
ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
წყარო:
აღსარების აგების გამოცდილება [გვ. 40]
თემა:
მარხვა
ჩვენ ხორციელ მარხვასაც კი არ ვიცავთ, რაც გამოიხატება გარკვეული დროის მანძილზე განსაზღვრული საკვების
ჩვენ ხორციელ მარხვასაც კი არ ვიცავთ, რაც გამოიხატება გარკვეული დროის მანძილზე განსაზღვრული საკვების აღკვეთით, მაგრამ ამას თუ მაინც ვაკეთებთ, ნუღარ ვიქებთ თავს, ვინაიდან: „ჭეშმარიტი მარხვა არის ბოროტისაგან განდგომა, მდუმარება, მრისხანებისაგან დაცხრომა, ვნებისაგან განშორება და უარყოფა სიცრუისა და ფიცის გატეხისა“ (დიდმარხვის I კვირის სტიქარი). მარხვის ამ მთავარ არსზე სულაც არ ვფიქრობთ, ხოლო ხორციელ მარხვას თვითნებურად ვიტვირთავთ ხოლმე უდროო დროს და ამითაც ვცოდავთ.
|