image

თემა: ამპარტავნება,  სიამაყე

სიამაყის გამო არავის მორჩილება არ გვინდა, იმისიც, ვის წინაშეც ვალდებულნი ვართ: არ ვემორჩილებით მშობლეს, ხელმძღვანელებს, თვით მოქალაქეთა თანაცხოვრების საერთო წესებს. რას მიქვია ავტორიტეტი, როცა მხოლოდ საკუთარი აზრი მიგვაჩნია სწორად და ყველგან გვინდა მისი გატანა. თუ ვინმე სიტყვით მაინც შეეხეო ჩვენს ზვაობას, რა გაგვაჩერებს, თუნდაც მოჩვენებითი სიმდაბლის გამო, იქამდე ვილაპარაკებთ, ვიდრე ბოლომდე არ ვიტყვით სათქმელს. ეს კიდევ რაა, მერეც დიდხანს ვერ დავწყნარდებით და გულიც კი დაგვწყდება, რომ საკმარისად ბევრი არ ვთქვით... აი, რას გვიშვრება ამპარტავნება – ჩვენი კერპი. რჩევა და მხილება თვით სულიერი მოძღვირსა და უახლოესი ადამიანებისგანაც მტკივნეულდ გადაგვაქვს... ჩვენ ყველანი დაავადებულნი ვართ სიამაყის სენით და იმას კი ვივიწყებთ, რომ ყოველივე კეთილი, რაც კი გვაქვს, ჩვენი კი არა, ღმრთისაა: „არა ჩვენდა დიდება, არამედ სახელსა შენსა“. უნდა ვაღიაროთ, რომ პირიქით ვფიქრობთ: „მე, ჩემს მეობას დიდება“. საშინელია ყოველივე ეს, ვინაიდან ღმერთი წინ აღუდგება ამაყს, ხოლო მდაბალს მიანიჭებს მადლს.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები