"მისდიეთ მოწყალების გზასა და სიმართლეს", - გვარიგებს ბრძენი. აქ, ერთი მხრივ, იგულისხმება ღვთის მოწყალება, მოყვასისათვის გაწეული სიკეთე, გაჭირვებულისადმი თანაგრძნობა... საერთოდ მზადყოფნა სხვათა დასახმარებლად, ხოლო მეორე მხრივ - ...
იხილეთ სრულად
"მისდიეთ მოწყალების გზასა და სიმართლეს", - გვარიგებს ბრძენი.აქ, ერთი მხრივ, იგულისხმება ღვთის მოწყალება, მოყვასისათვის გაწეული სიკეთე, გაჭირვებულისადმი თანაგრძნობა... საერთოდ მზადყოფნა სხვათა დასახმარებლად, ხოლო მეორე მხრივ - მიცემული პირობისა და დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისათვის ზრუნვა.მოწყალება ადამიანებს შორის მეგობრულ გრძნობასა და მოყვასისათვის მსხვერპლადშეწირულ მსახურებას ემყარება, სიმართლე კი შინაგან სიმტკიცესა და სიწრფელეს გულისხმობს.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ სიკეთის ქმნა, უნდა ვისწავლოთ მოწყალების კანონებით ცხოვრება და იგივე უნდა ვასწავლოთ ბავშვებს. "მოწყალებანი და სარწმუნოებანი ნუ მოგაკლდებიან შენ. ხოლო შეიბენ იგინი ყელსა ზედა შენსა, დაწერენ იგინი ფიცარსა ზედა ...
იხილეთ სრულად
ჩვენ უნდა ვისწავლოთ სიკეთის ქმნა, უნდა ვისწავლოთ მოწყალების კანონებით ცხოვრება და იგივე უნდა ვასწავლოთ ბავშვებს."მოწყალებანი და სარწმუნოებანი ნუ მოგაკლდებიან შენ. ხოლო შეიბენ იგინი ყელსა ზედა შენსა, დაწერენ იგინი ფიცარსა ზედა გულისა შენისასა, და ჰპოო მადლი. და წინასწარ განიზრახვიდე კეთილსა წინაშე უფლისა ღვთისა და კაცთა" (იგავნი 3,3-4), - გვარიგებს სოლომონ ბრძენი.
შემთხვევითი არ არის, რომ კეთილ საქმეთა ჩამოთვლისას, მოციქულმა პავლემ პირველ ადგილზე მოწყალება დააყენა. სწორედ მოწყალება აკლდა ყველაზე მეტად ძველ მსოფლიოს. გავიდა 2000 წელი და თანამედროვე ადამიანსაც კვლავ მოწყალება აკლია ყველაზე მე...
იხილეთ სრულად
შემთხვევითი არ არის, რომ კეთილ საქმეთა ჩამოთვლისას, მოციქულმა პავლემ პირველ ადგილზე მოწყალება დააყენა. სწორედ მოწყალება აკლდა ყველაზე მეტად ძველ მსოფლიოს. გავიდა 2000 წელი და თანამედროვე ადამიანსაც კვლავ მოწყალება აკლია ყველაზე მეტად. აქედან გამომდინარე, არ არის ჩვენში უმთავრესი სიკეთეც - სიყვარული. სიყვარულის ნაკლებობა ისე მძაფრად არასოდეს უგრძვნია ადამიანს, როგორც დღეს. ეს შედეგია ურწმუნოებისა.