ამით იცნობთ ღმრთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღმრთისაგან არის.
ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღმრთისაგან კი არ არის, არამედ ესაა ანტიქრისტეს სულ...
იხილეთ სრულად
ამით იცნობთ ღმრთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღმრთისაგან არის.
ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად მოსულს, ღმრთისაგან კი არ არის, არამედ ესაა ანტიქრისტეს სული, რომლისთვისაც გსმენიათ, მოვაო, და მოვიდა კიდეც ქვეყნად.
თ. 3-5
ადამიანისა და ღმერთის შეერთება, - ღვთაებრიობისა და ადამიანობისა ქრისტეში, - შეიძლება შევადაროთ ცეცხლისა და რკინის შეერთებას ხმლის გამოწრთობისას. ჩვენ ვდებთ ხმალს ცეცხლში ცივს, ნაცრისფერს, ბრწყინვალების გარეშე, ამოღების შემდეგ კი ც...
იხილეთ სრულად
ადამიანისა და ღმერთის შეერთება, - ღვთაებრიობისა და ადამიანობისა ქრისტეში, - შეიძლება შევადაროთ ცეცხლისა და რკინის შეერთებას ხმლის გამოწრთობისას. ჩვენ ვდებთ ხმალს ცეცხლში ცივს, ნაცრისფერს, ბრწყინვალების გარეშე, ამოღების შემდეგ კი ცეცხლივით ანთია. რა მოხდა? სიცხემ განმსჭვალა რკინა ისე, რომ ახლა შეიძლება გაჭრა ცეცხლით და დაწვა რკინით.
ადამიანებმა დაივიწყეს, რომ: „იშუებდ უფლისა მიმართ..“ (ფს. 36, 4) და ნაცვლად იმისა, რომ უხაროდეთ ეკლესიაში მშვიდობა, გამოწვლილვით იძიებენ რაღაცას არსთა შესახებ და თვლიან სიდიდეებს, ზომავენ ძეს მამისადმი და მამას უფრო დიდად მიიჩნევე...
იხილეთ სრულად
ადამიანებმა დაივიწყეს, რომ: „იშუებდ უფლისა მიმართ..“ (ფს. 36, 4) და ნაცვლად იმისა, რომ უხაროდეთ ეკლესიაში მშვიდობა, გამოწვლილვით იძიებენ რაღაცას არსთა შესახებ და თვლიან სიდიდეებს, ზომავენ ძეს მამისადმი და მამას უფრო დიდად მიიჩნევენ. ვინ უნდა უთხრას მათ, რომ არ იზომება ის, რასაც რაოდენობა არა აქვს, ფასი არ ედება უხილავს, არ იწონება უსხეულო, არაფერს ეთანადება უკიდეგანო, არაშედარებადთან შეუთავსებელია გაგება დიდსა და მცირეზე. უფრო დიდს ხომ ურთიერთშედ...
ნუ დახარბდები ღვინის სიწითლეზე, ფიალაში რომ ნაპერწკლებს ისვრის და მორაკრაკებს;
ბოლოს გველივით კბენს და ასპიტივით გესლავს;
შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ილაპარაკებს.
შუაგულ ზღვაში მძი...
იხილეთ სრულად
ნუ დახარბდები ღვინის სიწითლეზე, ფიალაში რომ ნაპერწკლებს ისვრის და მორაკრაკებს;
ბოლოს გველივით კბენს და ასპიტივით გესლავს;
შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ილაპარაკებს.
შუაგულ ზღვაში მძინარესავით იქნები, ანძის წვერზე მძინარესავით.
იტყვი, მცემდნენ და არ მტკიოდაო, მირტყამდნენ და ვერ ვიგებდიო; გამოვიღვიძებ და ისევ ძებნას დავუწყებო.
თ. 22-23
არ მახსოვს არცერთი დღე, ღვთაებრივი ნუგეში რომ არ მიმეღო. გარკვეული ინტერვალები მაინც არის და მაშინ თავს ცუდად ვგრძნობ. ამ სახით მე ვხვდები, თუ რამდენად ცუდად არის ადამიანთა უმრავლესობა. ისინი განეშორნენ ღმერთს და ამის გამო ღვთაებრ...
იხილეთ სრულად
არ მახსოვს არცერთი დღე, ღვთაებრივი ნუგეში რომ არ მიმეღო. გარკვეული ინტერვალები მაინც არის და მაშინ თავს ცუდად ვგრძნობ. ამ სახით მე ვხვდები, თუ რამდენად ცუდად არის ადამიანთა უმრავლესობა. ისინი განეშორნენ ღმერთს და ამის გამო ღვთაებრივ ნუგეშს მოაკლდნენ. რაც უფრო შორდება ადამიანი ღმერთს, მით უფრო მძიმეა მისთვის. ხოლო თუ გყავს ღმერთი, მაშინ შეგიძლია სხვა არაფერი გსურდეს და არაფერი გქონდეს, ამაშია საქმე. თუ ადამიანს ყველაფერი აქვს და ღმერთი არა, ის შინ...
არ არსებობს სხვა ისეთი სიახლოვე და თანაზიარობა, როგორიც ჩვენს უკვდავ სულს აქვს ღმერთთან და ღმერთს სულთან. ღმერთმა სხვადასხვა ქმნილებანი შექმნა, ცანი და ქვეყანა, მზე და მთვარე, მიწა და წყალნი, ნაყოფიერნი ხენი და პირუტყვთა მრავალგვა...
იხილეთ სრულად
არ არსებობს სხვა ისეთი სიახლოვე და თანაზიარობა, როგორიც ჩვენს უკვდავ სულს აქვს ღმერთთან და ღმერთს სულთან. ღმერთმა სხვადასხვა ქმნილებანი შექმნა, ცანი და ქვეყანა, მზე და მთვარე, მიწა და წყალნი, ნაყოფიერნი ხენი და პირუტყვთა მრავალგვარი სახეობა დაჰბადა. მაგრამ უფალი ღმერთი არც ერთ მათგანში არ დაიმკვიდრებს, არც ერთში არ შესახლდება თავის ამ ქმნილებათაგან და არ მოისვენებს. ყოველი ქმნილება ღმერთის ხელმწიფებას ექვემდებარება, მაგრამ არც ერთ მათგანში არ დაუ...
არ არსებობს სიცოცხლე, ღმერთისაგან რომ არ მომდინარეობდეს, რადგან ღმერთია უზენაესი სიცოცხლე და ყოველგვარი სიცოცხლის წყარო და შეუძლებელია იყოს ისეთი სიცოცხლე, რომელიც თავისთავად, ანუ როგორც სიცოცხლე ბოროტი იქნებოდა. ხოლო ბოროტად სიცო...
იხილეთ სრულად
არ არსებობს სიცოცხლე, ღმერთისაგან რომ არ მომდინარეობდეს, რადგან ღმერთია უზენაესი სიცოცხლე და ყოველგვარი სიცოცხლის წყარო და შეუძლებელია იყოს ისეთი სიცოცხლე, რომელიც თავისთავად, ანუ როგორც სიცოცხლე ბოროტი იქნებოდა. ხოლო ბოროტად სიცოცხლე იმდენად შეიქნება, რამდენადაც იგი თავისი თავისუფალი ნებით ესწრაფვის სიკვდილს, სიკვდილი კი ნებისმიერი სიცოცხლისათვის მხოლოდ უწესრიგობაა, რომელიც ასე იმიტომ იწოდება, რომ თავისი არსი არა აქვს და არარაა
გახსოვდეს, რომ ღმერთი გულთამხილავია, გულს უყურებს და მოუწოდე მას შენს გულში. ამაზე წმიდა წერილში ნათქვამია: "დახურე კარები შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ დაფარულად". მოკუმე ბაგეები და ილოცე მასზე შენს გულში, რამეთუ ვინც ბაგეებ...
იხილეთ სრულად
გახსოვდეს, რომ ღმერთი გულთამხილავია, გულს უყურებს და მოუწოდე მას შენს გულში. ამაზე წმიდა წერილში ნათქვამია: "დახურე კარები შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ დაფარულად". მოკუმე ბაგეები და ილოცე მასზე შენს გულში, რამეთუ ვინც ბაგეებს დახურავს და ლოცულობს ღმერთზე თავის გულში, ის აღასრულებს აღნიშნულ მცნებას.