სხვა წყარო - ციტატები, გამონათქვამები სხვა წყარო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ბოროტებას ბოროტებით ვერ განკურნავ, მას მხოლოდ სიყვარულითა და სიკეთით შეიძლება უწამლო.
აღვიპყრათ რწმენის ფარი, რითაც შევძლებთ უკეთურის ყველა ცეცხლოვანი ისრის დაშრეტას (ეფ.6.16)
უმადურობა ამპარტავანთა, ანუ ყველაზე დიდი და საშინელი ცოდვის მქონეთა ერთ-ერთი თვისებაა
სიყვარული და თავისუფლება აუცილებელი პირობაა შენში ღმერთის სისავსის გამოვლენისთვის.
ლოცვა, რა თქმა უნდა, ყველგან შეიძლება, მაგრამ ეკლესიაში მას განსაკუთრებული მადლი აქვს.
ცოდვით თავმოწონება ან საზოგადოებისთვის მისი თავსმოხვევა გაცილებით დიდი დანაშაულია.
არჩევანის უფლება ღმერთმა ჩვენ მოგვანიჭა. ჩვენზეა დამოკიდებული, რომელ გზას გავყვებით.
ჭეშმარიტი სიბრძნე გვასწავლის, რომ სიმდიდრე ძალიან ადვილად იქცევა მორალურ სიღატაკედ.
ქრისტიანობა სიყვარულის სარწმუნოებაა, გულმხურვალე, თავგანწირული სიყვარულის რელიგია
მხოლოდ ეკლესიაში და ეკლესიის ლოცვით შეიძლება გახდეს ადამიანი ტაძარი სულისა წმიდისა.