მაღალსა და უცნაურსა სიკეთესა შინაპირმშოსა ხატებისასა მივიპატიჟებით ყველანი ღმრთისაიგან, ახალსა და საკვირველსა ზედა მადლსა მივიწოდებით ღმრთისა სიტკბოებითა უსასყიდლოდ და ნუვინ დავზარდებით, ღმერთი გვპატიჟობს. ქრისტემ გვიქადაგა, თუ ვი...
იხილეთ სრულად
მაღალსა და უცნაურსა სიკეთესა შინაპირმშოსა ხატებისასა მივიპატიჟებით ყველანი ღმრთისაიგან, ახალსა და საკვირველსა ზედა მადლსა მივიწოდებით ღმრთისა სიტკბოებითა უსასყიდლოდ და ნუვინ დავზარდებით, ღმერთი გვპატიჟობს. ქრისტემ გვიქადაგა, თუ ვისმე სწყუროდესო, ჩემთან მოვიდესო და ჩემის მეცნიერებით წყურვილი მოიკლასო და სვასო მეცნიერების წყარო და როგორც წიგნი იტყვისო, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდენო წყლისა ცხოველისანი. და ეს ცხოველი წყალი სულის წმიდის ნიჭებსა ...
ესე ღმერთი საუკუნო და სამარადისო, მამისა საუკუნოსა და ძისა ღმრთისაი თანა არსისა მამისა, არსებითა და ბუნებითა და დამბადებლობითა თანასწორი არს ორთავე ყოველთა შინა. მამისაგან გამომავალი და მისა შორის განსვენებული. და რომ ძე ღმერთი გვ...
იხილეთ სრულად
ესე ღმერთი საუკუნო და სამარადისო, მამისა საუკუნოსა და ძისა ღმრთისაი თანა არსისა მამისა, არსებითა და ბუნებითა და დამბადებლობითა თანასწორი არს ორთავე ყოველთა შინა. მამისაგან გამომავალი და მისა შორის განსვენებული. და რომ ძე ღმერთი გვეზიარა კაცთა ბუნებისა მიღებითა და სიკვდილითა და ჯვარითა თვისითა დაგვაგნა ღმერთსა მამასა, მაშინ გვებოძა სულისაცა ყოვლად წმიდისა ზიარება, რომლისაცა მადლითა ნათესავ ღმრთაებისა ვითქმით. ესე არის გონება და სიბრძნე ყოველთა კეთ...
რა არის საიდუმლონი? ეს არის მღვდელმოქმედებანი, რომელთა მეშვეობით ამ ქმნილი სამყაროს რომელიღაც ნივთი იჟღინთება საღვთო მადლმოსილებით, ამასთან, იგი არ კარგავს თავის მატერიალურ აგებულებას, შედგენილობასა და თვისებებს და ადამიანისთვის ს...
იხილეთ სრულად
რა არის საიდუმლონი? ეს არის მღვდელმოქმედებანი, რომელთა მეშვეობით ამ ქმნილი სამყაროს რომელიღაც ნივთი იჟღინთება საღვთო მადლმოსილებით, ამასთან, იგი არ კარგავს თავის მატერიალურ აგებულებას, შედგენილობასა და თვისებებს და ადამიანისთვის სიწმიდედ, სულიწმიდის ენერგიის მატარებლად იქცევა. ამის შესანიშნავი მაგალითია ევქარისტიის საიდუმლო, რომლის დროსაც უბრალო პურის ნატეხი და მცირეოდენი ღვინო გარდაიქმნება ქრისტეს ხორცად და სისხლად და, ამასთან, ისინი არ კარგავენ...
ეს საიდუმლოება ყოველ სათნოებას აღემატება. ეკლესია მასში ჭვრეტს ყოვლადძლიერი ღმერთის სასწაულებრივ ძალას, რომელიც მსგავსია შესაქმისა, როდესაც ღმერთმა არაფრისაგან შექმნა სამყარო. წმიდა ზირების მიახლების წინ გვმართებს ძალისაებრ განვიწ...
იხილეთ სრულად
ეს საიდუმლოება ყოველ სათნოებას აღემატება. ეკლესია მასში ჭვრეტს ყოვლადძლიერი ღმერთის სასწაულებრივ ძალას, რომელიც მსგავსია შესაქმისა, როდესაც ღმერთმა არაფრისაგან შექმნა სამყარო. წმიდა ზირების მიახლების წინ გვმართებს ძალისაებრ განვიწმინდოთ სინდისი, რამეთუ ქრისტეს ვუერთდებით, ხოლო ვითარ შეგვიძლია შევუერთდეთ ქრისტეს, თუკი მტრობა გვაქვს ვინმესთან, თავს განვიდიდებთ ან განვიკითხავთ სხვას.
დაიწერე გულის ფიცარზე: ვინც გაურბის წმიდა საიდუმლოებებს, ის მადლგაცილებულია, ანუ არა აქვს სულიწმიდის მადლი. ვისაც არა აქვს სულიწმიდის მადლი, ის არ არის ქრისტესი.
როდესაც ცუდი ჩვევის გამოსწორებას დაიწყებ, ასეთ დროს თუნდაც ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოცჯერ მაინც რომ დაარღვიო კანონი, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი; კვლავ ადექი, განაგრძე იგივე შრომა და აუცილებლად გაიმარჯვებ.
ღვთის დიდი სათნომყოფელნი თავისუფლად გადიან ბნელი ძალების საჰაერო საშინელებებს, რადგან მიწიერ ცხოვრებაში მათ შეურიგებელი ბრძოლა აქვთ ბოროტ სულებთან და მათზე გამარჯვებით გულის სიღრმეში ცოდვათაგან გათავისუფლებას იხვეჭენ და შეიქმნებია...
იხილეთ სრულად
ღვთის დიდი სათნომყოფელნი თავისუფლად გადიან ბნელი ძალების საჰაერო საშინელებებს, რადგან მიწიერ ცხოვრებაში მათ შეურიგებელი ბრძოლა აქვთ ბოროტ სულებთან და მათზე გამარჯვებით გულის სიღრმეში ცოდვათაგან გათავისუფლებას იხვეჭენ და შეიქმნებიან ტაძრად სულიწმიდისა, რომელიც თავის სიტყვიერ სავანეს დაცემული სულებისთვის მიუკარებელს ხდის.
სული წმიდა გვანუგეშებს ჩვენ ყოველს ჩვენს ტანვებსა და მწუხარებაში. იეოს ქრისტემ აღუთქვა ქვეყანას სული წმიდის მოვლენა, განსაკუთრებით როგორც მანუგეშებელი, ამიტომ წერს მოციქული პავლე კირინთელთა მიმართ, ეპისტოლეში! "ღმერთმან ჩვენ მოგვც...
იხილეთ სრულად
სული წმიდა გვანუგეშებს ჩვენ ყოველს ჩვენს ტანვებსა და მწუხარებაში. იეოს ქრისტემ აღუთქვა ქვეყანას სული წმიდის მოვლენა, განსაკუთრებით როგორც მანუგეშებელი, ამიტომ წერს მოციქული პავლე კირინთელთა მიმართ, ეპისტოლეში! "ღმერთმან ჩვენ მოგვცა საწინდარი სულისა წმიდისა, და ამიტომ ვართ ჩვენ ყოველთვის მხნე და მხიარულნი თავის გულში".
მაშ ასე, საყვერელნო, ილოცეთ და გულითადად ევედრეთ სული წმიდას, განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, რათა იგი დაემკვიდროს ჩვენს გულში. ილოც...