ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში.
არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ.
და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხ...
იხილეთ სრულად
ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში.
არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ.
და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და არ დაჭკნება ფოთოლი მისი. და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია.
ფსალმუნნი I, 1.
ნეტარია ის, ვისაც მარადის თვალთა წინაშე აქვს ამქვეყნიდან თავისი განსვლის მომავალი დღე და ვისაც მანამდე მოუძაგია ამპარტავნება, სანამ ჩვენი ბუნებითი სიკნინე საფლავში გახრწნით გაცხადდებოდეს.
ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.
ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას.
ნეტარ არიან სიმართლისთვის მში...
იხილეთ სრულად
ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.
ნეტარ არიან მგლოვიარენი, ვინაიდან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას.
ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან.
ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან.
ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.
ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან.
ნეტარ...
მართალთა უმაღლესი ნეტარება მომავალ ცხოვრებაში ღვთის სხივცისკროვნებაში და მის უსრულყოფილეს შეცნობაში მდგომარეობს. ჩვენ: "ვხედავთ აწ ღმერთს, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ, აწ ვიცი მცირედ ხოლო მაშინ ვიცნა ვითარ...
იხილეთ სრულად
მართალთა უმაღლესი ნეტარება მომავალ ცხოვრებაში ღვთის სხივცისკროვნებაში და მის უსრულყოფილეს შეცნობაში მდგომარეობს. ჩვენ: "ვხედავთ აწ ღმერთს, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ, აწ ვიცი მცირედ ხოლო მაშინ ვიცნა ვითარცა შევემეცნე" (I კორ. 13,12). ერთი ბრძენი ამბობს: "მე ვნახე ღმერთი, როგორც მიმავალი, თითქოს ზურგიდან, მოსეს მსგავსად ვნახე იგი და შევჩერდი მასში განცვიფრებითა და გაოცებით შეპყრობილი, მე შემეძლო მისი ნაბიჯების ანაბეჭდები ...
თუ ვინმეს შეუძლია სიტყვით გამოთქვას მთელი ბედნიერება, რაც ადამის მოდგმას გაჩენის დღიდან განუცდია, აღმოჩნდება, რომ იგი ოდნავაც ვერ გაუტოლდება მომავალი ცხოვრების სიკეთეს.
შეიძლება ვინმემ იფიქროს: "თუკი არა მყავს ადამიანი, რომელსაც შეიძლება შევეკითხო ღმრთის ნების შესახებ, როგორ მოვიქცე?" თუკი კაცს ჭეშმარიტად, მთელი გულით სურს ღმრთის ნების აღსრულება, მას ღმერთი არასოდეს მიატოვებს, უთუოდ ასწავლის თავი...
იხილეთ სრულად
შეიძლება ვინმემ იფიქროს: "თუკი არა მყავს ადამიანი, რომელსაც შეიძლება შევეკითხო ღმრთის ნების შესახებ, როგორ მოვიქცე?" თუკი კაცს ჭეშმარიტად, მთელი გულით სურს ღმრთის ნების აღსრულება, მას ღმერთი არასოდეს მიატოვებს, უთუოდ ასწავლის თავის ნებას. ჭეშმარიტად, თუკი კაცი გულს ღმრთის ნებისკენ მიმართავს, ღმერთი ჩვილ ყრმასაც განაბრძნობს მისთვის თავისი ნების საუწყებლად. ხოლო თუ კაცს გულწრფელად არ სურს ღმრთის ნების აღსრულება, წინასწარმეტყველთანაც რომ მივიდეს, ღმ...
ყოველ სულს, რომელიც ღმერთის ნებას მიეცა, უფალი შთააგონებს, რამეთუ მან სთქვა: "და მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიხსნა შენ და შენ მადიდო მე" (ფს. 49.15). ყოველი სული, რომელიც შეშფოთებულია რაიმეთი, უფალს უნდა ეკითხებოდეს და უ...
იხილეთ სრულად
ყოველ სულს, რომელიც ღმერთის ნებას მიეცა, უფალი შთააგონებს, რამეთუ მან სთქვა: "და მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიხსნა შენ და შენ მადიდო მე" (ფს. 49.15). ყოველი სული, რომელიც შეშფოთებულია რაიმეთი, უფალს უნდა ეკითხებოდეს და უფალი შთააგონებს მას რა გააკეთოს. მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, შეშფოთებისა და საფრთხის დროს საჭიროა შეეეკითხო მოძღვარს, რამეთუ ეს უფრო მორჩილებაა. კარგია ვისწავლოთ ცხოვრება ღმერთის ნების თანახმად. მაშინ სული განუწყვეტლივ ი...
ღმერთს, თავისი წინამსწრობელი ნებით, სურს ჩვენგან კეთილი საქმეები მიიღოს და სწყალობს კიდეც მათ თავისმიერი შეწევნით. ხოლო ბოროტი საქმეები მას არ სურს ჩვენგან, არც თავისი წინამსწრობელი ნებით და არც თავისი შემდგომი ნებელობით. მაგრამ ღ...
იხილეთ სრულად
ღმერთს, თავისი წინამსწრობელი ნებით, სურს ჩვენგან კეთილი საქმეები მიიღოს და სწყალობს კიდეც მათ თავისმიერი შეწევნით. ხოლო ბოროტი საქმეები მას არ სურს ჩვენგან, არც თავისი წინამსწრობელი ნებით და არც თავისი შემდგომი ნებელობით. მაგრამ ღმერთი მიუშვებს ხოლმე ჩვენს თავისუფალ ნებას ბოროტის საქმნელადაც, რამეთუ იძულებით რაიმეს მოქმედება არც სათნოებად შეგვერაცხება და არც გონიერ საქმედ.