ჩვენი სამყარო მრავალფეროვანი და წინააღმდეგობებით აღსავსეა; ერთი მხრივ, - შთამაგონებელი მაგალითები ჭეშმარიტი რწმენისა, ერთგული და თავგანწირული სიყვარულისა, მაგალითები სიკეთისა და სამართლიანობისა, ხოლო მეორე მხრივ, სამწუხარო მაგალით...
იხილეთ სრულად
ჩვენი სამყარო მრავალფეროვანი და წინააღმდეგობებით აღსავსეა; ერთი მხრივ, - შთამაგონებელი მაგალითები ჭეშმარიტი რწმენისა, ერთგული და თავგანწირული სიყვარულისა, მაგალითები სიკეთისა და სამართლიანობისა, ხოლო მეორე მხრივ, სამწუხარო მაგალითები ურწმუნოებისა და მისგან გამომდინარე შედეგებისა, მაგალითები სულიერი და ზნეობრივი დაცემისა, სრული გამიწიერებისა და მხოლოდ საკუთარი ცხოველური ინსტინქტებისათვის არსებობისა.
ახლად დაბადებისა და განახლებისათვის ყოველი ქრისტიანია მოწოდებული, პავლე მოციქული მოგვიწოდებს: განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ და შეიმოსეთ ახალი იგი, განახლებული მეცნიერებად მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა (კოლა...
იხილეთ სრულად
ახლად დაბადებისა და განახლებისათვის ყოველი ქრისტიანია მოწოდებული, პავლე მოციქული მოგვიწოდებს: განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ და შეიმოსეთ ახალი იგი, განახლებული მეცნიერებად მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა (კოლას. 3,9-10).
ყოველივე და, მით უმეტეს, ყოველი წელი გონიერი კაცისთვის დიდი გაკვეთილია. განვლილი დროის მცირე მონაკვეთიც კი გვაახლოებს მარადიულობის კარიბჭესთან და ამან უნდა დაგვაფიქროს.
ყველა მიწიერი სიხარული ნაკლულევანია; მას მუდმივად თან ახლავს სიხარულის განქარვების წინათგრძნობისეული სევდა და მართლაც, ბედნიერება ხშირად გვტოვებს მოულოდნელად, ზოგჯერ კი ჩვენ თვითონ ვშორდებით მას...
დღეს საზოგადოების პროგრესზე ხშირად მსჯელობენ თითოეული მოსახლის კეთილდღეობის მიხედვით; სულიერი და ზნეობრივი კულტურის გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები კი ხშირად მეორე პლანზე რჩება.