ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიწვდომელია, ვითარცა გონება და სიყვარული. მისი სათავე ისევე უცნობია, როგორც მელქისედეკ მამამთავრისა. მასშია მთელი საქართველო. გაზაფხულზე გაშლილი ვარდივით მშვენიერია იგი და ახლადმოსული მზის ცხოვ...
იხილეთ სრულად
ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიწვდომელია, ვითარცა გონება და სიყვარული. მისი სათავე ისევე უცნობია, როგორც მელქისედეკ მამამთავრისა. მასშია მთელი საქართველო. გაზაფხულზე გაშლილი ვარდივით მშვენიერია იგი და ახლადმოსული მზის ცხოველსმყოფელი სხივივით საამო, ცისფერია მისი სამოსი, ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი. სიტყვა მისი მჭრელია, ვითარცა დავით აღმაშენებელის ხმალი, ძლიერია, როგორც სვეტიცხოველი და ნაზი, ვით ყვავილზე მარგალიტით ...
ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჩვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადაუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი, და ...
იხილეთ სრულად
ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჩვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადაუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი, და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავიწირეთ, ცოლ-შვილნი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისთთვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში,...
ხოლო თუ შენ მიგაქვს შესაწირავი საკურთხეველთან და იქ გაიხსენე, რომ შენი ძმა ძვირს იზრახავს შენთვის,
დაუტევე შენი შესაწირავი საკურთხევლის წინ, წადი, ჯერ შემოირიგე შენი ძმა, და მხოლოდ შემდეგ მოდი და შესწირე შესაწირავი.
...
იხილეთ სრულად
ხოლო თუ შენ მიგაქვს შესაწირავი საკურთხეველთან და იქ გაიხსენე, რომ შენი ძმა ძვირს იზრახავს შენთვის,
დაუტევე შენი შესაწირავი საკურთხევლის წინ, წადი, ჯერ შემოირიგე შენი ძმა, და მხოლოდ შემდეგ მოდი და შესწირე შესაწირავი.
თ. 5
ძმას უნდა შეამეცნებინო სიყვარულით, მშვიდად. მშვიდობა იკარგება, თუ სული პატივმოყვარეობს, ან თავს იმაღლებს ძმის წინაშე, ან განიკითხავს ვინმეს, ან ძმას დაუწყებს შეგონებას, მაგრამ არა მშვიდად და არა სიყვარულით; თუ შევჭამთ ბევრს, ან ვი...
იხილეთ სრულად
ძმას უნდა შეამეცნებინო სიყვარულით, მშვიდად. მშვიდობა იკარგება, თუ სული პატივმოყვარეობს, ან თავს იმაღლებს ძმის წინაშე, ან განიკითხავს ვინმეს, ან ძმას დაუწყებს შეგონებას, მაგრამ არა მშვიდად და არა სიყვარულით; თუ შევჭამთ ბევრს, ან ვილოცებთ მოდუნებულად _ ყველაფერ ამისთვის იკარგება მშვიდობა. მაგრამ თუ მივეჩვევით გულითად ლოცვას მტრებისათვის და მათ შევიყვარებთ, მშვიდობა მუდამ იქნება ჩვენს სულებში.
ცვლილებას, რომელსაც სული გულითად სიხარულთან ერთად განიცდის მოყვასისთვის ჩადენილი სულ მცირე სიკეთის შედეგად, ვერ გამოიწვევს უდიდესი კარდიოლოგიც, თუნდაც დოლარების ტომარა მისცე მას.
ჩვენ ველით სამსახურს სხვათაგან და სიკვდილივით გვეშინია `მსახურის მდგომარეობაში” ყოფნისა, საკუთარი ამპარტავნების გასამართლებლად კი მოგვყავს ასაკი, მდგომარეობა საზოგადოებაში, დაღლილობა, სნეულებანი და ა.შ. მხოლოდ ერთი წამით წარმოიდგი...
იხილეთ სრულად
ჩვენ ველით სამსახურს სხვათაგან და სიკვდილივით გვეშინია `მსახურის მდგომარეობაში” ყოფნისა, საკუთარი ამპარტავნების გასამართლებლად კი მოგვყავს ასაკი, მდგომარეობა საზოგადოებაში, დაღლილობა, სნეულებანი და ა.შ. მხოლოდ ერთი წამით წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვლებოდა ჩვენი ცხოვრება, თითოეულმა ჩვენგანმა რომ აი, ამ წუთიდან წესად გაიხადოს მოყვასის სურვილების აუცილებელი შესრულება და ისწრაფოდეს თავისი ძალების, ტალანტებისა და შესაძლებლობების ფარგლებში ემსახუროს მოყვა...
შენ ეშმაკის წინააღმდეგ კი არ იბრძვი, რომელმაც თითქოს ქვის სროლით უბიძგა შენს ძმას და აიძულა იგი შემოეტია შენთვის, არამედ, უგუნურო, ძმაზე თავდასხმას იწყებ. შენ არ გიყვარს მოყვასი უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი თავი. ის კი არა, უბრალოდ ...
იხილეთ სრულად
შენ ეშმაკის წინააღმდეგ კი არ იბრძვი, რომელმაც თითქოს ქვის სროლით უბიძგა შენს ძმას და აიძულა იგი შემოეტია შენთვის, არამედ, უგუნურო, ძმაზე თავდასხმას იწყებ. შენ არ გიყვარს მოყვასი უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი თავი. ის კი არა, უბრალოდ _ როგორც შენი თავი, ისეც არ გიყვარს, რადგან გაქვს საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი, სიმშვიდე, იმ დროს, როცა შენი ძმა მშიერია და სწყურია, განიცდის უპოვარებას და შეჭირვებას, შენ კი მისი შეხედვაც არ გინდა. ეს ეწინააღმდეგება ქრი...
როდესაც გულაჩუყებითა და გულში სასიამოვნო მჭმუნვარებით მიმართავ უფალს ლოცვით, როგორც შენთვის, ასევე მთელი კაცობრიობისთვის _ შენთვის ცნობილი და უცნობი მტრისა და მეგობრისათვის, შენი შეურაცხმყოფელისათვის და არაშეურაცხმყოფელისათვის, მა...
იხილეთ სრულად
როდესაც გულაჩუყებითა და გულში სასიამოვნო მჭმუნვარებით მიმართავ უფალს ლოცვით, როგორც შენთვის, ასევე მთელი კაცობრიობისთვის _ შენთვის ცნობილი და უცნობი მტრისა და მეგობრისათვის, შენი შეურაცხმყოფელისათვის და არაშეურაცხმყოფელისათვის, მაშინ იცოდე, რომ გულით გიყვარს მოყვასი. მაგრამ სულის ასეთი მოწესრიგება მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც სიყვარულის საქმეს ფარულად აკეთებ.
ჩვენი წინაპარნი ქართველნი იყვნენ ისეთნი, როგორიც უნდოდა იმ დროს: მტრისა და მოყვარის დამხვედრნი. გარშემო ეხვიათ მტრები და ნოეს მტრედსავით ეს მშვენიერი ხალხი თავის მშვენიერი მიწა-წყლითა იყო ქრისტიანობის მახარებელად მაჰმადიანობით მოდ...
იხილეთ სრულად
ჩვენი წინაპარნი ქართველნი იყვნენ ისეთნი, როგორიც უნდოდა იმ დროს: მტრისა და მოყვარის დამხვედრნი. გარშემო ეხვიათ მტრები და ნოეს მტრედსავით ეს მშვენიერი ხალხი თავის მშვენიერი მიწა-წყლითა იყო ქრისტიანობის მახარებელად მაჰმადიანობით მოდებულ მტერთა შორის. მაშინდელი ქართველისათვის ორი გზა იყო: ან ქრისტიანობა, ან არა და ვაჟკაცური სიკვდილი იმავე ქრისტიანობისათვის; ან ქართველობა, ან არა და ხმლის პირზედ გულის შეთლა. რომ იმათ ქრისტიანობაც და ქართველობაც ჩვენ ...