ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: მიტევება, ძვირის ხსენება
დაღაცათუ მრავალ გზის გვიცოდავს ცოდვაი, რომელი კაცთაგანმან არავინ უწყის, თვინიერ ჩუენსა და ღმრთისა, განმკითხველისა ჩუენისა დღესა მას განკითხვისასა, რომელმან იგი ცხადად განაცხადნეს ყოველნი დაფარულნი ჩუენნი წინაშე ყოველთა დაბადებულთა, ოდეს-იგი გულისაცა ჩუენისა ზრახვანი გამოიძინეს. აწ ამათ ესევითართა სირცხვილთა, ესეთართა ცოდვათა და ესევითარსა განკითხვასა შემძლებელ ვართ ახოცად და განბანად შენდობითა ჩუენითა ძმათა ჩუენთა. არარაი ესწორების ამას საქმესა კეთილისასა, რომელ არს მიტევებაი ძმისაი შეცოდებათაი. და უკუეთუ გნებავს შენ ცნობის ძალი მცნებისაი ამის, ისმინე, რაი ჰრქუა ღმერთმან იერემია წინასწარმეტყუელსა, ვითარმედ: "უკუეთუ აღდგენ მკუდრეთით მოსე და სამოელ, არა სთნდეს სულსა ჩემსა მეოხად ერისა ამისთვის" (იერ. 15,1).
აწ ესერა რომელსა მოსე და სამოელ ვერ შემძლებელ იქმნეს განრინებად რისხვისაგან ღმრთისა, მცნებაი ესე შემძლებელ არს ხსნად. ამისთვის რომელთა-იგი ზრახვიდა, დღითი-დღედ ამცნებდა მათ და ეტყოდა: ნუვინ თქუენგანი ძვირსა იხსენებნ ძმისა თვისისასა და ბოროტსა ნუ განიზრახავთ თვისთა თქუენთათვის. არა ხოლო თუ შენდობაი ამცნო, არამედ გონებასაცა ნუ მოიღებთ, და განიშორეთ წყლულებაი სულისაგან თქუენისა. ჰგონებთა, ვითარმედ შური იძიოთ მოყუსისა თქუენისაგან, ვინაითგან არა მიუტევეთ მას? უწყოდე, რამეთუ თქუენ პირველად სულსა თქუენსა მისცემთ სატანჯველად