გონება გონებას ებრძვის... ჩვენი გონება - მტრის გონებასთან იბრძვის... მტერი დაეცა სიამაყით და წარმოსახვით, ჩვენც იქითკენ გვიზიდავს... ამ ბრძოლაში დიდი სიმამაცეა საჭირო... უფალი ტოვებს თავის მონას საბრძოლველად, თვითონ კი უცქერის მას...
იხილეთ სრულად
გონება გონებას ებრძვის... ჩვენი გონება - მტრის გონებასთან იბრძვის... მტერი დაეცა სიამაყით და წარმოსახვით, ჩვენც იქითკენ გვიზიდავს... ამ ბრძოლაში დიდი სიმამაცეა საჭირო... უფალი ტოვებს თავის მონას საბრძოლველად, თვითონ კი უცქერის მას, როგორც უცქერდა ანტონი დიდს, როცა იგი ებრძოდა ეშმაკებს... თქვენ გახსოვთ ალბათ რა წერია ანტონი დიდის ცხოვრებაში: დასახლდა იგი აკლდამაში; იქ ეშმაკებმა სცემეს მას გრძნობის დაკარგვამდე; მისმა მსახურმა მეგობარმა გადაიყვანა ღ...
სასუფეველი ცათა, როგორც ამას არაერთხელ განგვიმარტავს საღმრთო წერილი, კაცთა შორის ჭეშმარიტების, მშვიდობის და უმეტესად კი სიყვარულის სუფევა ანუ დამკვიდრებაა, როცა ნაცვლად ცოდვისა მადლი და ჭეშმარიტება სუფევს და მოქმედებს. სასუფეველი ...
იხილეთ სრულად
სასუფეველი ცათა, როგორც ამას არაერთხელ განგვიმარტავს საღმრთო წერილი, კაცთა შორის ჭეშმარიტების, მშვიდობის და უმეტესად კი სიყვარულის სუფევა ანუ დამკვიდრებაა, როცა ნაცვლად ცოდვისა მადლი და ჭეშმარიტება სუფევს და მოქმედებს. სასუფეველი ღმრთისა უპირველესად თითოეული კაცის გულში უნდა იყოს, შემდეგ ოჯახსა და ბოლოს მთელ ქვეყანაში.
საღმრთო სჯულის წინააღმდეგნი, წვალებისა და შფოთის აღმაყენებელნი ყოველთვის იყვნენ და ყოველთვის იქნებიან ქვეყანაზე. ეს თვით უფალმა იესო ქრისტემ წინასწარვე გვაუწყა; თვით მან ბრძანა, რომ მის სახარებას არა ყველა, არამედ მხოლოდ ისინი მიი...
იხილეთ სრულად
საღმრთო სჯულის წინააღმდეგნი, წვალებისა და შფოთის აღმაყენებელნი ყოველთვის იყვნენ და ყოველთვის იქნებიან ქვეყანაზე. ეს თვით უფალმა იესო ქრისტემ წინასწარვე გვაუწყა; თვით მან ბრძანა, რომ მის სახარებას არა ყველა, არამედ მხოლოდ ისინი მიიღებენ, რომელთაც მისი ზეციური მამა გამოარჩევს და მასთან მიიყვანს.
მონაგებთა სიუხვე, სიმდიდრე, მშობელთა სიყვარული და ქება-დიდება გარშემომყოფთაგან დიდი დაბრკოლებაა სულიერი ცხოვრების გზაზე. წმიდა მამებს ძალიან ეშინოდათ ცოდვის ამ მიზეზების და ყოველმხრივ განერიდებოდნენ მათ. ამიტომ მიდიოდნენ მონასტრებ...
იხილეთ სრულად
მონაგებთა სიუხვე, სიმდიდრე, მშობელთა სიყვარული და ქება-დიდება გარშემომყოფთაგან დიდი დაბრკოლებაა სულიერი ცხოვრების გზაზე. წმიდა მამებს ძალიან ეშინოდათ ცოდვის ამ მიზეზების და ყოველმხრივ განერიდებოდნენ მათ. ამიტომ მიდიოდნენ მონასტრებსა და უდაბნოებში. მაგრამ შენ ნურსად გაიქცევი, არამედ ეცადე იყო ბრძენი, ვითარცა გველი და უმანკო, ვითარცა ტრედი. სხვა ყოველივე წარმავალია, ამაოა, ყალბია, უნდა გვახსოვდეს და გვწამდეს, რომ დღეს თუ არა, ხვალ მაინც მოვკვდებით....
მაცთურთა მესამე ნიშანი ის არის, რომ უმანკო და უბრალო ადამიანებს თავს სწავლულებად და განათლებლებად მოაჩვენებენ, თითქოს უცხო ქვეყნებში ფრიად სწავლულთა კაცთაგან დიდი ცოდნა და განათლება შეიძინეს, მაგრამ მათი განათლება დიდად საეჭვოა, რ...
იხილეთ სრულად
მაცთურთა მესამე ნიშანი ის არის, რომ უმანკო და უბრალო ადამიანებს თავს სწავლულებად და განათლებლებად მოაჩვენებენ, თითქოს უცხო ქვეყნებში ფრიად სწავლულთა კაცთაგან დიდი ცოდნა და განათლება შეიძინეს, მაგრამ მათი განათლება დიდად საეჭვოა, რადგან მხოლოდ ზედაპირული და უსაფუძვლო ცოდნა აქვთ. საფუძვლიანი სწავლა დიდ შრომასა და მოთმინებას მოითხოვს, ხოლო მათ არც პირველი და არც მეორე არ გააჩნიათ.
არავინა ვართ დღეს საქართველოში მყოფნი, რომ არ ვიცოდეთ საქართევლოს დასჯა. და არც ასეთი ვინმე ვართ, რომ ცოდვიდამ ხელს ვიღებდეთ. ღვთის სიმართლისაგან დასჯილნი, წმინდათ წერილისაგან მხილებული და სვინიდისისაგან შეჭმული ყველანი ყველას ვამ...
იხილეთ სრულად
არავინა ვართ დღეს საქართველოში მყოფნი, რომ არ ვიცოდეთ საქართევლოს დასჯა. და არც ასეთი ვინმე ვართ, რომ ცოდვიდამ ხელს ვიღებდეთ. ღვთის სიმართლისაგან დასჯილნი, წმინდათ წერილისაგან მხილებული და სვინიდისისაგან შეჭმული ყველანი ყველას ვამყტუნებთ და თვითონ კი უფრო მცოდველნი ვართ. და ვაი სიბრმესა და დაბნელებასა ულხინებელსა, რომ ყველანი მცოდველნი ვართ და ცოდვიდამ ხელს არ ვიღებთ. ნისლისავით შესქალებული ცოდვა ყველას თვალთ წინ გვიდგა, სიმაღლით ღვთის წინ აღმავა...
ისტორიულად ქართველ კაცს არ ახასიათებდა მიწიერი საუნჯის მოხვეჭა, - იგი უფრო სულიერი საუნჯის შეკრებით იყო დაკავებული. სახარებაში წერია: "სადაც არს საუნჯე შენი, მუნ არს გული შენი".