
ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: მიტევება, მტერობა
მტერობაი ერთისაი გვიბრძანა ჩუენ ღმერთმან, რომელ არს ეშმაკი. და ეკრძალე დაგებად და მშვიდობისა ყოფად მის თანა, და ეკრძალე განრისხებასა ძმისა შენისასა, არამედ უკუეთუ შეგემთხვიოს შენ მწუხარებაი, გინა სულმოკლებაი, ნუ დაადგრები მას ზედა დღისა ერთისა უფროის, რამეთუ თქუმულ არს: "მზე ნუ დაგასწრობნ განრისხებასა თქუენსა" (ეფეს. 4,26). და უკუეთუ დაეგო ძმასა შენსა პირველ მიმწუხრებისა, ჰპოვო შენ მოტევებაი. და უკუეთუ დღე გარდახდეს და შენ გულ-ძვირობასავე ზედა იყო, არღარა აღძრვისაგან გულის წყრომისა არს მტერობაი შენი, არამედ სიძულილისა და მტერობისაგან სულისა, რომელი მიუძღუს მტერობად და ბოროტებად. უკუეთუ ერთი დღე წარხდეს და არა დაეგო ძმასა შენსა, მაშინ ფრიად განძვინდეს მწუხარებაი შენი. და უკუეთუ წარხდეს ორი, გინა სამი დღე, ფრიად აღემატოს ბოროტი. და უკუეთუ წარხდეს ოთხი, გინა ხუთი დღე, ხუთი იგი ათ იქმნეს, ათი - ოც, და ოცი - ას, მაშინ დაადგრეს წყლულებაი იგი უკურნებელად. რავდენცა ჟამი განგრძობილ იქმნას, ეგოდენცა განვიშორნეთ ურთიერთას, არამედ ჯერ-არს ჩუენდა კრძალვაი, რაითა არაი ესევითარი შეგვემთხვიოს ბოროტი