მთელი ცხოვრების მანძილზე ჩვენ სიკეთისა და ბოროტების არჩევანის წინაშე ვდგავართ, საით წავიდეთ მარჯვნივ თუ მარცხნივ: "ადამიანის წინაშეა სიცოცხლე და სიკვდილი და რომელსაც მოისურვებს, ის მიეცემა" (ზირაქი 15,17).
სიმდაბლის საოცარი მაგალითი თვით იესო ქრისტემ მოგვცა. უფალი, რომელსაც ელოდა მთელი კაცობრიობა და რომლის შესახებაც წერდნენ წინასწარმეტყველნი, ყოვლად შეუმჩნეველი საოცარი სიმდაბლით მოევლინა ამ ქვეყანას.
შენ არათუ უნდა ხედავდე შენში არსებულ ცოდვას, არამედ უნდა გძულდეს იგი და ებრძოდე, ხოლო თუ ცოდვა არ გაღელვებს და დაუმეგობრდი მას, მაშ იცოდე, სული შენი განსაცდელშია და მარადიული სიკვდილის საფრთხე ემუქრება.
სამოთხის მცნება კაცს იმისთვის მიეცა, რომ მისი თავისუფალი ნება გამოცდილიყო. უფლის მორჩილების შემთხვევაში იგი იმაზე მეტს მიიღებდა, ვიდრე მანამდე ფლობდა, ანუ კიდევ უფრო დიდ ზნეობრივ სრულყოფას მიაღწევდა.
სიცოცხლეც და სხვა ყოველივე სიკეთეც უფლისაგან მოგვეცა. იგი არის ყველაზე დიდი მშობელი, ყველაზე დიდი ახლობელი ყველასათვის, ყველაზე მართალი და გულწრფელი გულშემატკივარი, იმედი და ნუგეშინისმცემელი ჩვენი.
ეკლესია კაცთაგან კი არ არის დადგენილი, არამედ ღვთის მიერაა დაწესებული. ესაა უფლისკენ მიმავალი გზა, ცხოვრება ღმერთში; ამავე დროს იგია მისტიური სხეული ქრისტესი, რომელიც მის ადამიანურ ბუნებასაც მოიცავს.
როგორც ამბობს წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი: "სიყვარული ღვთისკენ აღმყვანელი გზაა". ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი კი ასე განგვიმარტავს: "ვისაც არ შეუძლია უყვარდეს ღმერთი, ის ვერ შეძლებს ირწმუნოს იგი".
ისინი, რომელნიც არ აღავლენენ ლოცვებს, არ მარხულობენ და ქრისტიანულად არ ცხოვრობენ, სულიერად კვდებიან კიდეც; მოეკვეთებიან ხეს ცხოვრებისას - ეკლესიას, რომლისგანაც გამუდმებით უნდა მიეღოთ სულიერი საზრდო.
როდესაც ადამიანი შეყვარებულია, იგი მისთვის სასურველ პიროვნებაში ხედავს ისეთ თვისებებს, რასაც შესაძლოა სხვები ვერ ამჩნევდნენ. ამ დროს ხდება მეორე ადამიანში დაფარული შინაგანი მშვენიერების აღმოჩენა.
თუ რაოდენ დიდი და განუსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს ქრისტეს აღდგომას ჩვენი ხსნისათვის, ჩანს მოციქული პავლეს ამ სიტყვებიდან: "უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს... ცუდად არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი' (I კორინ. 15,14).