აუცილებელია ერთი რამის ცოდნაც: როდესაც ქრისტიანის სული სხეულს გაეყრება, პირველი ორი დღე იგი იმ ადგილის მახლობლად ტრიალებს, სადაც კაცი ცხოვრობდა, მესამე დღეს კი მფარველი ანგელოზის თანხლებით მიწიდან ზეცად აღიყვანება, რათა თაყვანი სც...
იხილეთ სრულად
აუცილებელია ერთი რამის ცოდნაც: როდესაც ქრისტიანის სული სხეულს გაეყრება, პირველი ორი დღე იგი იმ ადგილის მახლობლად ტრიალებს, სადაც კაცი ცხოვრობდა, მესამე დღეს კი მფარველი ანგელოზის თანხლებით მიწიდან ზეცად აღიყვანება, რათა თაყვანი სცეს უფალს და კერძო განჩინება მოისმინოს. მაშინ გაირკვევა, თუ სად განუწესებენ სულს სამყოფელს საყოველთაო აღდგომისა და საშინელი სამსჯავროს დღემდე, როდესაც მთელს ქვეყანას საბოლოოდ განაჩენს გამოუტანენ. სულისა ხორცის გაყრის მესა...
გვწამს აგრეთვე მკვდრეთით აღდგომაც, რადგან იგი ჭეშმარიტად იქნება. მაგრამ აღდგომაზე საუბრისას, ჩვენ სხეულის აღდგომას ვამბობთ. რადგან აღდგომა დაცემულის მეორედ აღმართებაა, სულები კი, რომელნიც უკვდავნი არიან, როგორ აღდგებიან? რადგან თუ...
იხილეთ სრულად
გვწამს აგრეთვე მკვდრეთით აღდგომაც, რადგან იგი ჭეშმარიტად იქნება. მაგრამ აღდგომაზე საუბრისას, ჩვენ სხეულის აღდგომას ვამბობთ. რადგან აღდგომა დაცემულის მეორედ აღმართებაა, სულები კი, რომელნიც უკვდავნი არიან, როგორ აღდგებიან? რადგან თუკი სიკვდილს განსაზღვრავენ, როგორც სულის გაყრას სხეულისაგან, მაშინ, რა თქმა უნდა, რომ აღდგომა არის მეორედ შეერთება სულისა და სხეულისა და დარღვეული და მკვდარი ცოცხალი არსების მეორედ აღმართება. მაშასადამე, თვით იგივე სხეული...
მაგრამ გეტყვით, ძმანო, რომ ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს, და ვერც ხრწნილება დაიმკვიდრებს უხრწნელებას.
აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით;
ერთ წამში, თვალის და...
იხილეთ სრულად
მაგრამ გეტყვით, ძმანო, რომ ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს, და ვერც ხრწნილება დაიმკვიდრებს უხრწნელებას.
აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით;
ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როდესაც დაიგრგვინებს უკანასკნელი საყვირი; რადგანაც დაიგრგვინებს, და მკვდარნი აღდგენიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით.
რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელება, და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავებ...
შენც უნდა ეცადო, რომ გული კეთილად განიწმინდო, და ყოველნი ცოდვანი მისგან ფესვებიანად ამოგლიჯო. თუ თავი კარგად არ განიხილე და მოძღვარს შენი სულიერი მდგომარეობა კარგად არ აცნობე, მას შენი განკურნება გაუძნელდება. ცოდვა სულისათვის იგივ...
იხილეთ სრულად
შენც უნდა ეცადო, რომ გული კეთილად განიწმინდო, და ყოველნი ცოდვანი მისგან ფესვებიანად ამოგლიჯო. თუ თავი კარგად არ განიხილე და მოძღვარს შენი სულიერი მდგომარეობა კარგად არ აცნობე, მას შენი განკურნება გაუძნელდება. ცოდვა სულისათვის იგივეა, რაც სნეულება ხორცისათვის. ისევე, როგორც მკურნალი ვერ შეძლებს ხორციელი სნეულის მორჩენას თუ მისი მიზეზი არ შეიტყო, ასევე მოძღვარიც ვერ განგკურნავს ცოდვისაგან, თუ მის მიზეზს არ აუწყებ.
ერთხელაც მთელი ეს ხრწნადი სამყარო დასრულდება და დადგება მარადიული სასუფეველი ღვთისა, სადაც გამოსყიდულთა უკვდავი და უხრწნელი სულები, თავიანთ აღდგომილ სხეულებთან შეერთებულნი, საუკუნოდ დამკვიდრდებიან ქრისტესთან. მაშინ ნაწილობრივი სიხ...
იხილეთ სრულად
ერთხელაც მთელი ეს ხრწნადი სამყარო დასრულდება და დადგება მარადიული სასუფეველი ღვთისა, სადაც გამოსყიდულთა უკვდავი და უხრწნელი სულები, თავიანთ აღდგომილ სხეულებთან შეერთებულნი, საუკუნოდ დამკვიდრდებიან ქრისტესთან. მაშინ ნაწილობრივი სიხარული და დიდება, რომელიც ახლაც კი უწყიან ზეცაში სულებმა, სიხარულის სისავსით შეიცვლება, რისთვისაც შეიქმნა ადამიანი.
ჭეშმარიტი აღსარების მთქმელი ოდეს წარსდგება მღვდლის წინაშე ოლარის ქვეშ, ყოვლად შემუსვრილია და სირცხვილი თავისი უღირსებისა არ აძლევს ნებას მიზეზისა ძიებად და სხვისადმი დაბრალებად, არამედ მხოლოდ თავსა თვისსა განაშიშვლებს და ყოველ საქ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი აღსარების მთქმელი ოდეს წარსდგება მღვდლის წინაშე ოლარის ქვეშ, ყოვლად შემუსვრილია და სირცხვილი თავისი უღირსებისა არ აძლევს ნებას მიზეზისა ძიებად და სხვისადმი დაბრალებად, არამედ მხოლოდ თავსა თვისსა განაშიშვლებს და ყოველ საქმეში ბრალდებულად თავსა ხედავს და არა სხვასა.