მარიამი, მისი სათნოებების სისრულის გამო გამოირჩა დედად ღვთისა, როდესაც თავის წიაღში იტვირთა მაცხოვარი, მან მადლიერების მწვერვალზე მყოფმა იღაღადა: "ყო ჩემთანა დიდებულილ ძლიერმან" (ლუკ. 1, 49). განა ამასვე არ უნდა ამბობდეს ის ქრისტი...
იხილეთ სრულად
მარიამი, მისი სათნოებების სისრულის გამო გამოირჩა დედად ღვთისა, როდესაც თავის წიაღში იტვირთა მაცხოვარი, მან მადლიერების მწვერვალზე მყოფმა იღაღადა: "ყო ჩემთანა დიდებულილ ძლიერმან" (ლუკ. 1, 49). განა ამასვე არ უნდა ამბობდეს ის ქრისტიანი, რომლის სულიც ტერტულიანეს თქმით, საღვთო ტრაპეზის მიღების შემდეგ თვით ღვთის მიერ არის გაპოხიერებული?!
link
თუკი საფრთხე, უბედურება, მწუხარება შენს სიმამაცეს არყევს და შენს მოთმინებას ფიტავს - გაიხსენე დედა ღვთისა, რომელიც თავისი საყვარელი ძის ჯვრის წინაშე იდგა.
ღმერთი უხილავია და მიუწვდომელი, მისი ხილვა ანგელოზებსაც კი არ ძალუძთ. მაგრამ უფალი სახიერებითა თვისითა, ადამიანური სახით მოვიდა ადამიანებთან. ჰოი, საკვირველება! დაუტევნელი ღმერთი დაიტია მარადქალწულის წიაღმან, ადამიანური კანონის თა...
იხილეთ სრულად
ღმერთი უხილავია და მიუწვდომელი, მისი ხილვა ანგელოზებსაც კი არ ძალუძთ. მაგრამ უფალი სახიერებითა თვისითა, ადამიანური სახით მოვიდა ადამიანებთან. ჰოი, საკვირველება! დაუტევნელი ღმერთი დაიტია მარადქალწულის წიაღმან, ადამიანური კანონის თანახმად იყო მუნ ცხრა თვე და იშვა ვითარცა კაცი, მაგრამ შობა მისი იყო უმტკივნეულო, რამეთუ მუცლადღება მისი არა ხორციელი გზით, არამედ სულისაგან წმიდისა.
link
ჩვენ ვერ ჩავწვდებით ღვთისმშლობლის სიყვარულის სისრულეს, ამიტომაც ვერ გავიგებთ სისრულით მის ტანჯვას. მისი სიყვარული იყო სრულქმნილი. მას უსაზღვროდ უყვარდა ღმერთი და ძე თვისი, მაგრამ მას უყვარდა ადამიანებიც უდიდესი სიყვარულით. წარმოიდ...
იხილეთ სრულად
ჩვენ ვერ ჩავწვდებით ღვთისმშლობლის სიყვარულის სისრულეს, ამიტომაც ვერ გავიგებთ სისრულით მის ტანჯვას. მისი სიყვარული იყო სრულქმნილი. მას უსაზღვროდ უყვარდა ღმერთი და ძე თვისი, მაგრამ მას უყვარდა ადამიანებიც უდიდესი სიყვარულით. წარმოიდგინეთ, რა განიცადა მან, როცა ამ ადამიანებმა, რომლებიც მას ასე ძლიერ უყვარდა და რომელთა გადარჩენა ასე გულით ეწადა, ჯვარზე გააკრეს მისი საყვარელი ძე? ჩვენ ამის ჩაწვდომა არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ჩვენში მცირე სიყვარულია ღმერ...
link
შიში და თრთოლვა იპყრობს ჩემს სულს, როცა ვფიქრობ ღვთისმშობლის დიდებაზე. ღარიბია და უძლური ჩემი გული, გონებაც მცირე, მაგრამ სულს უნდა დაწეროს მასზე, თუნდაც რამოდენიმე სიტყვა. ეშინია ჩემს სულს შეხება, მაგრამ სიყვარული აიძულებს არ დაფ...
იხილეთ სრულად
შიში და თრთოლვა იპყრობს ჩემს სულს, როცა ვფიქრობ ღვთისმშობლის დიდებაზე. ღარიბია და უძლური ჩემი გული, გონებაც მცირე, მაგრამ სულს უნდა დაწეროს მასზე, თუნდაც რამოდენიმე სიტყვა. ეშინია ჩემს სულს შეხება, მაგრამ სიყვარული აიძულებს არ დაფაროს მადლიერება მისი გულმოწყალების გამო. ღვთისმშობელს არ დაუწერია არც თავისი ფიქრების, არც თავისი სიყვარულის შესახებ ღმერთის მიმართ, არც თავისი სულის ტანჯვაზე ჯვარცმისას. იმიტომ, რომ სულერთია ჩვენ ვერ ჩავწვდებოდით, რამეთ...
link
ღვთისმშობელს ადამიანთა უბედურებისა და ცოდვებისაგან დახსნა ძალუძს, რაზეც ეკლესიის გამოცდილება მეტყველებს. მას შეუძლია ხსნა მოგვანიჭოს, შეევედროს ძეს თვისას სამყაროს მხსნელს.
საოცარი და მიუწვდომელი საქმეა! - იგი (ღმრთისმშობელი) ცხოვრობს ზეცად და განუწყვეტლივ ხედავს ღმერთის დიდებას, მაგრამ არ ვავიწყდებით ჩვენც, თავისი გულმოწყალებით იფარავს მთელ დედამიწას, ყველა ადამიანს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი უფალმა ...
იხილეთ სრულად
საოცარი და მიუწვდომელი საქმეა! - იგი (ღმრთისმშობელი) ცხოვრობს ზეცად და განუწყვეტლივ ხედავს ღმერთის დიდებას, მაგრამ არ ვავიწყდებით ჩვენც, თავისი გულმოწყალებით იფარავს მთელ დედამიწას, ყველა ადამიანს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი უფალმა გვაჩუქა ჩვენ. იგი ჩვენი სიხარულია და იმედი. იგი ჩვენი დედაა სულით და ახლობელია ბუნებით, როგორც ადამიანი. ქრისტიანი, ყოველი სული, მიისწრაფის მისკენ სიყვარულით.
link
როცა სული ღმერთის სიყვარულშია, ო, რა კარგია მაშინ ყველაფერი, რა საყვარელი და სასიხარულო. მაგრამ ღმერთის სიყვარულის დროსაც არის სევდა და რაც უფრო დიდია სიყვარული, მით უფრო დიდია ნაღველი. ღვთისმშობელს არასდროს არ შეუცოდავს არცერთი ზ...
იხილეთ სრულად
როცა სული ღმერთის სიყვარულშია, ო, რა კარგია მაშინ ყველაფერი, რა საყვარელი და სასიხარულო. მაგრამ ღმერთის სიყვარულის დროსაც არის სევდა და რაც უფრო დიდია სიყვარული, მით უფრო დიდია ნაღველი. ღვთისმშობელს არასდროს არ შეუცოდავს არცერთი ზრახვით და არასდროს არ დაუკარგავს მადლი, მაგრამ მასაც ჰქონდა უდიდესი ტანჯვა; ხოლო, როცა იგი იდგა ჯვართან, მაშინ უსაზღვრო, როგორც ოკეანეა, ისეთი იყო მისი მწუხარება; მისი სულის ტანჯვა შეუდარებლად დიდი იყო, ვიდრე ადამის ტან...
link
როცა მე ვიყავი ახალგაზრდა მორჩილი, ერთხელ ვლოცულობდი ღვთისმშობლის ხატის წინ და იესოს ლოცვა შევიდა ჩემს გულში, თვითონ წარმოითქმებოდა. ერთხელაც ეკლესიაში მე ვუსმენდი ისაიას წინასწარმეტყველების საკითხავს და სიტყვებზე: „განიბანენით და...
იხილეთ სრულად
როცა მე ვიყავი ახალგაზრდა მორჩილი, ერთხელ ვლოცულობდი ღვთისმშობლის ხატის წინ და იესოს ლოცვა შევიდა ჩემს გულში, თვითონ წარმოითქმებოდა. ერთხელაც ეკლესიაში მე ვუსმენდი ისაიას წინასწარმეტყველების საკითხავს და სიტყვებზე: „განიბანენით და წმიდა იქმენით“ (ის. 1, 16), გავიფიქრე: „ეგებ ღვთისმშობელმა შესცოდა ოდესმე, თუნდაც ფიქრით“, და საოცრება, ჩემს გულში ლოცვასთან ერთად ხმამ ნათლად თქვა: „ღვთისმშობელს არასდროს არ შეუცოდავს ფიქრითაც კი“. ასე სულიწმიდამ ჩემს ...
link