწმუნოება და სიყვარული მისადმი იქმნებოდა არა თავისუფალი, არამედ იძულებითი. ხოლო აწ, როდესაც არა ვხედავთ მას, ჩვენი სარწმუნოება და სიყვარული მისადმი არის თავისუფალი და დაუფასებელი: „ნეტარ იყვნენ, რომელთა არა უხილავ და რწმენეს“. თუ ახლა შენ, თვალითა შენითა არა მხედველსა, გულწრფელად გრწამს ქრისტე და გიყვარს იგი, ცხად არს, რომელ თვით მადლი მისი შესულა შენს გულში და დაუმკვიდრია მუნ.