ღვთის მათემატიკა სრულებით არ ჰგავს ადამიანის მათემატიკას. ჩვენთვის ორს მიმატებული ორი - ოთხია, ღმერთისთვის კი ორს მიმატებული ორი შეიძლება იყოს ხუთი ან თხუთმეტი, ან ნებისმიერი სხვა რამ.
კაცმა რომ ყოველნაირი პარვა მოიძაგოს, ამის საუკეთესო საშუალება დაუცხრომელი შრომაა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ პარვის ცოდვის აღსასრულებლად მშრომელ კაცს თავისუფალი დრო არა აქვს; მეორეც იმისათვის, რომ მშრომელ კაცს ის უხარია და ის სიამოვნებს...
იხილეთ სრულად
კაცმა რომ ყოველნაირი პარვა მოიძაგოს, ამის საუკეთესო საშუალება დაუცხრომელი შრომაა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ პარვის ცოდვის აღსასრულებლად მშრომელ კაცს თავისუფალი დრო არა აქვს; მეორეც იმისათვის, რომ მშრომელ კაცს ის უხარია და ის სიამოვნებს, რასაც თავისი შრომით შეიძენს, მაგრამ ყოვლის უმჯობესი ის არის, რომ შრომა მის მოყვარეს რიგს, წესიერებას, კრძალვასა და ბეჯითობას აჩვევს. შრომის მოყვარე კაცს ჭკუა და გონება თავისი სამუშაოსკენ აქვს მიპყრობილი; ამიტომ მას, ვი...
ხშირად მოდის შენთან ქრისტე და გიკაკუნებს, შენ მას შენი სულის სასტუმრო ოთახში სვამ და, საქმეებში ჩაფლული, ივიწყებ დიდ სტუმარს. ის ელოდება შენს გამოჩენას, ელოდება და როცა მეტისმეტად იგვიანებ, დგება და მიდის. სხვა დროს კი, იმდენად და...
იხილეთ სრულად
ხშირად მოდის შენთან ქრისტე და გიკაკუნებს, შენ მას შენი სულის სასტუმრო ოთახში სვამ და, საქმეებში ჩაფლული, ივიწყებ დიდ სტუმარს. ის ელოდება შენს გამოჩენას, ელოდება და როცა მეტისმეტად იგვიანებ, დგება და მიდის. სხვა დროს კი, იმდენად დაკავებული ხარ, რომ ფანჯრიდან პასუხობ. იმის დროც კი არ გაქვს, რომ კარი გაუღო.
ჭეშმარიტად დიდებული, საკვირველი და მრავალფეროვანია იესუ ქრისტეს მოღვაწეობა მისი მიწიერი ცხოვრების ჟამს. იგი თავის სიყვარულს არ ზღუდავდა არც ადგილით, არც დროით, არც ადამიანებით. იგი ყველასთვის ყველა იყო: სიბნელეში მყოფთათვის ანათებ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტად დიდებული, საკვირველი და მრავალფეროვანია იესუ ქრისტეს მოღვაწეობა მისი მიწიერი ცხოვრების ჟამს. იგი თავის სიყვარულს არ ზღუდავდა არც ადგილით, არც დროით, არც ადამიანებით. იგი ყველასთვის ყველა იყო: სიბნელეში მყოფთათვის ანათებდა, ურწმუნოებს ჰმოძღვრიდა, დაცემულთა წამოაყენებდა, მტირალთ ცრემლს სწმენდდა, ცოდვილებს აცხოვნებდა. მის გარშემო იკრიბებოდნენ იუდეველი დიდებულები და მდაბიო ლაზარე. ცოდვებით ქედდადრეკილი მოხუცი ზაქე და კეთილი მისწრაფებებით ა...
როცა მე ვიყავი ახალგაზრდა მორჩილი, ერთხელ ვლოცულობდი ღვთისმშობლის ხატის წინ და იესოს ლოცვა შევიდა ჩემს გულში, თვითონ წარმოითქმებოდა. ერთხელაც ეკლესიაში მე ვუსმენდი ისაიას წინასწარმეტყველების საკითხავს და სიტყვებზე: „განიბანენით და...
იხილეთ სრულად
როცა მე ვიყავი ახალგაზრდა მორჩილი, ერთხელ ვლოცულობდი ღვთისმშობლის ხატის წინ და იესოს ლოცვა შევიდა ჩემს გულში, თვითონ წარმოითქმებოდა. ერთხელაც ეკლესიაში მე ვუსმენდი ისაიას წინასწარმეტყველების საკითხავს და სიტყვებზე: „განიბანენით და წმიდა იქმენით“ (ის. 1, 16), გავიფიქრე: „ეგებ ღვთისმშობელმა შესცოდა ოდესმე, თუნდაც ფიქრით“, და საოცრება, ჩემს გულში ლოცვასთან ერთად ხმამ ნათლად თქვა: „ღვთისმშობელს არასდროს არ შეუცოდავს ფიქრითაც კი“. ასე სულიწმიდამ ჩემს ...
ო, როგორ უყვარს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს ყველა, ვინც კი იცავს ქრისტეს მცნებებს, როგორ სწუხს იმათზე, რომელნიც არ სწორდებიან. მე გამოვცადე ეს ჩემზე, არ ვცრუობ, ღმერთის წინაშე ვლაპარაკობ. სულით მე ვიცნობ ყოვლადწმიდა ქალწულს. მე იგი ...
იხილეთ სრულად
ო, როგორ უყვარს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს ყველა, ვინც კი იცავს ქრისტეს მცნებებს, როგორ სწუხს იმათზე, რომელნიც არ სწორდებიან. მე გამოვცადე ეს ჩემზე, არ ვცრუობ, ღმერთის წინაშე ვლაპარაკობ. სულით მე ვიცნობ ყოვლადწმიდა ქალწულს. მე იგი არ მინახავს, მაგრამ სულიწმიდამ შემამეცნებინა ის და მისი სიყვარული ჩემდამი. თუ არა მისი გულმოწყალება, მე დიდი ხნის დაღუპული ვიქნებოდი; მან მოინდომა მწვეოდა მე და შთაეგონებინა, რომ მე არ ჩამედინა ცოდვები. მან მე მითხრა: „ა...
მარიამი, განხორციელებული ღმრთის, იესუ ქრისტეს დედა, წმიდათა იერარქიაში უპირველესია. ეკლესია მას უწოდებს: ყოვლადწმიდას, კურთხეულს, მარადქალწულს, ღმრთისმშობელს, ქერუბიმთა უპატიოსნესსა და სერაბიმთა უზეშთაესსა და სხვა მრავალ აღმატებულ...
იხილეთ სრულად
მარიამი, განხორციელებული ღმრთის, იესუ ქრისტეს დედა, წმიდათა იერარქიაში უპირველესია. ეკლესია მას უწოდებს: ყოვლადწმიდას, კურთხეულს, მარადქალწულს, ღმრთისმშობელს, ქერუბიმთა უპატიოსნესსა და სერაბიმთა უზეშთაესსა და სხვა მრავალ აღმატებულ სახელს (ლუკა 1, 28-48). ღმრთისმშობლის, იოანე ღმრთისმეტყველის, იოანე ნათლისმცემლის და მათ კვალზე წასულების ღვაწლით, რომელთაც დაიცვეს უბიწოება, ქალწულებას კვლავ დაუბრუნდა თავისი პირვანდელი დიდება (დაბ. 2, 25).
შიში და თრთოლვა იპყრობს ჩემს სულს, როცა ვფიქრობ ღვთისმშობლის დიდებაზე. ღარიბია და უძლური ჩემი გული, გონებაც მცირე, მაგრამ სულს უნდა დაწეროს მასზე, თუნდაც რამოდენიმე სიტყვა. ეშინია ჩემს სულს შეხება, მაგრამ სიყვარული აიძულებს არ დაფ...
იხილეთ სრულად
შიში და თრთოლვა იპყრობს ჩემს სულს, როცა ვფიქრობ ღვთისმშობლის დიდებაზე. ღარიბია და უძლური ჩემი გული, გონებაც მცირე, მაგრამ სულს უნდა დაწეროს მასზე, თუნდაც რამოდენიმე სიტყვა. ეშინია ჩემს სულს შეხება, მაგრამ სიყვარული აიძულებს არ დაფაროს მადლიერება მისი გულმოწყალების გამო. ღვთისმშობელს არ დაუწერია არც თავისი ფიქრების, არც თავისი სიყვარულის შესახებ ღმერთის მიმართ, არც თავისი სულის ტანჯვაზე ჯვარცმისას. იმიტომ, რომ სულერთია ჩვენ ვერ ჩავწვდებოდით, რამეთ...