ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: ამპარტავნება, სიამაყე
ამაყი ადამიანი თავის თავს აქცევს კერპად და უპირატესად მას ემსახურება. მრავალი ჩვენგანი თავის თავს უწყინარ და მშვიდ ადამიანად თვლის. ვითარცა ხე მისი ნაყოფით, სიამაყე საქმით გამოიცნობა. განა თითოეულ ჩვენგანს არ სურს პატივი, ქება–დიდება? მრავალი თქვენგანი ფიქრობს: არც პატივს ვეძებ, არც დიდებას, არც ქებასო. მაშინ რატომ ვერ დაგითმენია მცირეოდენი საყვედური, თუნდაც ერთი შენიშვნაც ისე, რომ არ გაჯავრდე და არ განრისხდე? ამის მიზეზი შემდეგია: თითოეულს სჯერა, რომ განსაკუთრებულია, როგორც წმინდა მამა თეოფანე დაყუდებულმა თქვა. სიტყვით კი როგორი თავმდაბალნი ვართ. თითქოს არაფერი ვიცით, არაფერი შეგვიძლია, სულიერად უძლურნი ვართ, ლოცვის ძალაც კი არა გვაქვს და ა.შ. მაგრამ თუ ვინმემ, თუნდაც კეთილი ზრახვით, საქმისათვის სასარგებლოდ აღნიშნა შენი უუნარობა და უცოდინრობა, მაშინ მეყსეულად ქრება შენი მოჩვენებითი სიმდაბლე სულიდან და იწყებ დრტვინვას, მრისხანებას, ლანძღვას: „რით ვარ სხვაზე ნაკლები? ვერ გამიგეს, განგებ მამცირებენ, მე ეს არ დამიმსახურებია“, – აი, ასე ამეტყველდება ხოლმე ჩვენი ამპარტავნება.