მარხვა ბუნების იძულებაა, ყოველივე იმის უარყოფაა, რაც გემოს ატკბობს, ხორცთა აღძვრის დამახშობელი, მზაკვრულ ზრახვათა დამთრგუნველი, ბილწ სიზმართაგან დამხსნელი, ლოცვის სიწმიდე, სულის სინათლე, გონების დაცვა, გულის უგრძნობელობის მოკვდინე...
იხილეთ სრულად
მარხვა ბუნების იძულებაა, ყოველივე იმის უარყოფაა, რაც გემოს ატკბობს, ხორცთა აღძვრის დამახშობელი, მზაკვრულ ზრახვათა დამთრგუნველი, ბილწ სიზმართაგან დამხსნელი, ლოცვის სიწმიდე, სულის სინათლე, გონების დაცვა, გულის უგრძნობელობის მოკვდინება, ლმობიერების კარი, სინანულის ოხვრა, სასიხარულო შემუსვრილება, მრავალსიტყვაობის ალაგმვა, დაყუდების მიზეზი, მორჩილების დარაჯი, ძილის შემამსუბუქებელი, სხეულის სიმრთელე, უვნებელობის მიზეზი, ცოდვათა მიტევება, სამოთხის კარიბ...
ეს ბილწი და უკეთური ხშირად ჟამისწირვისას დაგვესხმის თავს, წმიდა საიდუმლოსთან ზიარების წუთებში უფლისა და წმიდა ძღვენის გმობას გვინერგავს; ამან უნდა მიგვახვედროს, რომ ჩვენი სული კი არ წარმოშობს ამ წარმოუდგენელ და გამოუთქმელ სიბილწეე...
იხილეთ სრულად
ეს ბილწი და უკეთური ხშირად ჟამისწირვისას დაგვესხმის თავს, წმიდა საიდუმლოსთან ზიარების წუთებში უფლისა და წმიდა ძღვენის გმობას გვინერგავს; ამან უნდა მიგვახვედროს, რომ ჩვენი სული კი არ წარმოშობს ამ წარმოუდგენელ და გამოუთქმელ სიბილწეებს, არამედ ისინი ეკუთვნის ღვთისმოძულე ეშმაკს, რომელიც ზეციდან გადმოვარდა უფლის გმობის გამო. ჩვენი რომ იყოს ეს ბილწი გულისთქმები, როგორ ვცემდით თაყვანს და მადლობით როგორ მივიღებდით ღვთის საჩუქარს? ერთდროულად კურთხევასა და...
როგორც თვალით ხედვის სწავლა შეუძლებელია სიტყვებით, რადგან ეს ბუნებისაგან გვაქვს მოცემული, ასევე, ვერც ლოცვის მშვენიერებას ვისწავლით სხვა სიტყვით, რადგანაც ლოცვას მოძღვრად ღმერთი ჰყავს; ეს ჩვეულებრივი სიტყვები კი არ არის, რომ მოისმ...
იხილეთ სრულად
როგორც თვალით ხედვის სწავლა შეუძლებელია სიტყვებით, რადგან ეს ბუნებისაგან გვაქვს მოცემული, ასევე, ვერც ლოცვის მშვენიერებას ვისწავლით სხვა სიტყვით, რადგანაც ლოცვას მოძღვრად ღმერთი ჰყავს; ეს ჩვეულებრივი სიტყვები კი არ არის, რომ მოისმინო და ისწავლო, ან რაიმე ხელოვნება, რომ სხვებისაგან შეითვისო, არამედ ღმერთია მისი მოძღვარი "რომელმან ასწავის კაცთა მეცნიერება", მისდამი მლოცველებს ყოველი სათხოვარის აღსრულებას ანიჭებს "და აკურთხნის წელიწადნი მართლისანი";...
ყოველგვარ საქმეში, რომელიც გვსურს, ღვთივსასურველად აღვასრულოთ, ეშმაკები სამ ორმოს გვითხრიან. პირველით ისინი იბრძვიან, რომ ჩვენს კეთილ საქმეებს აღუდგნენ წინ; როდესაც აქ დამარცხდებიან, მეორეს მოიხმარენ, რათა აღსრულებული საქმე ღვთის ...
იხილეთ სრულად
ყოველგვარ საქმეში, რომელიც გვსურს, ღვთივსასურველად აღვასრულოთ, ეშმაკები სამ ორმოს გვითხრიან. პირველით ისინი იბრძვიან, რომ ჩვენს კეთილ საქმეებს აღუდგნენ წინ; როდესაც აქ დამარცხდებიან, მეორეს მოიხმარენ, რათა აღსრულებული საქმე ღვთის ნების შესაბამისი არ იქმნას; ხოლო თუ აქაც დაიძლევიან, მაშინ უკვე ფარულად შემოგვიჩნდებიან და დაგვნატრიან და გვაქებენ, რომ ეს საქმე საღვთოდ აღვასრულეთ.პირველის მტერი გულმოდგინება და სიკვდილის ხსოვნაა, მეორესი - მორჩილება და...
მათ, ვისაც სურთ, წინამძღვრებისადმი რწმენა შეურყევლად შეინარჩუნონ, აუცილებელია, რომ დაუვიწყებლად და წარუხოცელად დაიმარხონ გულში მათი სათნოებანი და მათი გამუდმებული გახსენებით პირიდაუხშონ ეშმაკებს, როდესაც ისინი ურწმუნოებით აღგვძრავ...
იხილეთ სრულად
მათ, ვისაც სურთ, წინამძღვრებისადმი რწმენა შეურყევლად შეინარჩუნონ, აუცილებელია, რომ დაუვიწყებლად და წარუხოცელად დაიმარხონ გულში მათი სათნოებანი და მათი გამუდმებული გახსენებით პირიდაუხშონ ეშმაკებს, როდესაც ისინი ურწმუნოებით აღგვძრავენ მათ წინააღმდეგ. იმიტომ რომ, რამდენადაც სარწმუნოება გამრავლდება მათ გულებში, იმდენადვე ხორცი წარმატებულ კეთილმსახურებას შესძლებს. ხოლო ვინც ურწმუნოების ლოდმა დააბრკოლა, იგი უკვე დაეცა. ურწმუნოების ლოდმა დააბრკოლა, იგი ...
მოგითხრობთ, თუ რა შევიტყვე ერთი კაცისგან, რომელიც ბაგის მდუმარებაზე მესაუბრებოდა: - მრავლისმეტყველებას აუცილებლად რაიმე კონკრეტული მიზეზი უდევს საფუძვლად: ან ბოროტი და თავშეუკავებელი ცხოვრების წესი და ჩვევები (რადგან, რამდენადაც ე...
იხილეთ სრულად
მოგითხრობთ, თუ რა შევიტყვე ერთი კაცისგან, რომელიც ბაგის მდუმარებაზე მესაუბრებოდა: - მრავლისმეტყველებას აუცილებლად რაიმე კონკრეტული მიზეზი უდევს საფუძვლად: ან ბოროტი და თავშეუკავებელი ცხოვრების წესი და ჩვევები (რადგან, რამდენადაც ენა ამ სხეულის ბუნებრივი ნაწილია, რასაც შეაჩვევ, იმის გაკეთებას ითხოვს) ან - როგორც ხშირად მოღვაწეებს ემართებათ ხოლმე - ამპარტავნებისგან, ხშირად კი - ნაყროვანებისგანაც. ამიტომ, ხშირად ხდება, რომ, როდესაც ზოგიერთი ძალდატან...
29. ლოცვაზე დგომისას პატივმოყვარეობა უმაქნისებს მოშურნედ აქცევს, უხმოებს კეთილხმოვნებად, მძინარეებს - ფხიზლებად. უპირატესისაგან წიგნის კითხვის პატივს ითხოვენ, ფსალმუნის წინასწარ აღებასა და იპაკოს თქმას, მლიქვნელობით მოძღვარსა და მ...
იხილეთ სრულად
29. ლოცვაზე დგომისას პატივმოყვარეობა უმაქნისებს მოშურნედ აქცევს, უხმოებს კეთილხმოვნებად, მძინარეებს - ფხიზლებად. უპირატესისაგან წიგნის კითხვის პატივს ითხოვენ, ფსალმუნის წინასწარ აღებასა და იპაკოს თქმას, მლიქვნელობით მოძღვარსა და მამას უწოდებენ მას, ვიდრე ერისკაცები წავიდოდნენ.30. თუ მათ თხოვნას უპირატესი პატივს სცემს, ამპარტავნობენ, ხოლო თუ უარს მიიღებენ, ბოროტად ახსოვთ ეს ამბავი ყოველთვის.31. ერისკაცების წასვლის შემდეგ პატივმოყვარეობის ეშმაკი მა...
ერთ სულიერ მონაზონს პირდაპირ ეჩვენნენ ეშმაკები და ნეტარს უწოდებდნენ მას. ამ ყოვლადბრძენმა ბერმა კი მიუგო: "თუ ქებას თავს ანებებთ და განმეშორებით, ეს მიმახვედრებს, რომ მართლაც დიდებულებისათვის მიმიღწევია, თუ ჩემს ქებას არ დაეხსნები...
იხილეთ სრულად
ერთ სულიერ მონაზონს პირდაპირ ეჩვენნენ ეშმაკები და ნეტარს უწოდებდნენ მას. ამ ყოვლადბრძენმა ბერმა კი მიუგო: "თუ ქებას თავს ანებებთ და განმეშორებით, ეს მიმახვედრებს, რომ მართლაც დიდებულებისათვის მიმიღწევია, თუ ჩემს ქებას არ დაეხსნებით, სწორედ ეს დამარწმუნებს, რომ არაწმიდა ვყოფილვარ; რადგან "ყველა გულზვიადი სიბილწეა უფლის წინაშე" (იგავ. 16,5). ამგვარად, ახლა ან განმშორდით, რომ თავი დიდებულ ადამიანად ჩავთვალო, ან მაქეთ და თქვენი საშუალებით უდიდეს სიმდ...
მზე ყველაფერს უშურველად ანათებს და ყოველგვარ საქმეში პატივმოყვარეობა იმყოფება; როდესაც ვმარხულობ, ჩევს გონებას ქედმაღლობა იპყრობს, ხოლო, როდესაც გავიხსნილებ, მხოლოდ იმიტომ, რომ მარხვა სხვათა თვალთაგან დავფარო, ჩემი გონება კვლავ მა...
იხილეთ სრულად
მზე ყველაფერს უშურველად ანათებს და ყოველგვარ საქმეში პატივმოყვარეობა იმყოფება; როდესაც ვმარხულობ, ჩევს გონებას ქედმაღლობა იპყრობს, ხოლო, როდესაც გავიხსნილებ, მხოლოდ იმიტომ, რომ მარხვა სხვათა თვალთაგან დავფარო, ჩემი გონება კვლავ მაღლდება, რადგან თავს ბრძნად მივიჩნევ; როდესაც ახალ შესამოსელს ვიმოსავ, პატივმოყვარეობა მამარცხებს, მაგრამ ძველის შემოსვისასაც იგივე მძლევს; როდესაც ვდუმვარ, თავს ვიმაღლებ და როდესაც ვსაუბრობ იგივე მემართება; სადაც არ უნდა...
46. თუ ღვთისგან მომდინარე დიდების გამოცნობა გსურს, ამგვარად იცან: როდესაც შენ იმ დიდებას მავნებლად ჩათვლი, ყოველ ღონეს იხმარ, რომ მას გაექცე და სადაც წახვალ, შენს ვინაობას დამალავ; ეშმაკეული დიდება კი იმით უნდა გამოიცნო, რომ ამ დ...
იხილეთ სრულად
46. თუ ღვთისგან მომდინარე დიდების გამოცნობა გსურს, ამგვარად იცან: როდესაც შენ იმ დიდებას მავნებლად ჩათვლი, ყოველ ღონეს იხმარ, რომ მას გაექცე და სადაც წახვალ, შენს ვინაობას დამალავ; ეშმაკეული დიდება კი იმით უნდა გამოიცნო, რომ ამ დროს გსურს, ადამიანებმა შენი სათნოებები დაინახონ.47. ეს უწმინდურნი გვარწმუნებენ, რომ დავიჩემოთ და მივითვისოთ ის სათნოებები, რომლებიც არ მოგვიხვეჭია და გვახსენებენ სახარების სიტყვებს: "ეგრეთ ბრწყინავდნენ ნათელნი თქვენი წინ...