როდესაც ადამიანი კრძალვითა და მხურვალე სიყვარულით მიემთხვევა წმ. ხატებს, ის თითქოს იწოვს, კვებავს საკუთარ თავს ამ ხატების საღებავებით და შიგნით, მის არსებაში ეს წმიდანები აისახებიან. წმიდანები ხარობენ, როდესაც `სწყდებიან” ქაღალდსა...
იხილეთ სრულად
როდესაც ადამიანი კრძალვითა და მხურვალე სიყვარულით მიემთხვევა წმ. ხატებს, ის თითქოს იწოვს, კვებავს საკუთარ თავს ამ ხატების საღებავებით და შიგნით, მის არსებაში ეს წმიდანები აისახებიან. წმიდანები ხარობენ, როდესაც `სწყდებიან” ქაღალდსა და დაფას და ადამიანების გულებში აღიბეჭდებიან. როდესაც ქრისტიანი კრძალვით ემთხვევა წმიდა სახეებს და შეწევნას ითხოვს ქრისტესაგან, ღვთისმშობლისა და წმიდანებისაგან, ამ დროს იგი აღასრულებს თაყვანისცემას იმ მთელი გულით, რომელ...
მოკრძალება გადამდებია; ადამიანის საქციელი, რომელიც მოკრძალებით არის აღძრული, არომატივით გადაეცემა სხვას, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მასში კეთილი განწყობა და სიმდაბლე არსებობს. გეტყვი, რომ თუ ადამიანს მოკრძალება არა აქვს, მაშ...
იხილეთ სრულად
მოკრძალება გადამდებია; ადამიანის საქციელი, რომელიც მოკრძალებით არის აღძრული, არომატივით გადაეცემა სხვას, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მასში კეთილი განწყობა და სიმდაბლე არსებობს. გეტყვი, რომ თუ ადამიანს მოკრძალება არა აქვს, მაშინ მას არაფერი აქვს. მოკრძალებული ადამიანი, გაუნათლებელიც რომ იყოს, ყოველგვარ სიწმიდეს წმიდად ხედავს, ხედავს ზუსტად ისე, როგორიც ის სინამდვილეშია და ყველაფერ იმასთან დაკავშირებით, რაც საღვთო აზრებს ეხება, არაფერში ცდება....
საცოდავია ის ერი, რომლის წარსული ბრწყინვალე იყო, ხოლო აწმყო კი ძლიერ ნაკლებია, რომელიც ოდესღაც დიდებულად ცხოვრობდა და ახლა კი ჩამოქვეითებულია! გინახავთ თქვენ თუ არა ძველებური ტაძრები ატენისა, მეტეხისა, წრომისა სამთავისისა, იკორთის...
იხილეთ სრულად
საცოდავია ის ერი, რომლის წარსული ბრწყინვალე იყო, ხოლო აწმყო კი ძლიერ ნაკლებია, რომელიც ოდესღაც დიდებულად ცხოვრობდა და ახლა კი ჩამოქვეითებულია! გინახავთ თქვენ თუ არა ძველებური ტაძრები ატენისა, მეტეხისა, წრომისა სამთავისისა, იკორთისა, თიღვისა და სხვანი მრავალნი ძველნი ნაშთნი, რომელნიც ამ ქალაქს გარს ახვევიან? თუ გინახავთ, უსათუოდ იმათის ხილვით გონების თვალწინ გადაგეშლებოდათ ნათელი სურათები ჩვენი წარსულისა ცხოვრებისა და ამასთანავე იგრძნობდით გულში ს...
საქართველო ხომ ძველი თვითმყოფადი ქრისტიანული კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაა, ამან გადაგვარჩინა და განაპირობა ჩვენი ინდივიდუალური სახის შენარჩუნება, აი, ამ ტრადიციებს უნდა მივყვეთ კვლავაც.
საქართველოს ძლიერებასა და ერის ერთობას დღესაც საფუძვლად სულიერება და და ზნეობრიობა უნდა დაედოს. ამასთან აუცილებელია თვითმყოფადი ცნობიერებისა და კულტურის შენარჩუნება, რომელიც მთლიანად ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზეა დაფუძნებული.
საქართველოს ოდითგანვე ახასიათებდა ეკლესიისა და მეცნიერების წარმომადგენელთა ერთობა და მთლიანობა: ყოველი ჩვენი მონასტერი არამარტო სულიერი მოღვაწეობის ადგილი, არამედ დიდი მეცნიერული ცენტრიც იყო. ვფიქრობ, მეცნიერებასა და ეკლესიას შორი...
იხილეთ სრულად
საქართველოს ოდითგანვე ახასიათებდა ეკლესიისა და მეცნიერების წარმომადგენელთა ერთობა და მთლიანობა: ყოველი ჩვენი მონასტერი არამარტო სულიერი მოღვაწეობის ადგილი, არამედ დიდი მეცნიერული ცენტრიც იყო. ვფიქრობ, მეცნიერებასა და ეკლესიას შორის სიახლოვე არ არის არცერთ ეკლესიაში და არცერთ ქვეყანაში.
საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს; ცოდვები ცოდვებია. ცოდვებს ადამიანის სიყვარულთან აბა რა საერთო აქვს. დამიჯერეთ, ნამდვილ ამბავს გეუბნებით, ცუდი ადამიანები საერთოდ არ არსებობენ, მე მე ჯერ ცუდ ადამიანს არ შევხვედრივარ!
რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება,
მასთან არის მართალთა შეწევნა, ის არის ფარი უმწიკვლოთათვის,
იცავს სამართლის გზებს და მადლიანთა სავალს იფარავს.
მაშინ მიხვდები, რა არის სიმართლ...
იხილეთ სრულად
რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება,
მასთან არის მართალთა შეწევნა, ის არის ფარი უმწიკვლოთათვის,
იცავს სამართლის გზებს და მადლიანთა სავალს იფარავს.
მაშინ მიხვდები, რა არის სიმართლე, სამართალი და სამართლიანობა - ყოველი კეთილი საქმე.
თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში და ცოდნა ეტკბობა შენს სულს,
გონიერება დაგიფარავს და შეგნება დაგიცავს.
თ. 1-3
იწვა ლაზარე კარებთან, ჭრილობებით დაფარული, შიმშილით გატანჯული. ძაღლები მოდიოდნენ და ულოშნიდნენ ჭრილობებს. ძაღლები ადამიანებზე უფრო კაცთმოყვარენი იყვნენ, ლოკავდნენ ლაზარეს ჭრილობებს, წმენდნენ და ჩირქს აცლიდნენ. ის კი იწვა დავრდომილ...
იხილეთ სრულად
იწვა ლაზარე კარებთან, ჭრილობებით დაფარული, შიმშილით გატანჯული. ძაღლები მოდიოდნენ და ულოშნიდნენ ჭრილობებს. ძაღლები ადამიანებზე უფრო კაცთმოყვარენი იყვნენ, ლოკავდნენ ლაზარეს ჭრილობებს, წმენდნენ და ჩირქს აცლიდნენ. ის კი იწვა დავრდომილი, როგორც ოქრო ბრძმედში, ბრწყინვალება ემატებოდა. ის არ ამბობდა, როგორც მრავალი გლახაკი ამბობს: „ეს არის განგებულება? ნუთუ ღმერთი ხედავს კაცთა საქმეებს? მე, მართალი, გლახაკი ვარ, ის კი უსამართლოა და მდიდარია“. არაფერი ამი...
იცოდეთ, რომ გამოცდა თქვენი რწმენისა დასაბამს აძლევს მოთმინებას;
ხოლო მოთმინების საქმე სრულქმნილი უნდა იყოს, რათა თავადაც სრულქმნილნი იყოთ და სრულყოფილნი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე.
თ. I