თუკი ქრისტეს მხარეზე ხართ, რასაც გულწრფელად გისურვებთ, მაშინ არა ამქვეყნიური დიდება ეძიეთ, არამედ ის, რომელიც ერთი ღმერთისგანაა. ნუ შეგშურდებათ მათი, ვინც ადამიანურ დიდებას იღებს, შეიცოდეთ ისინი. და როდესაც გაწბილდებიან, საკუთარი ...
იხილეთ სრულად
თუკი ქრისტეს მხარეზე ხართ, რასაც გულწრფელად გისურვებთ, მაშინ არა ამქვეყნიური დიდება ეძიეთ, არამედ ის, რომელიც ერთი ღმერთისგანაა. ნუ შეგშურდებათ მათი, ვინც ადამიანურ დიდებას იღებს, შეიცოდეთ ისინი. და როდესაც გაწბილდებიან, საკუთარი თავი შეებრალებათ და კვლავ გეტყვით თქვენ: შეიბრალეთ ისინი, რადგან თავიანთი სიბეცით მარადიული, დროებითის სანაცვლოდ გასცეს, ღვთიური - ადამიანურის სანაცვლოდ, ჭეშმარიტი - სიცრუის სანაცვლოდ.
არავის ძალუძს შექების მოსმენა საკუთარი თავისათვის უვნებელად, წმინდანთა გარდა. რამეთუ, მხოლოდ წმიდანები განჭვრეტენ ადამიანებს და ესმით, თუ საიდან გამომდინარეობს ქების სიტყვები. ზოგჯერ ყველაზე მღვრიე წყალი მზეზე ისევე ელვარებს, როგო...
იხილეთ სრულად
არავის ძალუძს შექების მოსმენა საკუთარი თავისათვის უვნებელად, წმინდანთა გარდა. რამეთუ, მხოლოდ წმიდანები განჭვრეტენ ადამიანებს და ესმით, თუ საიდან გამომდინარეობს ქების სიტყვები. ზოგჯერ ყველაზე მღვრიე წყალი მზეზე ისევე ელვარებს, როგორც გამჭვირვალე. ზოგჯერ ყინულის თხელი ფენის ქვეშ ბლანტი შლამი იმალება. ასევეა მათი სულებიც, ვინც გვაქებს. ამიტომაც წმიდანებს ქება რომ ესმით, აღიქვამენ მას ან როგორც უმეცრებას, ან კიდევ როგორც აშკარა ტყუილს. ბევრად მეტი სუ...
ჭეშმარიტად, სამყარო გამოცანაა, მასში სხვა, მარადიული სამყარო აირეკლება თავისი ათინათითა და იდუმალი სახეებით. თუმცა, მატერიალისტები მას დაუკვირვებელი და გამოუცდელი ადამიანის მსგავსად აღიქვამენ, რადგანაც ერთადერთ რეალობად მიიჩნევენ,...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტად, სამყარო გამოცანაა, მასში სხვა, მარადიული სამყარო აირეკლება თავისი ათინათითა და იდუმალი სახეებით. თუმცა, მატერიალისტები მას დაუკვირვებელი და გამოუცდელი ადამიანის მსგავსად აღიქვამენ, რადგანაც ერთადერთ რეალობად მიიჩნევენ, ამიტომაც არ ძალუძთ, რომ სხვა სამყაროსა და ცხოვრების არსებობა ირწმუნონ. მაშინაც კი, როდესაც ეს სამყარო ყოველ ნაბიჯზე ამხელს საკუთარ თავს სიცრუეში, მატერიალისტებს ჯიუტად სჯერათ მისი რეალობისა. ამგვარად ისინი ორივე სამყარო...
ჭეშმარიტად, მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია ცოცხლად იწოდებოდეს, რომელსაც ხორციელი და სულიერი მარადიული ცხოვრების არსებობა სწამს. ის კი, ვინც მხოლოდ ამ მქრქალ ცხოვრებას აღიარებს, მას სიცოცხლის ნაცვლად სიკვდილის სწამს და იმ სიკვდილმისჯილ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტად, მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია ცოცხლად იწოდებოდეს, რომელსაც ხორციელი და სულიერი მარადიული ცხოვრების არსებობა სწამს. ის კი, ვინც მხოლოდ ამ მქრქალ ცხოვრებას აღიარებს, მას სიცოცხლის ნაცვლად სიკვდილის სწამს და იმ სიკვდილმისჯილს მოგვაგონებს, ყოველ წუთს გასროლას რომ ელის. ო, რომ იცოდე, რამდენი საბუთი აქვს ღვთის ეკლესიას სხვა სამყაროსა და მარადიული სიცოცხლის არსებობის დასამტკიცებლად! ო, რომ იცოდე, რამდენი წმიდა სული მოვლენილა იქიდან, რათა დაემტკ...
უღმერთონი უბრალოდ მავნებლები კი არ არიან, არამედ ადამიანები, და სხვათა შორის, ჭკუით გამორჩეულნიც სხვა ადამიანებს შორის. მათი სულები ურწმუნოების შხამით არის მოწამლული; ისინი ყველაზე ღარიბები არიან. რამეთუ სხვა უპოვარნი, რომელთაც არ...
იხილეთ სრულად
უღმერთონი უბრალოდ მავნებლები კი არ არიან, არამედ ადამიანები, და სხვათა შორის, ჭკუით გამორჩეულნიც სხვა ადამიანებს შორის. მათი სულები ურწმუნოების შხამით არის მოწამლული; ისინი ყველაზე ღარიბები არიან. რამეთუ სხვა უპოვარნი, რომელთაც არც პური, არც სამოსი, მიწა და ჯანმრთელობა არ აქვთ, საკუთარი გულით ღმერთს - ყველა ნიჭთა მომნიჭებელს დაატარებენ. ისინი ღვთის, შემოქმედის იმედით არიან. საცოდავ უღმერთოებს კი ეს ყოველივე არ აქვთ. ისინი არ ფლობენ იმ უძვირფასეს ...
როგორც უჰაერო სივრცეში მოხვედრილი ჩიტი მეყსეულად უკან გაფრენას ცდილობს, ასევე შენც, შებრუნდი და გაიქეცი უღმერთოთა შესაკრებელისაგან, რამეთუ შენ მათ შორის ფრენას ვერ შეძლებ და ჩამოვარდები. კიდევ ერთხელ გთხოვ: როგორც უჰაერო სივცეში მ...
იხილეთ სრულად
როგორც უჰაერო სივრცეში მოხვედრილი ჩიტი მეყსეულად უკან გაფრენას ცდილობს, ასევე შენც, შებრუნდი და გაიქეცი უღმერთოთა შესაკრებელისაგან, რამეთუ შენ მათ შორის ფრენას ვერ შეძლებ და ჩამოვარდები. კიდევ ერთხელ გთხოვ: როგორც უჰაერო სივცეში მოხვედრილი ჩიტი მეყსეულად უკან გაფრენას ცდილობს, ასევე შენც, განეშორე უღმერთოთა შესაკრებელს, რამეთუ მათ შორის ფრენას ვერ შეძლებ და ჩამოვარდები.
ღმერთი შენი სულის ჰაერია, ამ ჰაერის გარეშე შენი სული მიწაზე დაეცემა და მტვერშ...
იყვნენ და არიან გამოჩენილი ადამიანები, რომელთაც ღმერთი არ ჰყავდათ, მაგრამ ღმერთს ჰყავდა ისინი მათ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ხოლო, თუკი სიკვდილის წინაც იტყვიან, რომ არ ჰყავთ ღმერთი, მაშინ უფალი მიატოვებს მათ და ამოშლის სიცოცხლის წი...
იხილეთ სრულად
იყვნენ და არიან გამოჩენილი ადამიანები, რომელთაც ღმერთი არ ჰყავდათ, მაგრამ ღმერთს ჰყავდა ისინი მათ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ხოლო, თუკი სიკვდილის წინაც იტყვიან, რომ არ ჰყავთ ღმერთი, მაშინ უფალი მიატოვებს მათ და ამოშლის სიცოცხლის წიგნიდან.
იგი, ვინც გულით და გონებით უარყოფს ღმერთს, ვინც თავს ყველა ვალდებულებისაგან ათავისუფლებს, გული და გონება დაბნელებია და ყველა იმედს მოკლებული ადვილად ამართლებს მკვლელობასა და თვითმკვლელობას; ქორწინება მისთვის კომედიაა, ბავშვებისადმ...
იხილეთ სრულად
იგი, ვინც გულით და გონებით უარყოფს ღმერთს, ვინც თავს ყველა ვალდებულებისაგან ათავისუფლებს, გული და გონება დაბნელებია და ყველა იმედს მოკლებული ადვილად ამართლებს მკვლელობასა და თვითმკვლელობას; ქორწინება მისთვის კომედიაა, ბავშვებისადმი სიყვარული სულელური სენტიმენტალიზმი, სამშობლოსადმი სიყვარული, მით უმეტეს, მეგობრობა უბრალო თანამშრომლობა, რადგანაც მათთვის მთელი ქვეყნიერება უმწყემსოდ მორბენალი ცხვრების ასპარეზია, ხოლო სიცოცხლე კი შემთხვევითი მიწიერი ხ...
იგი, ვინც განუდგა ამ ქვეყანაზე მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელს, იმქვეყნადაც განკვეთილი იქნება მისგან. ვერც აქ და ვერც იქ ვერ იცნობს ის ყველა არსების დიდებულ შემოქმედს. ხოლო, იყო განშორებული მასთან, ეს გაცილებით უარესია, ვიდრე - არ...
იხილეთ სრულად
იგი, ვინც განუდგა ამ ქვეყანაზე მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელს, იმქვეყნადაც განკვეთილი იქნება მისგან. ვერც აქ და ვერც იქ ვერ იცნობს ის ყველა არსების დიდებულ შემოქმედს. ხოლო, იყო განშორებული მასთან, ეს გაცილებით უარესია, ვიდრე - არ არსებობდე საერთოდ.