წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი - ციტატები, გამონათქვამები წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი |
უფალი ითხოვს, რომ ადამიანმა მუდამ აღიაროს თავისი ცოდვები აღსარებით, დაიმდაბლოს თავი თვისი, ბრძნობდეს მორჩილებით და არ კიცხავდეს სხვას, მოინანიოს ყოველდღე ყველა ცოდვა, ნებსითნი და უნებლიეთნი. შესთხოვოს უფალს, რათა მან მოანიჭოს სული...
იხილეთ სრულად
უფალი ითხოვს, რომ ადამიანმა მუდამ აღიაროს თავისი ცოდვები აღსარებით, დაიმდაბლოს თავი თვისი, ბრძნობდეს მორჩილებით და არ კიცხავდეს სხვას, მოინანიოს ყოველდღე ყველა ცოდვა, ნებსითნი და უნებლიეთნი. შესთხოვოს უფალს, რათა მან მოანიჭოს სულიერი ძალა ეშმაკის გამოცნობისა.
link
ის ადამიანი, ვინც თავს ქრისტიანად ხმობს და, ამასთან, ყველანაირად ცდილობს თავი დააღწიოს სიღარიბეს, არ არის ჭეშმარიტი მორწმუნე. ვინც სიმდიდრესა და ფუფუნებით ცხოვრების მოპოვებას ესწრაფვის, მას არ სურს იყოს ნამდვილი ქრისტიანი, რამეთუ ...
იხილეთ სრულად
ის ადამიანი, ვინც თავს ქრისტიანად ხმობს და, ამასთან, ყველანაირად ცდილობს თავი დააღწიოს სიღარიბეს, არ არის ჭეშმარიტი მორწმუნე. ვინც სიმდიდრესა და ფუფუნებით ცხოვრების მოპოვებას ესწრაფვის, მას არ სურს იყოს ნამდვილი ქრისტიანი, რამეთუ ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის შეუძლებელია ამქვეყნად უპოვარებისა და გაჭირვების გარეშე ცხოვრება.
link
თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც თავს ჭეშმარიტ ქრისტიანებად მივიჩნევთ, უნდა ვიცოდეთ ღმერთი, საკუთარი თავი და დემონები. ვიცოდეთ ღმერთი, ნიშნავს იმას, რომ შეგნებული გვქონდეს მისი უზენაესობა, რამეთუ იგი არის შემოქმედი, უფალი და მბრძანებელი ...
იხილეთ სრულად
თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც თავს ჭეშმარიტ ქრისტიანებად მივიჩნევთ, უნდა ვიცოდეთ ღმერთი, საკუთარი თავი და დემონები. ვიცოდეთ ღმერთი, ნიშნავს იმას, რომ შეგნებული გვქონდეს მისი უზენაესობა, რამეთუ იგი არის შემოქმედი, უფალი და მბრძანებელი ყოველთა და ყველაფრისა, და მხოლოდ მას ერთს, და სხვას არავის, ძალუძს ჩვენი ხსნა და ცხოვნება. საკუთარი თავის შეცნობა იმას ნიშნავს, რომ გულისხმავყოფდეთ ჩვენს უძლურებას, ანუ იმას, რომ აზრისმიერ ბრძოლაში ჩვენ უღონონი ვართ დემო...
link
ჩვენც უფლის მოწაფეთა მსგავსად უნდა ვცადოთ ამ ღვთაებრივი ნათელით გასხივოსნება, ვესწრაფოთ იმას, რომ ავაგიზგიზოთ ჩვენს გულებში სიყვარული და განვაძლიეროთ ლტოლვა უხრწნელი დიდებისა და სიმშვენიერისაკენ; სულიერი თვალი ქვენა, მიწიერი ზრახვ...
იხილეთ სრულად
ჩვენც უფლის მოწაფეთა მსგავსად უნდა ვცადოთ ამ ღვთაებრივი ნათელით გასხივოსნება, ვესწრაფოთ იმას, რომ ავაგიზგიზოთ ჩვენს გულებში სიყვარული და განვაძლიეროთ ლტოლვა უხრწნელი დიდებისა და სიმშვენიერისაკენ; სულიერი თვალი ქვენა, მიწიერი ზრახვებისაგან განვიწმიდოთ, დავუტევოთ ფუჭი, წუთიერი სიამენი, რომელნიც ჩირქსა გვცხებენ და სულს გეჰენიის წყვდიადისაკენ მიაქანებენ.
link
უფლის ფერიცვალების ნათელი არც იბადება, არც ქრება და არც გრძნობის უნარს ექვემდებარება. უფლის მოწაფეებმაც სულიერი ძალისხმევით გრძნობები შეიცვალეს. გადალახეს ხორცისა და სულის სამანი და ამგვარად იხილეს, თუ რაოდენი სიკეთე უყო მათ ღვთაე...
იხილეთ სრულად
უფლის ფერიცვალების ნათელი არც იბადება, არც ქრება და არც გრძნობის უნარს ექვემდებარება. უფლის მოწაფეებმაც სულიერი ძალისხმევით გრძნობები შეიცვალეს. გადალახეს ხორცისა და სულის სამანი და ამგვარად იხილეს, თუ რაოდენი სიკეთე უყო მათ ღვთაებრივი სულის ძალამ - ამ ენით აღუწერელმა ნათელმა.
link
სულიწმიდის საღმრთო მადლი ქრისტეს მორწმუნე ყოველ ადამიანს მოენიჭება არა მის მიერ მოქმედებულ რაღაც კეთილ საქმეთა თუ რომელიმე სათნოების გამო. ასე რომ ყოფილიყო, ეს მადლი და ღვთის წყალობა კი არ იქნებოდა, არამედ ოდენ საზღაური, შესრულებუ...
იხილეთ სრულად
სულიწმიდის საღმრთო მადლი ქრისტეს მორწმუნე ყოველ ადამიანს მოენიჭება არა მის მიერ მოქმედებულ რაღაც კეთილ საქმეთა თუ რომელიმე სათნოების გამო. ასე რომ ყოფილიყო, ეს მადლი და ღვთის წყალობა კი არ იქნებოდა, არამედ ოდენ საზღაური, შესრულებული საქმისათვის მიგებული გასამრჯელო. არამედ, ოდენ რწმენისათვის და მოენიჭება საღმრთო მადლი უწინარეს ნებისმიერი კეთილი საქმის აღსრულებისა, რათა მასზე, ვითარცა უმტკიცეს საფუძველზე, დაემყაროს ადამიანის ყველა კეთილი საქმე. ასე...
link
ჩვენი ქრისტიანული რწმენის ნაყოფი სულის სიჯანსაღეა. ღმერთი იმისათვის განკაცდა, რომ სულს მისი მეშვეობით სიჯანსაღის მიღება შეძლებოდა. აქედან გამომდინარე, ვისაც ჯანსაღი სული არა აქვს, ის ჯერ კიდევ არ გამხდარა ნამდვილი ქრისტიანი. ხოლო ...
იხილეთ სრულად
ჩვენი ქრისტიანული რწმენის ნაყოფი სულის სიჯანსაღეა. ღმერთი იმისათვის განკაცდა, რომ სულს მისი მეშვეობით სიჯანსაღის მიღება შეძლებოდა. აქედან გამომდინარე, ვისაც ჯანსაღი სული არა აქვს, ის ჯერ კიდევ არ გამხდარა ნამდვილი ქრისტიანი. ხოლო სული ღმრთაებრივი ძალითა და მადლის ნათლით ჯანსაღდება, რომელიც ქრისტეს მიერ რწმენისთვის მოგვენიჭება.
link
ღმერთი ყოველ შენს კეთილ საქმეს, აღსრულებულს შენივე თავისთვის და შენი საკუთარი სარგებლობისათვის, მიიღებს თვით მისთვის მოქმედებულ საქმეებად და რაც შენი საკუთარი, გლახაკი, მშიერ-მწყურვალი სულისთვის გიქმნია, ის სწორედ უფალ იესო ქრისტ...
იხილეთ სრულად
ღმერთი ყოველ შენს კეთილ საქმეს, აღსრულებულს შენივე თავისთვის და შენი საკუთარი სარგებლობისათვის, მიიღებს თვით მისთვის მოქმედებულ საქმეებად და რაც შენი საკუთარი, გლახაკი, მშიერ-მწყურვალი სულისთვის გიქმნია, ის სწორედ უფალ იესო ქრისტესთვის გაქვს გაკეთებული. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, განა როგორ უნდა სათნოყოფოდნენ ღმერთს ის ადამიანები, რომლებიც განმხოლოებით ცხოვრობდნენ მთებსა და მიუვალ ადგილებში?!
link
როგორც ვერავინ გაბედავს მიახლოებას მიწიერ მეფესთან მოსაუბრესთან და მათი საუბრის შეწყვეტას, ასევე დემონები ვერ ბედავენ მიახლოვდნენ მას, ვინც ღმერთს ესაუბრება.
მხოლოდ იმათ აქვთ ჭეშმარიტი სიზმრეული ჩვენებები, რომელთა გონებაც სულიწმიდის მოქმედებით წრფელი შეიქნა და განთავისუფლებულია ყოველგვარ ვნებათა ზეწოლისა და მათდამი მონობისაგან. რომელნიც მხოლოდ ღმრთიურზე ზრუნავენ და მომავალ ჯილდოსა და მ...
იხილეთ სრულად
მხოლოდ იმათ აქვთ ჭეშმარიტი სიზმრეული ჩვენებები, რომელთა გონებაც სულიწმიდის მოქმედებით წრფელი შეიქნა და განთავისუფლებულია ყოველგვარ ვნებათა ზეწოლისა და მათდამი მონობისაგან. რომელნიც მხოლოდ ღმრთიურზე ზრუნავენ და მომავალ ჯილდოსა და მისაგებელზე იზრახავენ, რომელთა ცხოვრებაც ჩვეულებრივ მოკვდავთა ცხოვრებაზე უფრო ამაღლებულია, არ ზრუნავენ მიწიერზე, სიმშვიდით, სიწმინდით, კაცთმოყვარებით, სიბრძნით, ზეციური მეცნიერებით და სხვა კეთილი ნაყოფებით არიან აღსავსენი...
link