ბერი პაისი მთაწმინდელი - ციტატები, გამონათქვამები
ბერი პაისი მთაწმინდელი - ციტატები, გამონათქვამები ბერი პაისი მთაწმინდელი | გამონათქვამები
მონაზონს, რომელიც ამსოფლიურად ბრძნობს, ცხადია, გზა შეშლია, თუმცა ის ქრისტესაკენ გაემართა, მისი სული ამ ქვეყანაში დაეხეტება.
მონაზვნის საქმეა – გახდეს სულიწმიდის ჭურჭელი. მან თავისი გული ისეთი მგრძნობიარე უნდა გახადოს, როგორც ნატიფი ოქროს ფირფიტა. მონაზვნის მთელი ღვაწლი არის სიყვარული, ამ გზაზეც იგი გამოდის უფლისადმი სიყვარულის გამო, რომელიც თავის თავში... იხილეთ სრულად
კარგია, თუ მონაზონი აღესრულება იმავე სავანეში, სადაც მან დაიწყო მონაზვნური ცხოვრება სინანულში, ოღონდ ასევე სინანულში უნდა აღესრულოს.
თუ მონაზონი ამპარტავნულად ადარებს თავის თავს ერისკაცს, მაშინ ის დაეცემა და გახდება ერისკაცი. ხოლო თუ სიმდაბლით მოიხმობს ღვთის შეწევნას, იღვწის და ფიქრობს, რომ ყველა ადამიანი წმინდა და კარგია, მაშინ ის ბაძავს წმინდანებს.
თუ ვინემ ჩვენს შორის (ბერთა შორის, მთარგმ.) სულიერად ელამი აღმოჩნდება, ის ნუ მოითხოვს ძმებისაგან ბრმა მორჩილებას, რათა მათთან ერთად არ გადაეშვას უფსკრულში, წერილის სიტყვისაებრ: „ბრმაი ბრმასა თუ წინა–უძღვინ, ორნივე მთხრებლსა შთაცვი... იხილეთ სრულად
თუ არ შეგიძლია მოსწყდე სოფელს, მაშინ იღვაწე, რათა, ყოველ შემთხვევაში, შენში აღმოფხვრა სიბრძნე ამა სოფლისა.
ბერის მთელი ცხოვრება მსხვერპლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ ვხდებით ბერები? თუ ბერი ამ მხრივ მოიკოჭლებს, ის ბერი არაა. ამის მერე რანაირ სულიერ ბრძოლაზე შეიძლება ლაპარაკი? თუ მსხვერპლი არ არის, მაშინ სულიერი ბრძოლისათვის ადგილი ... იხილეთ სრულად
ბერის მთელი ცხოვრება ბუნებრივად ეხმარება მას, რომ ჰქონდეს სიყვარული, თავგანწირვა. ის ამ გზას იმიტომ შეუდგა, რომ ქრისტესათვის მომკვდარიყო. ეს ნიშნავს, რიმ იგი გზას მსხვერპლისთვის შეუდგა. ბერს არ აქვს ერისკაცების მოვალეობები, ამიტომ... იხილეთ სრულად
ბერი ზრუნავს საკუთარ ცხოვნებაზე და ყოველთა ცოცხალთა და გარდაცვლილთა ცხონებაზე. ნამდვილი, საღვთო სიყვარული ბერისათვის იფარება საკუთარი სულის ხსნის ტკივილში და მთელი სამყაროს ხსნის ტკივილში. ბერის ღვთისადმი მიძღვნილი სული შეეწევა არ... იხილეთ სრულად