წმიდა მამები მიწიერ ეკლესიას ხშირად უწოდებენ მებრძოლ ეკლესიას, რომელიც ცოდვათა დაძლევით უნდა გახდეს გამარჯვებული და მოზეიმე. ასეთია ზეციური ეკლესია. იქ ზეიმობენ ჩვენი წმიდა მამები და წინაპრები, რომელთაც მრავალი განსაცდელისა და გაჭ...
იხილეთ სრულად
წმიდა მამები მიწიერ ეკლესიას ხშირად უწოდებენ მებრძოლ ეკლესიას, რომელიც ცოდვათა დაძლევით უნდა გახდეს გამარჯვებული და მოზეიმე. ასეთია ზეციური ეკლესია. იქ ზეიმობენ ჩვენი წმიდა მამები და წინაპრები, რომელთაც მრავალი განსაცდელისა და გაჭირვების გადალახვით, რწმენით, სიყვარულითა და სასოებით მოიპოვეს სასუფეველი ღვთისა.
როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმა გვასწავლის, რომ უპირველესი მცნება არის: "გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით" (მარკ. XII, 29-31). ეს ნიშნავს გვიყვარდეს ღმ...
იხილეთ სრულად
როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმა გვასწავლის, რომ უპირველესი მცნება არის:"გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით" (მარკ. XII, 29-31).ეს ნიშნავს გვიყვარდეს ღმერთი მთელი შესაძლებლობით, მთელი არსებით ანუ მასზე წინ არავინ და არაფერი არასდროს არ უნდა დავაყენოთ.
ნებისმიერი საქმის წარმატებისათვის განწყობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი საშუალებით ხდება ამა თუ იმ მიმართულებით ჩვენი სულიერი და ფიზიკური ძალების მობილიზება. (დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია). ადამიანს შეუძლია თავის...
იხილეთ სრულად
ნებისმიერი საქმის წარმატებისათვის განწყობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი საშუალებით ხდება ამა თუ იმ მიმართულებით ჩვენი სულიერი და ფიზიკური ძალების მობილიზება. (დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია). ადამიანს შეუძლია თავისი ენერგია მოახმაროს აღმშენებლობას, ან ნგრევას, ანდა დატოვოს იგი გამოუყენებელი.
ცოდვა შედეგია ნების სისუსტისა ან სნეულებისა, იგი ამბოხია ღვთის წინააღმდეგ, რადგანაც ცოდვით ვარღვევთ მის მცნებებს. ამასთან, ის ერთგვარი სენია, რომელიც ცდილობს დამკვიდრდეს ადამიანში და დააავადოს იგი. პიროვნება თავისი სურვილით უთმობს...
იხილეთ სრულად
ცოდვა შედეგია ნების სისუსტისა ან სნეულებისა, იგი ამბოხია ღვთის წინააღმდეგ, რადგანაც ცოდვით ვარღვევთ მის მცნებებს. ამასთან, ის ერთგვარი სენია, რომელიც ცდილობს დამკვიდრდეს ადამიანში და დააავადოს იგი. პიროვნება თავისი სურვილით უთმობს ადგილს ბოროტებას და შეჰყავს ცოდვა თავის სამყაროში, თანხმდება იყოს მისი მორჩილი.
სული ქრისტიანისა, ანუ სული ყოველი ადამიანისა, რომელმაც ირწმუნა ქრისტეს შობა და მიიღო საიდუმლო ნათლისღებისა, სავანეა მამა ღმერთისა, ძისა და სულისა წმიდისა. თვით მაცხოვარი ბრძანებს: უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს...
იხილეთ სრულად
სული ქრისტიანისა, ანუ სული ყოველი ადამიანისა, რომელმაც ირწმუნა ქრისტეს შობა და მიიღო საიდუმლო ნათლისღებისა, სავანეა მამა ღმერთისა, ძისა და სულისა წმიდისა. თვით მაცხოვარი ბრძანებს: უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ (იოანე 14,23).
აღსრულდა ძველი წინასწარმეტყველება, ლოდინით დაქანცულმა კაცობრიობამ იხილა მეუფე და მხსნელი თვისი. "ქალწული დღეს პირველ საუკუნეთა სიტყვისა შობად მოვალს ქუაბსა შინა, გამოუთქმელად განეწყვე სოფელო, რომელსა გესმის, ადიდე ანგელოზთა თანა დ...
იხილეთ სრულად
აღსრულდა ძველი წინასწარმეტყველება, ლოდინით დაქანცულმა კაცობრიობამ იხილა მეუფე და მხსნელი თვისი. "ქალწული დღეს პირველ საუკუნეთა სიტყვისა შობად მოვალს ქუაბსა შინა, გამოუთქმელად განეწყვე სოფელო, რომელსა გესმის, ადიდე ანგელოზთა თანა და მწყემსთა, რომელმან ინება გამოჩინება ყრმამან ახალმან" (სადღესასწაულო კონდაკი).
ჩვენს დროში განსაკუთრებით ზეიმობს ამპარტავნება, რადგან მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ ადამიანი თავის თავზე შეყვარებული და თავდაჯერებული გახადა. მას კიდევ უფრო გაუმყარდა ილუზია იმისა, თითქოს, საკუთარ ძალებზე დაყრდნობით ყვ...
იხილეთ სრულად
ჩვენს დროში განსაკუთრებით ზეიმობს ამპარტავნება, რადგან მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ ადამიანი თავის თავზე შეყვარებული და თავდაჯერებული გახადა.მას კიდევ უფრო გაუმყარდა ილუზია იმისა, თითქოს, საკუთარ ძალებზე დაყრდნობით ყველაფერი შეუძლია გააკეთოს და, აქედან გამომდინარე, შემოქმედის ადგილიც დაიკავოს.