ადამიანები, რომელნიც ვითომ სიხარულსა და ბედნიერებას ამ ქვეყნად ამყარებენ – ცდებიან, რამეთუ არა არს სუფევა ნეტარეული ხრწნილებასა შინა, არცა ბედნიერება დაურღვეველ უმწუხარო, ბიწიერ ნება გაუმაძღარ, მომაკვდავ გვამსა შინა.
ადამიანებს მრავალი ნაკლი და უცნაურობა ახასიათებთ და სრულად მათი გამოსწორება შეუძლებელია. ამიტომ არ გვრჩება სხვა გამოსავალი – უნდა მოვითმინოთ და შევეგუოთ ამ თვისებებს.
ადამიანი არ კვდება, მხოლოდ გარდაიცვლება სხვა, მარადიულ ცხოვრებაში. სხეული მიწისაგან არის მოღებული და მიწადვე მიიქცევა. ხოლო სული ღმრთისაგან არის და ღმერთთან წავა.
ადამიანები, რომლებიც ძლიერ მიეცემიან ყოფით საზრუნავს, გაზულუქებულ შინაურ ფრინველებს ჰგვანან, რომლებსაც ტყუილად აქვთ ფრთები და მიწაზე პირუტყვთან ერთად დადიან.
ადამიანი იმისთვის კი არაა მოწოდებული, რომ იყოს მხოლოდ ერთ–ერთი ცოცხალი ქმნილებათაგანი, თუნდაც ყველაზე მშვენიერი. ადამიანი მოწოდებულია ღმერთთან ურთიერთობით, ღმერთთან შეერთებით ისე გარდაქმნას თავისი ქმნილი ბუნება, რომ მთელი ღვთიური ...
იხილეთ სრულად
ადამიანი იმისთვის კი არაა მოწოდებული, რომ იყოს მხოლოდ ერთ–ერთი ცოცხალი ქმნილებათაგანი, თუნდაც ყველაზე მშვენიერი. ადამიანი მოწოდებულია ღმერთთან ურთიერთობით, ღმერთთან შეერთებით ისე გარდაქმნას თავისი ქმნილი ბუნება, რომ მთელი ღვთიური ცხოვრება შევიდეს მასში, რათა ღვთიური ბუნების თანამონაწილე გახდეს. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ვიყოთ იმ სამყაროს წინამძღოლნი, რომელიც ღმერთმა შექმნა იმისთვის, რომ როგორც მოციქული პეტრეს სიტყვებშია, ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფ...
ადამიანი მოწყობილობას ჰგავს მბრუნავი დისკით: დისკის ცენტრი – ღმერთია, დანარჩენი კი – სამშვინველი, რომელიც გამუდმებით იცვლება, რომელშიც არაფერია მდგრადი და მუდმივი, რომელიც ყოველ წამს რაღაც სხვაგვარი ხდება. ამიტომ ადამიანს, რომელიც...
იხილეთ სრულად
ადამიანი მოწყობილობას ჰგავს მბრუნავი დისკით: დისკის ცენტრი – ღმერთია, დანარჩენი კი – სამშვინველი, რომელიც გამუდმებით იცვლება, რომელშიც არაფერია მდგრადი და მუდმივი, რომელიც ყოველ წამს რაღაც სხვაგვარი ხდება. ამიტომ ადამიანს, რომელიც გულს სხვა ადამიანს უძღვნის, ავიწყდება, თავისი ბუნებით რისკენ უნდა ისწრაფოდეს და საკუთარ თავს იმედგაცრუებისა და ტანჯვისათვის წირავს. ის თითქოსდა ბარტყებს კატას უგდებს რბილ თათებში, რომელიც შემდგომ ბრჭყალებს აჩენს და მსხვ...
ადამიანი მარადისობისთვისაა შექმნილი, მისი ჭეშმარიტი სამშობლო, მისი მამისეული სახლი – ზეცაა. აქ, მიწაზე, ის დევნილი და მოგზაურია. როცა ადამიანი თავის დანიშნულებას ივიწყებს, როცა ეჩვენება, რომ მისი ცხოვრება – ეს მხოლოდ მოკლე გზაა და...
იხილეთ სრულად
ადამიანი მარადისობისთვისაა შექმნილი, მისი ჭეშმარიტი სამშობლო, მისი მამისეული სახლი – ზეცაა. აქ, მიწაზე, ის დევნილი და მოგზაურია. როცა ადამიანი თავის დანიშნულებას ივიწყებს, როცა ეჩვენება, რომ მისი ცხოვრება – ეს მხოლოდ მოკლე გზაა დაბადებიდან სიკვდილამდე, აკვნიდან სამარემდე, – მაშინ ის ყველაზე უბედური არსება ხდება დედამიწაზე.
ადამიანი, რომელიც აკვირდება საღვთო ქველმოქმედებას, საღვთო განგებულების მიმართ თავის დამოკიდებულებას სწავლობს. შემდეგ იგი უკვე თავს ისე გრძნობს, როგორც – ჩვილი აკვანში, რომელიც როგორც კი დედა დატოვებს, ტირილს იწყებს და არ ჩუმდება, ...
იხილეთ სრულად
ადამიანი, რომელიც აკვირდება საღვთო ქველმოქმედებას, საღვთო განგებულების მიმართ თავის დამოკიდებულებას სწავლობს. შემდეგ იგი უკვე თავს ისე გრძნობს, როგორც – ჩვილი აკვანში, რომელიც როგორც კი დედა დატოვებს, ტირილს იწყებს და არ ჩუმდება, ვიდრე იგი ისევ არ მიირბენს მასთან. უდიდესი საქმეა – საკუთარი თავის უფლისადმი მინდობა!
ადამიანი აღებულია მიწისაგან, მაგრამ ღმერთმა ისე შეიყვარა იგი, რომ მოკაზმა თავისი მადლით და ადამიანი დაემსგავსა უფალს. ცოტამ თუ იცის ამის შესახებ, და ეს იმიტომ, რომ ჩვენ ამაყნი ვართ. ჩვენ რომ მორჩილნი ვიყოთ, უფალი გაგვიხსნიდა ამ სა...
იხილეთ სრულად
ადამიანი აღებულია მიწისაგან, მაგრამ ღმერთმა ისე შეიყვარა იგი, რომ მოკაზმა თავისი მადლით და ადამიანი დაემსგავსა უფალს. ცოტამ თუ იცის ამის შესახებ, და ეს იმიტომ, რომ ჩვენ ამაყნი ვართ. ჩვენ რომ მორჩილნი ვიყოთ, უფალი გაგვიხსნიდა ამ საიდუმლოს, იმიტომ, რომ მას ძლიერ ვუყვარვართ.