მაცხოვრის მოწაფეები ჯერ კიდევ I საუკუნეში ხედავდნენ ბოლო ჟამის მთელ სიმძიმეს; ამიტომაც გვაფრთხილებს წმ. პავლე მოციქული: "საზარელი ჟამი დადგება... ადამიანები იქნებიან თავისმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობე...
იხილეთ სრულად
მაცხოვრის მოწაფეები ჯერ კიდევ I საუკუნეში ხედავდნენ ბოლო ჟამის მთელ სიმძიმეს; ამიტომაც გვაფრთხილებს წმ. პავლე მოციქული: "საზარელი ჟამი დადგება... ადამიანები იქნებიან თავისმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადლონი, უღირსნი, უმადურნი, უწმინდურნი, უსიყვარულონი, უწირავნი (ულოცველნი), დამსმენნი, მოუთმენელნი, სასტიკნი, მშფოთვარენი, სიმშვიდის არმქონენი, კეთილის მოძულენი, მოღალატენი, თავხედნი, აღზუავებულნი,...
შენ უნდა იყო იქ, სადაც უფალია, სადაც მეუფებს რწმენა, სასოება და სიყვარული. შენ უნდა იყო იმ წიაღში, სადაც ანგელოზთა და წმინდანთა დასია, რადგან გამოსყიდული ხარ მაცხოვრის სისხლით და არა გაქვს უფლება, არად ჩააგდო უფლის თავგანწირვა შენ...
იხილეთ სრულად
შენ უნდა იყო იქ, სადაც უფალია, სადაც მეუფებს რწმენა, სასოება და სიყვარული. შენ უნდა იყო იმ წიაღში, სადაც ანგელოზთა და წმინდანთა დასია, რადგან გამოსყიდული ხარ მაცხოვრის სისხლით და არა გაქვს უფლება, არად ჩააგდო უფლის თავგანწირვა შენთვის.
ეკლესია ყოველთვის გვერდში ედგა ხელისუფლებას. ეს ჩვენი ვალიცაა და ვალდებულებაც ღვთის წინაშე. ჩვენ დღესაც ვაცხადებთ, რომ მომავალშიც ყოველმხრივ შევეწევით ჩვენს ერს და მის მმართველთ საღვთო და მამულიშვილურ საქმეთა განხორციელებაში. ეკლე...
იხილეთ სრულად
ეკლესია ყოველთვის გვერდში ედგა ხელისუფლებას. ეს ჩვენი ვალიცაა და ვალდებულებაც ღვთის წინაშე. ჩვენ დღესაც ვაცხადებთ, რომ მომავალშიც ყოველმხრივ შევეწევით ჩვენს ერს და მის მმართველთ საღვთო და მამულიშვილურ საქმეთა განხორციელებაში. ეკლესიას დიდი ძალა აქვს. მთავარია, მისი შესაძლებლობები სრულად იქნას გამოყენებული.
დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი განსხვავებული აზრის შემწყნარებლობისა, ეკლესიაში ოდითგან იყო აღიარებული და დაცული. ეკლესიის წევრები იყვნენ მეფეები და გლეხები, მონარქისტები და რესპუბლიკელები, დიდნი და მცირენი..., რადგან უფალში ერთ...
იხილეთ სრულად
დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი განსხვავებული აზრის შემწყნარებლობისა, ეკლესიაში ოდითგან იყო აღიარებული და დაცული. ეკლესიის წევრები იყვნენ მეფეები და გლეხები, მონარქისტები და რესპუბლიკელები, დიდნი და მცირენი..., რადგან უფალში ერთია ყველა; აქ არ არის "ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არცა აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა” (გალ. 3,28).