როგორც პორფირით შემოსილი კაცი გაიქცევა, თუკი უწმინდურ ძონძს მიუგდებენ, რომ ძვირფასი სამოსი არ შეიბილწოს, ასევე გაურბიან კაცთაგან დიდებას სათნოებით შემკობილი წმინდანები, რომ არ შეიბილწონ მისგან. ხოლო კაცობრივი დიდების მაძიებელნი იმ...
იხილეთ სრულად
როგორც პორფირით შემოსილი კაცი გაიქცევა, თუკი უწმინდურ ძონძს მიუგდებენ, რომ ძვირფასი სამოსი არ შეიბილწოს, ასევე გაურბიან კაცთაგან დიდებას სათნოებით შემკობილი წმინდანები, რომ არ შეიბილწონ მისგან. ხოლო კაცობრივი დიდების მაძიებელნი იმ შიშველ კაცს ჰგვანან, რომელიც მცირე ძონძს დაეძებს სიშიშვლის დასაფარავად. ასე ეძებენ სათნოებისაგან შიშველნი დიდებას კაცთაგან. სიმდაბლის გამო წმინდანები უარს ამბობდნენ, როცა ღმერთი კაცთა დასახმარებლად გზავნიდა ხოლმე მათ. მ...
პავლე მოციქული ამბობს, - სულ წყალს ნუ სვამ, კაცო, სტომაქისთვის ცოტა ღვინო იხმიეო, - ხომ არ ვეურჩები? წინათ წმიდა მამები ისეთ უცნაურ საქმეებს მოიმოქმედებდნენ, გაგიკვირდებოდა, თანაც ხშირად ღვინოს ირჩევდნენ თავის დასატანჯად და დასამდ...
იხილეთ სრულად
პავლე მოციქული ამბობს, - სულ წყალს ნუ სვამ, კაცო, სტომაქისთვის ცოტა ღვინო იხმიეო, - ხომ არ ვეურჩები? წინათ წმიდა მამები ისეთ უცნაურ საქმეებს მოიმოქმედებდნენ, გაგიკვირდებოდა, თანაც ხშირად ღვინოს ირჩევდნენ თავის დასატანჯად და დასამდაბლებლად. იმათ უფლის მეტი ვინ გაუგებდა? წიგნებშიც კი არ წერდნენ მათზე.
ერთ ბერს აღთქმა ჰქონდა დადებული, რომ ღვინო საერთოდ არ დაელია. აღთქმის დაღღვევა კი ღვთის წინაშე ძალიან დიდი ცოდვაა. ერთხელ ბერი ავაზაკებმა ტყეში შეიპყრეს და უბრძანეს: აბა ბერო, ჩქარა ღვინო დალია, თორემ სულს ამოგართმევო. გაიფიქრა, -...
იხილეთ სრულად
ერთ ბერს აღთქმა ჰქონდა დადებული, რომ ღვინო საერთოდ არ დაელია. აღთქმის დაღღვევა კი ღვთის წინაშე ძალიან დიდი ცოდვაა. ერთხელ ბერი ავაზაკებმა ტყეში შეიპყრეს და უბრძანეს: აბა ბერო, ჩქარა ღვინო დალია, თორემ სულს ამოგართმევო. გაიფიქრა, - ღვინო რომ დავლიო აღთქმას დავარღვევ და დიდ ცოდვას ჩავიდენ; რომ არ დავლიო მომკლავენ და მკვლელობის ცოდვას ჩავადენინებ. იფიქრა, ამათი მკვლელობის ცოდვა უფრო მეტია, ვიდრე ჩემი აღთქმს დარღვევა, აიღო ჭიქა და დალია. რა თქმა უნდ...
შვილო, მშვიდად წარმართე შენი საქმეები და ღვთის სათნო კაცი შეგიყვარებს.
რამდენადაც დიდი ხარ, იმდენად დაიმდაბლე შენი თავი და უფლის წინაშე მადლს იპოვი.
რადგან დიდია უფლის მეუფება და მორჩილთაგან იდიდება იგი.
თ. 3-4
უფალმა ჩვენი დამდაბლებისთვის ისე განაგო, რომ კაცის წყლულებს სხვა უკეთ ხედავს, ვიდრე თვითონ. ამიტომაც საჭიროა ჩვენთვის, რომ საკუთარ თავს კი არ ვმოძღვრავდეთ, არამედ მწყემსის მიერ განვისწავლოთ, და როცა წყლულებათაგან განვიკურნებით, ღმ...
იხილეთ სრულად
უფალმა ჩვენი დამდაბლებისთვის ისე განაგო, რომ კაცის წყლულებს სხვა უკეთ ხედავს, ვიდრე თვითონ. ამიტომაც საჭიროა ჩვენთვის, რომ საკუთარ თავს კი არ ვმოძღვრავდეთ, არამედ მწყემსის მიერ განვისწავლოთ, და როცა წყლულებათაგან განვიკურნებით, ღმერთსა და მას ვმადლობდეთ.
უფალი მრავალგზის დაფარავს ჩვენგან, თუკი რაიმე სათნოება გაგვაჩნია, რათა სიმდაბლე მოვიპოვოთ. ხოლო ჩვენი მაქებელი, უფრო კი მაცთური, ქებით თვალს აგვიხელს, და როგორც კი თვალი აგვეხილება, ჩვენი სიმდიდრე წარწყმდება და გაუჩინარდება.