სიტყვა, რომელსაც ინტელექტის საშუალებით წარმოსთქვამენ, სულს ვერ შეცვლის იმიტომ, რომ იგი ხორცია. სულის შეცვლა სულიწმიდისაგან შობილ ღვთის სიტყვას ძალუძს, რომელიც ღვთიურ ენერგიას ფლობს. სულიწმიდა ტექნიკის საშუალებით არ გარდამოდის. ამი...
იხილეთ სრულად
სიტყვა, რომელსაც ინტელექტის საშუალებით წარმოსთქვამენ, სულს ვერ შეცვლის იმიტომ, რომ იგი ხორცია. სულის შეცვლა სულიწმიდისაგან შობილ ღვთის სიტყვას ძალუძს, რომელიც ღვთიურ ენერგიას ფლობს. სულიწმიდა ტექნიკის საშუალებით არ გარდამოდის. ამიტომ ღვთისმეტყველებას არაფერი აქვს საერთო მეცნიერების უნაყოფო სულთან. სულიწმიდა თვით გარდამოდის თუკი ადამიანში ამისთვის აუცილებელ სულიერ წინაპირობას იპოვის.
სულიერი წინაპირობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა ჟანგისაგა...
ძალზე ახასიათებს ჩვენს საზოგადოებას სიკეთის აჩრდილისადმი თანაგრძნობა, მაგრამ ეს თქვენთვის სულაც არ არის კარგი. წყლის წვეთი ქვას ხვრეტს ხშირი დაცემით მასზე. თითეოეული ქების ნაწილი თავმოყვარეობისა და პატივმოყვარეობის ჭიას ეცემა და კ...
იხილეთ სრულად
ძალზე ახასიათებს ჩვენს საზოგადოებას სიკეთის აჩრდილისადმი თანაგრძნობა, მაგრამ ეს თქვენთვის სულაც არ არის კარგი. წყლის წვეთი ქვას ხვრეტს ხშირი დაცემით მასზე. თითეოეული ქების ნაწილი თავმოყვარეობისა და პატივმოყვარეობის ჭიას ეცემა და კვებავს; იგი თქვენთვის უხილავად იზრდება, ვიდრე მომაგრდებოდეს, სათნო გრძნობებს ჯერჯერობით აძლევს არსებობის ნებას. ხოლო როცა გაიზრდება, წამში გაანადგურებს ყველაფერს.
და მე ვიტყვი:
დღეს აღმოსცენდა ვარდი ეკლესიისა მტილსა საღმრთოსა ნერგად უკვდავად დანერგილი!
დღეს მარგალიტსა მრავალ სასყიდლისასა მოხმულსა ზეცით იხილვენ ზეცის იერარხნი!
დღეს მადლმან საღმრთომან მისცუალა სიხარულად მწუ...
იხილეთ სრულად
და მე ვიტყვი:
დღეს აღმოსცენდა ვარდი ეკლესიისა მტილსა საღმრთოსა ნერგად უკვდავად დანერგილი!
დღეს მარგალიტსა მრავალ სასყიდლისასა მოხმულსა ზეცით იხილვენ ზეცის იერარხნი!
დღეს მადლმან საღმრთომან მისცუალა სიხარულად მწუხარება ჩვენი!
დღეს ესე, ვითარცა ვარსკვლავი უბრწყინვალესი, ქვეყანასა ზედა გამოსჩნდა მცხინვარებითა საკურველებისათა!
დღეს ესე სავსე ნათლითა და საღმრთოსა ნათლითა აღმოგვიბრწყინდა ჩვენ, რომელიცა აღმოგვიყვავილებს განმაცისკრებელსა ჰხსენებასა!
დღე...
ყოველი შესაწირავი და მსხვერპლი ჩვენი მხოლოდ მაშინ არის სათნო და სიყვარული ღმრთისათვის, თუ გული გვაქვს მიქცეული მისდამი, თუ სიყვარული და კეთილი ყოფაქცევა გამოგვარჩევს.
სანთლის შესაწირავს მეორე მხარეც აქვს: იმ ფულით, რომელიც ეკლესიაში გაყიდული სანთლიდან რჩება, მრავალი ფრიად პატიოსანი და ღმრთის სათნო საქმე სრულდება. ამ შემოსავლის უმეტესი ნაწილი სასულიერო სასწავლებლების შენახვას ხმარდება; თვით ეკლე...
იხილეთ სრულად
სანთლის შესაწირავს მეორე მხარეც აქვს: იმ ფულით, რომელიც ეკლესიაში გაყიდული სანთლიდან რჩება, მრავალი ფრიად პატიოსანი და ღმრთის სათნო საქმე სრულდება. ამ შემოსავლის უმეტესი ნაწილი სასულიერო სასწავლებლების შენახვას ხმარდება; თვით ეკლესიასაც შემოსავლების, წიგნების, სამკაულის, შენობების მოვლისა და შეკეთებისათვის მცირე არა აქვს; ხოლო თუ აქედან რაიმე გადარჩება, ის ობლების გამოსაზრდელადაა გამიზნული
გულწრფელობითა და ერთგულებით გაღებულ შესაწირავს, რაც არ უნდა მცირე იყოს იგი, ღმერთი მოწყალების თვალით უყურებს, ამიტომ, ყოველ ღმრთისმოყვარე კაცს თავისი ნაყოფისგან ღმრთისთვის შეწირვა უნდა უყვარდეს. იმ შესაწირავთა და მსახურებათა შორის...
იხილეთ სრულად
გულწრფელობითა და ერთგულებით გაღებულ შესაწირავს, რაც არ უნდა მცირე იყოს იგი, ღმერთი მოწყალების თვალით უყურებს, ამიტომ, ყოველ ღმრთისმოყვარე კაცს თავისი ნაყოფისგან ღმრთისთვის შეწირვა უნდა უყვარდეს. იმ შესაწირავთა და მსახურებათა შორის, რომლითაც ქრისტიან კაცს ღმრთისადმი ერთგულებისა და სასოების გამოხატვა შეუძლია, ძველთაგანვე ეკლესიაში ხატთა წინაშე წმიდა სანთლის ანთებაა მიღებული. ხატის წინაშე სანთლის ანთებით ქრისტიანი ღმერთს უდასტურებს, რომ მისადმი მისი...
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს.
ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით განიკითხები.
თ. 12
ხოლო თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა და მოფრინდნენ ცის ფრინველები და აკენკეს ისინი.
ზოგიც ქვიან ადგილას დავარდა, სადაც ბლომად არ იყო მიწა და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგი არ იყო ღრმა.
მაგრამ ამოვიდა თუ არა...
იხილეთ სრულად
ხოლო თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა და მოფრინდნენ ცის ფრინველები და აკენკეს ისინი.
ზოგიც ქვიან ადგილას დავარდა, სადაც ბლომად არ იყო მიწა და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგი არ იყო ღრმა.
მაგრამ ამოვიდა თუ არა მზე, დაჭკნა და რადგან ფესვი არ ჰქონდა, გახმა.
ზოგი კიდევ ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა და ამოვიდა ეკალი, და ერთიანად მოაშთო ყველა და ვეღარ გამოიღო ნაყოფი.
ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა, იზარდა, ნაყოფი გამოიღო და იმატა: ერთი ოცდაათად, ერ...
იშვა იგი, ვინც გაჭირვებულს და ძირით თხემამდე შერყეულს ქვეყანას მოაცალა ულმობელი საძირკველი "თვალი თვალი წილ" და და ამის მაგირ შთაუდგა "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" და ამაზედ ხელახლა დაადგინა დასარღვევად განმზადებული ...
იხილეთ სრულად
იშვა იგი, ვინც გაჭირვებულს და ძირით თხემამდე შერყეულს ქვეყანას მოაცალა ულმობელი საძირკველი "თვალი თვალი წილ" და და ამის მაგირ შთაუდგა "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" და ამაზედ ხელახლა დაადგინა დასარღვევად განმზადებული ქვეყანა, ვითარცა კლდეზედ, რომელსაც ვერც ჟამი და ვერც დრო ვერ შეჰმუსრავს და შეარყევს. ამ კლდეს ზედ დაანთხია მას თვისი ღვთაებრიი სისხლი და ზედ გადაატეხა თავისი უბიწო ხორცი. კაცთ-მოყვარე ძე კაცისა, ქვეყნის ხსნად მოვლინებული...