ლოცვის ღირსება მხოლოდ ხარისხშია და არა - რაოდენობაში. რაოდენობა მაშინ არის საქებარი, როდესაც ხარისხისკენ მივყავართ. ხარისხს ყოველთვის მივყავართ რაოდენობამდე; რაოდენობას მივყავართ ხარისხამდე, როდესაც მლოცველი გულმოდგინედ ლოცულობს.
ლოცვის საფუძველია აზრი – „შენ ყოველივე ხარ, მე კი არაფერი“. ეს მისი გრანიტის საძირკველია. ხდება ერთგვარი იდუმალი შეერთება ღმერთისა სულთან: სული მადლს უსმენს, მადლი კი სულს. ამის შესახებ მოციქული პავლე ასე ამბობს: „უმეტეს მათ ყოველ...
იხილეთ სრულად
ლოცვის საფუძველია აზრი – „შენ ყოველივე ხარ, მე კი არაფერი“. ეს მისი გრანიტის საძირკველია. ხდება ერთგვარი იდუმალი შეერთება ღმერთისა სულთან: სული მადლს უსმენს, მადლი კი სულს. ამის შესახებ მოციქული პავლე ასე ამბობს: „უმეტეს მათ ყოველთასა დავშუერ; არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაი“(თ. 15, 10)
ლოცვის ჟამს არ გმართებს საკუთარი სიტყვებით ბრძნობა, მაგრამ არც ლოცვით გამთბარი წრფელი გულიდან ამოსული სიტყვების შეკავება შეიძლება; რამეთუ ხშირად ბავშვური გულუბრყვილობა ესათნოება ზეციურ მამას. ასევე არ შეიძლება ლოცვისას მრავალსიტყვ...
იხილეთ სრულად
ლოცვის ჟამს არ გმართებს საკუთარი სიტყვებით ბრძნობა, მაგრამ არც ლოცვით გამთბარი წრფელი გულიდან ამოსული სიტყვების შეკავება შეიძლება; რამეთუ ხშირად ბავშვური გულუბრყვილობა ესათნოება ზეციურ მამას. ასევე არ შეიძლება ლოცვისას მრავალსიტყვაობა, რამეთუ საღმრთო წერილი თვალნათლივ გვარწმუნებს, რომ მეზვერემაც მოწყალე ჰყო უფალი და ავაზაკიც ცხონდა რწმენით წარმოთქმული რამდენიმე სიტყვით.
სამწუხაროა, რომ არცთუ იშვიათად აქვს ადგილი უყურადღებობის ისეთ სერიოზულ გამოვლინებებს მშობლის მხრიდან, რომელიც მოზარდის ფსიქოლოგიურ და ცნობიერებით დაკნინებას იწვევს. ამ პრობლემის მიზეზად სხვადასხვა გარემოებები უნდა მოვიაზროთ, განსა...
იხილეთ სრულად
სამწუხაროა, რომ არცთუ იშვიათად აქვს ადგილი უყურადღებობის ისეთ სერიოზულ გამოვლინებებს მშობლის მხრიდან, რომელიც მოზარდის ფსიქოლოგიურ და ცნობიერებით დაკნინებას იწვევს. ამ პრობლემის მიზეზად სხვადასხვა გარემოებები უნდა მოვიაზროთ, განსაკუთრებით ისეთი გამოწვევები, როგირიცაა მუდმივი კონფლიქტის არსებობა ოჯახში. ბავშვზე, მის ფსიქიკასა და ცნობიერებაზე განსაკუთრებით უარყოფითად აისახება ცოლ-ქმრის გაყრა.
უფრო მეტი დინამიკურობით აისახება იგი, თუ აქტი განხორციე...
მხედველობიდან არ გამოგვრჩეს, რომ გონებით ლოცვას დემონები უმხედრდებიან და წინ ეღობებიან. ისინი ცდილობენ, ადამიანს გონება გაუფანტონ, რომ ამაოდ ილოცონ; საბრალო ადამიანის გონებას მრავალ სხვადასხვა აზრს ახვევენ, რათა წარიტაცონ ნაყოფი ლ...
იხილეთ სრულად
მხედველობიდან არ გამოგვრჩეს, რომ გონებით ლოცვას დემონები უმხედრდებიან და წინ ეღობებიან. ისინი ცდილობენ, ადამიანს გონება გაუფანტონ, რომ ამაოდ ილოცონ; საბრალო ადამიანის გონებას მრავალ სხვადასხვა აზრს ახვევენ, რათა წარიტაცონ ნაყოფი ლოცვისა და მლოცველს მხოლოდ ფოთლები – ხორციელი შრომა და ძალისხმევა მიუგდონ.
ამიტომ კეთილად ლოცვის მსურველს მართებს ლოცვის აღვლენამდე განაგდოს ყოველი საზრუნავი და გულისსიტყვა. დაე, გონება ზედამხედველად დააყენოს, რომ მან თვა...
მყუდრო და წრფელი ლოცვის ჟამს ყოველი ვნება და ცოდვა კაცის გულში უნებლიედ დადუმებულია, ხოლო თუ კაცი ლოცვას მხურვალებით ხშირად გაიმეორებს, მაშინ მისი ყოველი ცუდი სურვილი და ყოველივე გულისთქმა სრულიად დაიძინებს და დაიმალება.
მრავალი დრო და შრომა, – უფრო გონებისმიერი, ვიდრე სხეულებრივი, – არის საჭირო იმისთვის, რომ ჯერ ვისწავლოთ ჯეროვანი ლოცვა უფლის წინაშე, შემდეგ კი ჯეროვნადვე განვაგრძოთ ლოცვა–ვედრებანი. ამიტომაც ღვთაებრივი პავლე მოციქული გვიანდერძებს ...
იხილეთ სრულად
მრავალი დრო და შრომა, – უფრო გონებისმიერი, ვიდრე სხეულებრივი, – არის საჭირო იმისთვის, რომ ჯერ ვისწავლოთ ჯეროვანი ლოცვა უფლის წინაშე, შემდეგ კი ჯეროვნადვე განვაგრძოთ ლოცვა–ვედრებანი. ამიტომაც ღვთაებრივი პავლე მოციქული გვიანდერძებს ჩვენ ყოველთვის გულით, და არამხოლოდ ბაგეებით, ვუგალობდეთ და ვადიდებდეთ შემოქმედ ღმერთს (ეფეს. 5.19).