განსაცდელი ისეთი გარემოება ან შემთხვევაა, რომელშიც კაცმა თავისი სულის ნამდვილი თვისებები უნდა გამოამჟღავნოს. ცხოვრებაში ასეთი შემთხვევა თუ გარემოება მრავალია: სიხარული და მწუხარება, ბედნიერება და უბედურება, შიში, დევნა, სნეულება, ...
იხილეთ სრულად
განსაცდელი ისეთი გარემოება ან შემთხვევაა, რომელშიც კაცმა თავისი სულის ნამდვილი თვისებები უნდა გამოამჟღავნოს. ცხოვრებაში ასეთი შემთხვევა თუ გარემოება მრავალია: სიხარული და მწუხარება, ბედნიერება და უბედურება, შიში, დევნა, სნეულება, მოყვასის სიკვდილი და სხვა. ღმრთის განგებით კაცს განსაცდელი იმისთვის შეემთხვევა, რომ კაცმა თვისი ღირსება შეაფასოს და საკუთარი თავი შეიცნოს.
გამოფხიზლება - წყალობაა ღმრთისა. განსაცდელი არის ღმერთის მოხედვა. ღმერთი განსაცდელს მოგვიწვდის ხოლმე ხელს ჩვენივე გამოფხიზლებისათვის და გვეტყვის: აი შენ გამოგირჩიე მე; შენ არასწორად ცხოვრობდი და ამიტომ აღმოჩნდი საშინელ განსაცდელში...
იხილეთ სრულად
გამოფხიზლება - წყალობაა ღმრთისა. განსაცდელი არის ღმერთის მოხედვა. ღმერთი განსაცდელს მოგვიწვდის ხოლმე ხელს ჩვენივე გამოფხიზლებისათვის და გვეტყვის: აი შენ გამოგირჩიე მე; შენ არასწორად ცხოვრობდი და ამიტომ აღმოჩნდი საშინელ განსაცდელში; იქნებ ამ განსაცდელებით მაინც დამინახო, განიცადო შენი უფალი. და როდესაც ჩვენ სინანულში შევდივართ, მაშინ ვხედავთ უფალს. მაგრამ სასოწარკვეთილებას თუ მივეცემით, კიდევ უფრო მეტად დავშორდებით უფალს.
საგულისხმოა, რომ დიდი ცოდნისა და განათლების მიღება, არა მხოლოდ წიგნებითაა შესაძლებელი, არამედ უმეტესად სულიწმიდის მოპოვებისათვის გაწეული დიდი შრომითაა და ასკეტური ღვაწლით. წმინდანთა ცხოვრებაში ხშირია მაგალითები, როცა არა წიგნიერ ა...
იხილეთ სრულად
საგულისხმოა, რომ დიდი ცოდნისა და განათლების მიღება, არა მხოლოდ წიგნებითაა შესაძლებელი, არამედ უმეტესად სულიწმიდის მოპოვებისათვის გაწეული დიდი შრომითაა და ასკეტური ღვაწლით. წმინდანთა ცხოვრებაში ხშირია მაგალითები, როცა არა წიგნიერ ადამიანებს, დიდი ასკეტური ღვაწლის შემდეგ, სულიწმიდის მადლით აღვსილებს, სხვადასხვა ენებისა და ყოველი წიგნის მცნობელობასთან ერთად, ამ დაფარულ კანონზომიერებათა აღქმაც რომ მიმადლებიათ, რომელიც მიუწვდომელია ჩვეულებრივ წიგნიერ ...
ამქვეყნად სრულყოფილი ბედნიერება არ იპოვება, რამეთუ აქ დრო ნუგეშისთვის არ გვეძლევა. აქ მაღალი ღირსება შრომას და ნაკლულებას, მწუხარებასა და სიძნელეებს გააჩნია. სიმშვიდეს გულისთქმები ახლავს, განდეგილობას – მწუხარებანი და მოწყენილობა,...
იხილეთ სრულად
ამქვეყნად სრულყოფილი ბედნიერება არ იპოვება, რამეთუ აქ დრო ნუგეშისთვის არ გვეძლევა. აქ მაღალი ღირსება შრომას და ნაკლულებას, მწუხარებასა და სიძნელეებს გააჩნია. სიმშვიდეს გულისთქმები ახლავს, განდეგილობას – მწუხარებანი და მოწყენილობა, ქორწინებას დანაკარგები და საზრუნავები, მეგობრობას – უსიამოვნებანი და გაუტანლობა, მართლმორწმუნეობას – სიმწარე. ღმრთის განწესებით, ადამიანის ყოველი შთამომავალი ძეძვსა და ეკალს ჰპოვებს ცხოვრების გზაზე. მრავალი მაგალითი ადა...
ადამიანის გარეგნული ცხოვრება და მოქმედება მის შინაგან თვისებებზეა დამოკიდებული. უკეთუ მის სულში სიმშვიდისა და სინათლის ნაცვლად მშფოთვარე ვნებებია დასადგურებული, მას არც ამ სოფელში შეუძლია ბედნიერად იგრძნოს თავი. მშვიდობისა და ბედნ...
იხილეთ სრულად
ადამიანის გარეგნული ცხოვრება და მოქმედება მის შინაგან თვისებებზეა დამოკიდებული. უკეთუ მის სულში სიმშვიდისა და სინათლის ნაცვლად მშფოთვარე ვნებებია დასადგურებული, მას არც ამ სოფელში შეუძლია ბედნიერად იგრძნოს თავი. მშვიდობისა და ბედნიერების საფუძველი ამ სოფელშიც სიმართლე და მართლმსაჯულებაა.
ადამიანთა ბედნიერება სიცილსა და მწუხარების კვნესას შორის გაიელვებს ხოლმე რაღაც იდუმალი ღიმილი, რომელიც ათბობს, მაგრამ არ წვავს. ეს ღიმილი სრულებით არ ჰგავს ცინიკოსის დამცინავ, ცივ ჩაცინებას. დედის ღიმილი მოთამაშე ჩვილის საწოლთან ა...
იხილეთ სრულად
ადამიანთა ბედნიერება სიცილსა და მწუხარების კვნესას შორის გაიელვებს ხოლმე რაღაც იდუმალი ღიმილი, რომელიც ათბობს, მაგრამ არ წვავს. ეს ღიმილი სრულებით არ ჰგავს ცინიკოსის დამცინავ, ცივ ჩაცინებას. დედის ღიმილი მოთამაშე ჩვილის საწოლთან ანდა წმიდანის ღიმილი, რომელიც ამა ქვეყნის ძლიერთ მიემართება, ამ იდუმალ, ამაღლებულ ღიმილს ჰგავს.
სხვას რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ჩუმი სიხარული, თუ არა ბედნიერების სიხარულში და მწუხარების ტირილში თანამონაწილეობა? რაზე მიგვა...
ცოდვათა სიმრავლეს და სიმძიმეს ნურავინ მოიმიზეზებს და მონაზვნობის უღირსად ნუ მიიჩნევს თავს იგი, ვინც გემოთმოყვარების გამო ვითომდა თავს იმდაბლებს (ფს. 140, 4) და ცოდვებს იმიზეზებს; რადგან, სადაც დიდია წყლული, იქ მკურნალობაც დიდია სა...
იხილეთ სრულად
ცოდვათა სიმრავლეს და სიმძიმეს ნურავინ მოიმიზეზებს და მონაზვნობის უღირსად ნუ მიიჩნევს თავს იგი, ვინც გემოთმოყვარების გამო ვითომდა თავს იმდაბლებს (ფს. 140, 4) და ცოდვებს იმიზეზებს; რადგან, სადაც დიდია წყლული, იქ მკურნალობაც დიდია საჭირო, რათა განიწმინდოს შხამი, რადგან სამკურნალოდ ჯანმრთელი კი არა – ავადმყოფი მიდის.
განსაცდელის გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია. იგი აზრს აღამაღლებს, ცნობიერებას წმენდს და ზნეობას ასწორებს. განსაცდელი გამაფრთხილებელია კაცისა. ყურძნის მტევანი თუ არ გაიჭყლიტა, ღვინო არ დადგება; მსგავსადვე, კაცის სული თუ არ შევ...
იხილეთ სრულად
განსაცდელის გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია. იგი აზრს აღამაღლებს, ცნობიერებას წმენდს და ზნეობას ასწორებს. განსაცდელი გამაფრთხილებელია კაცისა. ყურძნის მტევანი თუ არ გაიჭყლიტა, ღვინო არ დადგება; მსგავსადვე, კაცის სული თუ არ შევიწროვდა, კარგ ნაყოფს ვერ გამოიღებს. ყოველი განსაცდელი დიდი ყურადღებითა და გონიერებით უნდა მოიხმაროთ.
განსაცდელი მრავალგვარია და ამისთვის ვიტყვი აქ, კერძოდ, შინაგანზედ, რამეთუ რაც უნდა აღშფოთდე და დაბნელდეს გონების შენის მხედველობა და ფრიადცა საშიშმა მდგომარეობამ გარე მოგიცვას შენ, მაინც უცხო და საკვირველი არა არს რა და ნუ შეშინდე...
იხილეთ სრულად
განსაცდელი მრავალგვარია და ამისთვის ვიტყვი აქ, კერძოდ, შინაგანზედ, რამეთუ რაც უნდა აღშფოთდე და დაბნელდეს გონების შენის მხედველობა და ფრიადცა საშიშმა მდგომარეობამ გარე მოგიცვას შენ, მაინც უცხო და საკვირველი არა არს რა და ნუ შეშინდები, ნურცა სიმხნეს დაკარგავ, როცა შიში, ძრწოლა და სიბნელე ერთად გეკვეთოს (შეგემთხვეს), რამეთუ ერედ ჯერ არს ყოველივე ღვთისა მიერ განსწავლებად შენდა. მიხედე დიდსა მას წინასწარმეტყველსა დავითს, თუ რასა იტყვის. რამეთუ რომელი ...