ვერც სწავლა-მეცნიერება, ვერც ღვთისმეტყველება, ვერც ხელმწიფობა და ვერც პატრიარქობა კაცის ზნეობრივ სულიერ განათლებას თავით თვისით ვერ შეადგენს. თუ ადამიანმა თავის მნებლობით არ შეათანხმა წოდებისდაგვარ სულიერი ძალები. მაგალითად, სწავლ...
იხილეთ სრულად
ვერც სწავლა-მეცნიერება, ვერც ღვთისმეტყველება, ვერც ხელმწიფობა და ვერც პატრიარქობა კაცის ზნეობრივ სულიერ განათლებას თავით თვისით ვერ შეადგენს. თუ ადამიანმა თავის მნებლობით არ შეათანხმა წოდებისდაგვარ სულიერი ძალები. მაგალითად, სწავლადამთავრებულმა კაცმა იცის, რომ განათლებული სინდისი ზიზღს უცხადებს სიბოროტეს და ხედავს, რომ განათლება ზნეობრივად ღმერთ-კაცობაა, მაგრამ ზოგიერტმა შეიყვარა ლოთობა, არაწმიდება და ღალატ-გამცემლობა და მას შინა მონა ქმნილმა დას...
ხშირად განიკითხვიან ნაყროვანნი და მემთვრალენი მმარხველისაგან, მაგრამ შეიძლება მმარხველი იგი შურითა და სიძულვილითა უფრო მთვრალი იყოს, ხოლო ძმა იგი თავისუფალ სენისა ამისგან.
სხვის განმკითხველობისათვის არქუ შენს თავს: თვით წყლულებასა და ცოდვის სიმყრალეში მყოფი სხვისას რად ეძიებ? რისთვის არ მოიხსენებ სიტყვასა ამას: "მკურნალო, განიკურნე თავი შენი"
საყვარელო, ღმერთი გაყენებს სხვისის მონის განკითხვისაგან და გიბრძანებს: "ჩემი არს შურის გება, და მე მივაგოთ მათ"; მოციქული გაყენებს: "შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ?" უნდა ვსცნათ: თუ ცოდვის გამოძიება გნებავს, - აქ დიდს ცთომასა და უ...
იხილეთ სრულად
საყვარელო, ღმერთი გაყენებს სხვისის მონის განკითხვისაგან და გიბრძანებს: "ჩემი არს შურის გება, და მე მივაგოთ მათ"; მოციქული გაყენებს: "შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ?" უნდა ვსცნათ: თუ ცოდვის გამოძიება გნებავს, - აქ დიდს ცთომასა და უგუნურებაშიდ ხარ; შენ ცოდვად რად გამოეძიებ? რად გამოეძიებ? რა მისაგებელი შეგიძლია? ცოდვისათვის ჯოჯოხეთს ვერ მისცემ და ვერ ეთყვი: "წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა"; უცოდველობისათვის სასუფეველს ვერ მისცემ და...
მონაზვნებისთვის ცხოვრების მთავარი მიზანი ღმერთთან ერთობის მიღწევაა, ეს არის ჩვენი სურვილების საზღვარი. როდესაც ადამიანი ღმერთს შეუერთდება და მის გულში უფალი დაივანებს, მაშინ მას აღარაფერი სჭირდება – სულში საერთოდ ქრება სიცარიელე. ...
იხილეთ სრულად
მონაზვნებისთვის ცხოვრების მთავარი მიზანი ღმერთთან ერთობის მიღწევაა, ეს არის ჩვენი სურვილების საზღვარი. როდესაც ადამიანი ღმერთს შეუერთდება და მის გულში უფალი დაივანებს, მაშინ მას აღარაფერი სჭირდება – სულში საერთოდ ქრება სიცარიელე. ამასთან მას არც ცხოვრებისათვის აუცილებელი რაიმე ნივთიერი აკლია. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ უყვარს ღმერთს თავისი მორჩილი.
ღმერთთან ასეთი მჭიდრო ერთობის საშუალება არის ლოცვა. აქ ჩვენ მხოლოდ ხატების წინ ლოცვ...
მთელი მონაზვნური ცხოვრების არსი სამი უმთავრესი სახით გამოიხატება: ან განშორებით უნდა იმყოფებოდეს და განმარტოებით მოღვაწეობდეს, ან ვინმე ერთთან თუ ორთან დაყუდებით, ან საძმოში იმყოფებოდეს მოთმინებით.
მე ვიცნობ ბერებს, რომლებიც ახლოს არიან ღმერთთან და ღვთისმშობელთან. უფალი ისე ახლოსაა ჩვენთან; ახლოსაა, ვიდრე ჰაერი, რომლითაც ჩვენ ვსუნთქავთ. ჰაერი გაივლის ჩვენი სხეულის შიგნით და აღწევს გულამდე, უფალი კი ცხოვრობს ადამიანის თვით გუ...
იხილეთ სრულად
მე ვიცნობ ბერებს, რომლებიც ახლოს არიან ღმერთთან და ღვთისმშობელთან. უფალი ისე ახლოსაა ჩვენთან; ახლოსაა, ვიდრე ჰაერი, რომლითაც ჩვენ ვსუნთქავთ. ჰაერი გაივლის ჩვენი სხეულის შიგნით და აღწევს გულამდე, უფალი კი ცხოვრობს ადამიანის თვით გულში.
მას, ვინც ბერული ხარისხი შეიმოსა, უნდა ახსოვდეს, რომ სადღესასწაულოდ და ნებაყოფლობით დადო აღთქმა ანგელოზთა და კაცთა კრებულის წინაშე, თვით უფლის თანდასწრებით, რომ მზად არის ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად. მას მართებს მტკიცედ დაი...
იხილეთ სრულად
მას, ვინც ბერული ხარისხი შეიმოსა, უნდა ახსოვდეს, რომ სადღესასწაულოდ და ნებაყოფლობით დადო აღთქმა ანგელოზთა და კაცთა კრებულის წინაშე, თვით უფლის თანდასწრებით, რომ მზად არის ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად. მას მართებს მტკიცედ დაიმარხოს გონებაში ეს დღე, როდესაც აღთქმის სიტყვებს წარმოთქვამდა. ამის ხსოვნა, მოიცავს რა მოღვაწის გულსა და გონებას, წარმოშობს მოშურნეობას კეთილ საქმეთა აღსასრულებლად და განაგდებს ყოველგვარ სიმძიმეს და მცონარებას. იმისთვის,...
კარგნი არიან ბერები მორჩილნი და ქრისტეს მსგავსნი. თავიანთი ცხოვრებით ისინი ცოცხალ მაგალითს იძლევიან. მათ მოიპოვეს მშვიდობა და მსგავსად სამოთხეში არსებულ ცხოვრების ხისა, ბევრს აძღებენ თავიანთი ნაყოფით, ე.ი. ამ მშვიდობის ნაყოფით. ცხ...
იხილეთ სრულად
კარგნი არიან ბერები მორჩილნი და ქრისტეს მსგავსნი. თავიანთი ცხოვრებით ისინი ცოცხალ მაგალითს იძლევიან. მათ მოიპოვეს მშვიდობა და მსგავსად სამოთხეში არსებულ ცხოვრების ხისა, ბევრს აძღებენ თავიანთი ნაყოფით, ე.ი. ამ მშვიდობის ნაყოფით. ცხოვრების ხე, რომელიც სამოთხის შუაგულშია – ქრისტეა. იგი ახლაც მისაღწევია ყველასთვის; ყველას შეუძლია იკვებოს მისგან და აღივსოს სულიწმიდით.