ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !აღსდგა იგი ღმერთი, რომელმანც გვიანდერძა ჩვენ ურთიერთის სიყვარული და გვითხრა: „ესე არს მცნება ჩემი, რათა იყვარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყვარეთ თქვენ“. აღსდგა იგი მეუფეთა...
იხილეთ სრულად
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !აღსდგა იგი ღმერთი, რომელმანც გვიანდერძა ჩვენ ურთიერთის სიყვარული და გვითხრა: „ესე არს მცნება ჩემი, რათა იყვარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყვარეთ თქვენ“.აღსდგა იგი მეუფეთა მეუფე, რომელმანც აღადგინა ღირსება ადამიანისა და ჰრქვა მონებით შეგინებულს ქვეყნიერებას: „არღა გეტყვით თქვენ მონად, რამეთუ მონამან არა იცის, რასა იქმს უფალი მისი; ხოლო თქვენ გარქუ მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყეთ თქ...
ვინ ვარ მე, როგორც ადამიანი? ნუთუ მხოლოდ ევოლუციის შედეგი და მეტი არაფერი? თუ ასეა, რატომ შეჩერდა ეს პროცესი ჩვენზე? და თუ იგი არ გაჩერებულა და კვლავ მიმდინარეობს, მაშინ ვინ უნდა შეგვცვალოს, იქნებ ზეადამიანმა?
აღდგომილმა მაცხოვარმა დღეს თითოეულ ჩვენგანს გამოუთქმელი და აუხსნელი სიხარული და იმედი მიანიჭა, რომელსაც მთელი წლის მანძილზე უნდა გავუფრთხილდეთ. რა არის ეს? იგი შინაგანი დამშვიდებაა, ყოველი კეთილი ზრახვისა და მისწრაფების დაკმაყოფილ...
იხილეთ სრულად
აღდგომილმა მაცხოვარმა დღეს თითოეულ ჩვენგანს გამოუთქმელი და აუხსნელი სიხარული და იმედი მიანიჭა, რომელსაც მთელი წლის მანძილზე უნდა გავუფრთხილდეთ. რა არის ეს? იგი შინაგანი დამშვიდებაა, ყოველი კეთილი ზრახვისა და მისწრაფების დაკმაყოფილებაა, მშვიდობაა უფალთან, მოყვასთან და საკუთარ სინდისთან; იგი შეგრძნებაა სიხარულისა, სიცოცხლის სისავსისა და სურვილი უმწიკვლო, წმიდა ცხოვრებისა. ამგვარი სიხარული რჩეულთა ხვედრია, მათი კუთვნილებაა, ვინც აღიარებს იესო ქრისტე...
ქართულმა ნაციონალურმა გენიამ, ეროვნულთან ერთად, შეითვისა რა ცხოველმყოფელი წყარო რომაული, ბერძნული და აღმოსავლური ცივილიზაციებისა, შექმნა უდიდესი ტაძარი სულიერი შენობისა, რომლის მთავარი ხუროთმოძღვარი იყო ქრისტიანი ქართველი კაცი. სა...
იხილეთ სრულად
ქართულმა ნაციონალურმა გენიამ, ეროვნულთან ერთად, შეითვისა რა ცხოველმყოფელი წყარო რომაული, ბერძნული და აღმოსავლური ცივილიზაციებისა, შექმნა უდიდესი ტაძარი სულიერი შენობისა, რომლის მთავარი ხუროთმოძღვარი იყო ქრისტიანი ქართველი კაცი. საერთოდ, ქრისტიანმა ადამიანმა მადლიერი რწმენითა და ცოდნით ამოკვეთა ზნეობრივი ცხოვრების ისეთი ბრწყინვალე კანონები და მაგალითები, რომელთა მსგავსსაც არ იცნობდა წინარე ქრისტიანული მსოფლიო.
დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს ლიტერატურას, თეატრსა და კინოს, საერთოდ, ხელოვნებას. ტალანტითა და ნიჭით დაჯილდოებულ მწერალსა და რეჟისორს, რომელიც თვითონაც ცხოვრების შუაგულში ტრიალებს და ხედავს კაცთა გულის იდუმალ ზრახ...
იხილეთ სრულად
დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს ლიტერატურას, თეატრსა და კინოს, საერთოდ, ხელოვნებას. ტალანტითა და ნიჭით დაჯილდოებულ მწერალსა და რეჟისორს, რომელიც თვითონაც ცხოვრების შუაგულში ტრიალებს და ხედავს კაცთა გულის იდუმალ ზრახვებს, კეთილი მწყემსის მსგავსად ძალუძს, დაგვეხმაროს როგორც სინამდვილის შეცნობაში, ისე ჩვენთვის სავალი გზების მიგნებაში; ოღონდ ისე, რომ ჭრილობა მარტო კი არ გააშიშვლოს, არამედ უმკურნალოს მას, ანდა გვასწავლოს მაინც, როგორ მო...