რომელიც ეშმაკისაგან ამ უბოროტეს ხმას აღმოუტევებს. და იტყვის, რომ ღმერთი მკვდართა აღდგინებას არ ინებებს, მას ქრისტეს მოწაფესთან ნაწილი და სამკვიდრებელი არა აქუს; ისიც და მისი უკეთური სიტყუაც ძალითა ქრისტესითა ჩვენგან შორს ვჰყოთ. მა...
იხილეთ სრულად
რომელიც ეშმაკისაგან ამ უბოროტეს ხმას აღმოუტევებს. და იტყვის, რომ ღმერთი მკვდართა აღდგინებას არ ინებებს, მას ქრისტეს მოწაფესთან ნაწილი და სამკვიდრებელი არა აქუს; ისიც და მისი უკეთური სიტყუაც ძალითა ქრისტესითა ჩვენგან შორს ვჰყოთ. მაგრამ შორს ყოფისაგან უპირველესად ჯერ მისი პირუტყვული სიტყვა ვითარცა ქსელი დედაზარდლისა, ისე დავხსნათ: ეგების მოიქცეს და ირწმუნოს, დავით წინასწარმეტყველის სიტყვა ვსთქუათ: "განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი...
ამპარტავნება უარყოფაა ღმრთისა და მეგობრობაა ეშმაკებთან, შეურაცხმყოფელია კაცთა და დედაა განკითხვისა; ქებათაგანაა შობილი, სულის უნაყოფობის ნიშანია, ღმრთის შეწევნის განმაშორებელია, შეშლილობის წინამორბედია, ეშმაკეულობისა და დაცემების ...
იხილეთ სრულად
ამპარტავნება უარყოფაა ღმრთისა და მეგობრობაა ეშმაკებთან, შეურაცხმყოფელია კაცთა და დედაა განკითხვისა; ქებათაგანაა შობილი, სულის უნაყოფობის ნიშანია, ღმრთის შეწევნის განმაშორებელია, შეშლილობის წინამორბედია, ეშმაკეულობისა და დაცემების მიზეზია, გულისწყრომის წყაროა, ორგულობის კარია, ეშმაკთა სიმტკიცეა, ცოდვათა მცველია, უწყალოების მშობელია, მოწყალების უმეცრებაა, მწარე მოკამათეა, უწყალო მსაჯულია, ღმრთის მოწინააღმდეგეა და გმობის ძირია.
სანამდის ცოდვისაგან მთვრალი და ლოთი არის კაცი, აღდგომის ნათელს სწორებით ვერ მიხედავს; როდესაც განიფრთხობს ცოდვის სიმთვრალისა და ლოთობისაგან, მაშინ სწორებით მიხედავს აღდგომის ნათელს.
ადამიანის მომავალი სიცოცხლის დასადასტურებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითები თვით უტყვი ბუნებიდან. მთელ დუნიაზე ისეთ საგანს, გინდა მოვლენას ვერ შეხვდებით, რომ იგი ისპობოდეს. სამარადისოდ ჰქრებოდეს, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა იყოს ი...
იხილეთ სრულად
ადამიანის მომავალი სიცოცხლის დასადასტურებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითები თვით უტყვი ბუნებიდან. მთელ დუნიაზე ისეთ საგანს, გინდა მოვლენას ვერ შეხვდებით, რომ იგი ისპობოდეს. სამარადისოდ ჰქრებოდეს, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა იყოს იგი. არ არის წარსული, რომელიც არ ამზადებდეს მომავალს; არ არის ბოლო რომელსაც არ მიყავდეს ახალ საწყისამდე; ყოველი განსაკუთრებული ცოცხალი არსება, მის ჩვეულ კუბოში ჩასვლის, გინათუ სიკვდილის შემდეგ, იქიდან ამოდის სრულიად განახ...
არსებობს ამპარტავნების კიდევ ერთი ფაქიზი სახე, ძლიერ საშიში ჩვენი სულისათვის – ეს არის დიდებისმოყვარეობა. დიდებისმოყვარეობა ლამობს ჩვენი ყოველი საქმე იმგვარად დაამახინჯოს, რომ იგი იყოს არა ღვთის სადიდებლად, არამედ ჩვენი დიდებისათვ...
იხილეთ სრულად
არსებობს ამპარტავნების კიდევ ერთი ფაქიზი სახე, ძლიერ საშიში ჩვენი სულისათვის – ეს არის დიდებისმოყვარეობა. დიდებისმოყვარეობა ლამობს ჩვენი ყოველი საქმე იმგვარად დაამახინჯოს, რომ იგი იყოს არა ღვთის სადიდებლად, არამედ ჩვენი დიდებისათვის და კაცთა საამებლად. დიდებისმოყვარეობა ეძიებს შექებას, სწყურია იგი, სწყურია კაცობრივი დიდება. უფალმა გვიბრძანა, გულმოდგინედ დაგვემალა ყველა კეთილი საქმე ადამიანების თვალთაგან, გვიბრძანა, ყველა კეთილი საქმე, თვით სიყვარ...
ბრწიყვალე ქრისტეს აღდგომა ყოველ ქრისტეანში, მორწმუნეში და სარწმუნოებას მოკლებულში ერთნაირად იწვევს განსაკუთრებულ სიამოვნებას, მხიარულების და კმაყოფილების გრძნობას. რით აიხსება ასეთი მოვლენა? რასაკვირველია, არა წითელი კვერცხის შეღე...
იხილეთ სრულად
ბრწიყვალე ქრისტეს აღდგომა ყოველ ქრისტეანში, მორწმუნეში და სარწმუნოებას მოკლებულში ერთნაირად იწვევს განსაკუთრებულ სიამოვნებას, მხიარულების და კმაყოფილების გრძნობას. რით აიხსება ასეთი მოვლენა? რასაკვირველია, არა წითელი კვერცხის შეღებვით, რომელიც მხოლოდ ბავშვებს უხარებს სულსა და გულს, არამედ მიზეზი ასეთი მოვლენისა იმ ღრმა საფუძვლიან აზრში იმარხება, რომ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა უტყუარი თავდებია ყველა ადამიანის მკვდრეთით აღდგომისა, რომელმაც ქრისტეს მ...
ამპარტავნება – უგუნური ვნებაა, რომელიც თუ ადამიანს დაეუფლება, შთააგონებს აზრს, რომ თითქოს ის ბევრად უკეთესია, ვიდრე – სინამდვილეში და რომ სხვები მასზე სწორედ იმას ფიქრობენ, რაც თავად ჰგონია. ამიტომაც, ამაყი ადამიანი საკუთარი თავის...
იხილეთ სრულად
ამპარტავნება – უგუნური ვნებაა, რომელიც თუ ადამიანს დაეუფლება, შთააგონებს აზრს, რომ თითქოს ის ბევრად უკეთესია, ვიდრე – სინამდვილეში და რომ სხვები მასზე სწორედ იმას ფიქრობენ, რაც თავად ჰგონია. ამიტომაც, ამაყი ადამიანი საკუთარი თავის გარდა არავისზე ფიქრობს. როგორც ობობაა აბლაბუდის ცენტრში, ასევე ასეთი კაცი თავის თავს ყველაფრის სათავეში წარმოიდგენს. ისევე, როგორც ობობა ქსოვს ქსელს საკუთარი თავისაგან, ისევე ამპარტავანი ადამიანი, როდესაც ფიქრობს ან აკე...