image

თემა: მოთმინება

ეკრძალე, ნუუკუე წარსწყმიდო მოთმინებაი, თავს-დებაი და სიმშვიდე, და უფროისღა მცირესა რასმე და საწუნელსა ზედა, ვითარცა ოდესმე მსახურმან შენმან შემუსრა ჭურჭელი რაიმე, გინა დასთხია ზეთი, გინა წარ-რაიმეწყმიდა, და აღშფოთნე მისთვის და მით წარსწყმიდო ნეტარებაი იგი მშვიდთა და მდაბალთაი. არამედ რაჟამს აღიძრა ვისდამე გულის-წყრომად, მოიხსენე სიმდაბლე იგი ღმრთისაი გონებასა შენსა და მით დაშრიტე სიმხურვალე იგი გულის-წყრომისა შენისაი და დაუთმე, რაითა მიიღო გვირგვინი მოწამეთაი, და შერაცხილ იყო წინაშე კაცთა ვითარცა მოწამე, აღმსაარებელი მბრძანებელსა სიმდაბლისა და მოთმინებისასა. მიხედენ წმიდასა პეტრეს, ვითარ იგი ენება საზღვარი უწყებად შენდობისა და მოთმინებით თავს-დებისაი. ჰკითხა უფალსა და ჰრქუა: "უკუეთუ შემცოდოს ძმამან ჩემმან, რავდენ გზის შეუნდო?" და ჰგონებდა ესე ნეტარი, ვითარმედ გარდაჰრია თავსდებაი და შენდობაი, ოდესღა ჰრქუა, ვითარმედ: "შვიდ გზის მიუტეოა?"
    მაშინ აუწყა უფალმან ჩვენმან მოწყალემან, რავდენ არს წყალობაი შორის კაცთა და შორის ღმრთისა. მიუგო და ჰრქუა მას: "არა, გეტყვი შენ შვიდ გზის, არამედ სამეოცდააღშვიდ გზის მიუტევე"
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები