სხვა წყარო - ციტატები, გამონათქვამები სხვა წყარო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
რა არის სამშობლო, როგორ აღვიქვამთ მას?
იგი არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, მხოლოდ მას ძალუძს გვიწყალობოს ის, რაც ასე გვჭირდება და სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენთვის.
სინანული დროის ხანგრძლივობით არ განისაზღვრება, არამედ განცდის სიღრმით, რადგან სხვა არის სამართალი ღვთისა და სხვა - ადამიანისა.
ნებისმიერი ჩვენგანი უნიკალურია, განუმეორებელია, ხატია უფლისა და სული წმინდის მადლით ღვთის მადლისმიერი ძეობის აღდგენა ძალუძს.
სასულიერო პირს, რომელსაც შეჩერებული არა აქვს მღვდელმოქმედება, თვით იესო ქრისტესგან აქვს მონიჭებული უფლება ცოდვათა შენდობისა.
ღმერთისათვის ყველაფერი შესაძლებელია და იონას მიერ მოხდენილი სასწაული ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაშიც შეიძლება აღსრულდეს.
მართალთათვის გარდაცვალება იქცა არა წარწყმედის, არამედ ცხონების, სიხარულისა და მარადიულ ნეტარებაში დამკვიდრების საშუალებად.
თუ გვსურს, სათნო ვეყოთ ღმერთსა და აღვივსოთ მადლითა მისითა, უნდა მოვამზადოთ ჩვენი გული და სული ამ მაცხოვნებელი ნიჭის მისაღებად.
შენთვის რა არის სავსე მუჭა?
უნდა შევძლოთ დანაშაულის მიზეზის მიგნება და არა განკითხვით, არამედ თანადგომითა და თანაგრძნობით ცოდვილის სწორ გზაზე დაყენება.