როგორც ერთი ცოდვა შობს მეორეს, ასეთივე თვისებისაა ქრისტიანული სიკეთენიც. იცოდე, ერთ ღვთისსათნო საქმეში თუ განმტკიცდები, სხვა სათნოებებსაც შედარებით ადვილად მოიპოვებ.
ნუ იფიქრებ, რომ თუ შენ, მაგალითად, კეთილი ხარ, მაგრამ ლოთი, ეს ცოდვა მძიმედ არ იმოქმედებს შენს მომავალ ცხოვრებაზე. ან, თუ გონიერი ხარ, მაგრამ შურით სავსე, ეს ხელს არ შეგიშლის ცხონებაში.
მართალია, უფლის ნათლისღებით ნათელვიღეთ და განვიბანეთ სულისა და ხორცის ბიწისაგან, მაგრამ ჩვენი დაცემული ბუნების გამო ნათლობის შემდეგაც არ ვიშლით ავ ზნეს და ვნებათა მონა ვხდებით ყოველდღიურად, რაც საუკუნო დაღუპვას გვიქადის. - როგო...
იხილეთ სრულად
მართალია, უფლის ნათლისღებით ნათელვიღეთ და განვიბანეთ სულისა და ხორცის ბიწისაგან, მაგრამ ჩვენი დაცემული ბუნების გამო ნათლობის შემდეგაც არ ვიშლით ავ ზნეს და ვნებათა მონა ვხდებით ყოველდღიურად, რაც საუკუნო დაღუპვას გვიქადის.- როგორ მოვიქცეთ?- ღმერთს უნდა მივუახლოვდეთ.- და რა გავაკეთოთ ამისათვის?- უნდა ვისწავლოთ საკუთარ თავზე დაკვირვება, თითოეული ჩვენი ქმედების სწორი შეფასება, უნდა ვისწავლოთ ანალიტიკური აზროვნება, თეთრისა და შავის გარჩევა, რაც საშუალე...
თავმდაბლობამ, საკუთარ ცოდვათა გაცნობიერებამ და სინანულმა ავაზაკს სულიერი თვალი აუხილა, ჯვარცმულ იესოში მაცხოვარი დაანახა, რაც გახდა მიზეზი ჯვრიდან ზეცაში მისი მსწრაფლ აღყვანებისა.
ჩვენი ნება ღვთის ნების შესაბამისი უნდა გახდეს, მაგრამ, არა იმიტომ, რომ ასე ვინმემ გვიბრძანა, არამედ იმიტომ, და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩვენს დიდ სურვილად და სწრაფვად უნდა იქცეს; იმიტომ, რომ ჩვენ მოვინდომეთ, გავხდით ადამიანები, ამ სი...
იხილეთ სრულად
ჩვენი ნება ღვთის ნების შესაბამისი უნდა გახდეს, მაგრამ, არა იმიტომ, რომ ასე ვინმემ გვიბრძანა, არამედ იმიტომ, და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩვენს დიდ სურვილად და სწრაფვად უნდა იქცეს; იმიტომ, რომ ჩვენ მოვინდომეთ, გავხდით ადამიანები, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.