ოჯახშიც ბევრი რამ ხდება, მაგრამ ჭკვიანი, ნაცვლად სამზეუროზე გამოტანისა, ოჯახშივე აგვარებს პრობლემებს და თუნდაც დროებით მოუწესრიგებელს, არ გახდის მეზობელთა და სხვათა საჭორაოდ. ხშირად სხვა სცოდავს, მაგრამ, თუ შენი სიმართლე სიბრძნით ...
იხილეთ სრულად
ოჯახშიც ბევრი რამ ხდება, მაგრამ ჭკვიანი, ნაცვლად სამზეუროზე გამოტანისა, ოჯახშივე აგვარებს პრობლემებს და თუნდაც დროებით მოუწესრიგებელს, არ გახდის მეზობელთა და სხვათა საჭორაოდ. ხშირად სხვა სცოდავს, მაგრამ, თუ შენი სიმართლე სიბრძნით არ წარმართე, შეიძლება სხვის ცოდვაზე გაცილებით უმძიმეს ცოდვაში ამოყო თავი
როცა ვამბობთ: „მაკურთხეთ მამაო“, ამით კონკრეტულ საკითხზე და მოქმედებაზე ვითხოვთ ღვთისგან ლოცვა–კურთხევას ანუ ნებართვის მიღებას. ამისათვის მღვდელი ჯერ უნდა გაერკვეს, რა სურს ადამიანს და მხოლოდ ღვთის მოსაწონ საქმეზე უნდა გასცეს კურთ...
იხილეთ სრულად
როცა ვამბობთ: „მაკურთხეთ მამაო“, ამით კონკრეტულ საკითხზე და მოქმედებაზე ვითხოვთ ღვთისგან ლოცვა–კურთხევას ანუ ნებართვის მიღებას. ამისათვის მღვდელი ჯერ უნდა გაერკვეს, რა სურს ადამიანს და მხოლოდ ღვთის მოსაწონ საქმეზე უნდა გასცეს კურთხევა. ეს თანხმობა ორიოდე სიტყვითაც გამოიხატება: „ღმერთმა გაკურთხოს“, „უფალმა გაკურთხოს“ და სხვა.
როცა ეშმაკი ხედავს, რომ ვინმე გონიერად აღასრულებს ქრისტეს მცნებებს და ამაში წარმატებებს აღწევს, ყოველ ღონეს ხმარობს, რათა გაანადგუროს ყველა წიგნი, რომელშიც იესოს ლოცვაა და უკეთურ კაცთა მეშვეობით შეწყვიტოს გონიერ საქმეთა კეთება.
როცა გონება ამას მიეჩვევა და გაძღება, კარგად ისწავლის, მაშინ აგზავნის მას გულში. რადგანაც გონება სულის მკვებავია და თუ რაიმე კარგს ან ცუდს შეიტყობს ან მოისმენს, მისი საქმეა ამისი გულში ჩაშვება, რომელიც ადამიანის სულიერი და ხორციელ...
იხილეთ სრულად
როცა გონება ამას მიეჩვევა და გაძღება, კარგად ისწავლის, მაშინ აგზავნის მას გულში. რადგანაც გონება სულის მკვებავია და თუ რაიმე კარგს ან ცუდს შეიტყობს ან მოისმენს, მისი საქმეა ამისი გულში ჩაშვება, რომელიც ადამიანის სულიერი და ხორციელი ცხოვრების ცენტრია და გონების ტახტი. მაშ ასე, როცა მლოცველი გონებას არ აძლევს იმის ნებას, რომ რაიმე წარმოიდგინოს, არამედ მხოლოდ ლოცვის სიტყვებს უგდოს ყური, მაშინ ის მსუბუქად სუნთქავს და გარკვეული ძალისმევითა და საკუთარი...
როცა გვთხოვენ ვილოცთ სხვათა ცხონებისთვის, უარი არ უნდა ვთქვათ, თუნდაც არ გვქონდეს მოპოვებული ლოცვის ნიჭი. რამეთუ ხშირად მას, ვინც გვთხოვს, თავისივე რწმენა გადაარჩენს, თუკი ცდილობს გამოსწორებას.
როდესაც ვინმე გეტყვის – „ილოცე ჩემთვისო“, თქვი გულში: „ღმერთმა შეგვიწყალოს ჩვენ“ და ეს საკმარისია. ხოლო მისი მუდმივად მოხსენიება არ არის შენი საქმე, არამედ (სულიერ) სრულყოფილებაზე მიღწერულთა, რომელთაც ძალუძს ერთმანეთისთვის ლოცვა.
საეკლესიო ლოცვა ყოველთვის ბიბლიურია, ანუ გამოიხატება წმიდა წერილის ენით, სახეებითა და სიმბოლოებით. თუკი ბიბლია საკუთარ თავში საღვთო გამოცხადებას შეიცავს, ამავე დროს ის არის ამ გამოცხადებაზე ადამიანის პასუხის შთამაგონებელი და ამიტო...
იხილეთ სრულად
საეკლესიო ლოცვა ყოველთვის ბიბლიურია, ანუ გამოიხატება წმიდა წერილის ენით, სახეებითა და სიმბოლოებით. თუკი ბიბლია საკუთარ თავში საღვთო გამოცხადებას შეიცავს, ამავე დროს ის არის ამ გამოცხადებაზე ადამიანის პასუხის შთამაგონებელი და ამიტომ ადამიანური ლოცვის, დიდებისმეტყველებისა და თაყვანისცემის გამოხატვის და მისი არსის შთამაგონებლადაც გვევლინება. მაგალითისთვის ფსალმუნები ავიღოთ; მათი დაწერით ადამიანს სინანულის გამოხატვა სურს, როდესაც სურს, მთელი თავისი შ...
სადაც არის სიმდაბლე, ღმრთის ხსენება სიფხიზლითა და ყურადღებით და ხშირი ლოცვა სულიერი მტრების წინააღდეგ მიმართული, იქ ღმრთის სამყოფელია ანუ გულის ზეცაა, რომელშიაც ეშმაკის ლაშქარს ეშინია დგომა იმიტომ, რომ ამ ადგილას ღმერთი მკვიდრობს.
როცა შენი გონება ღმერთშია, თუნდაც იწვე, შეგიძლია ილოცო. მაგრამ, თუ შენი გონება სხვაგანაა, თუნდაც მუხლმოყრით ილოცო, ლმობიერება არ მოვა შენთან და ლოცვაც ცივი იქნება, მაშინ შემსუბუქებას ვერ იგრძნობ და თავი აგტკივდება, ვინაიდან ლოცვამ...
იხილეთ სრულად
როცა შენი გონება ღმერთშია, თუნდაც იწვე, შეგიძლია ილოცო. მაგრამ, თუ შენი გონება სხვაგანაა, თუნდაც მუხლმოყრით ილოცო, ლმობიერება არ მოვა შენთან და ლოცვაც ცივი იქნება, მაშინ შემსუბუქებას ვერ იგრძნობ და თავი აგტკივდება, ვინაიდან ლოცვამ სიხარული არ მოგიტანა.