უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მის მიერ დაარსებულ ეკლესიას მიანიჭა განსაკუთრებული პატივი: 1. შეურყევლობა და 2. შეუცდომლობა.
ქრისტიანული ეკლესიის შეურყევლობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი იარსებებს ვიდრე დასასრულამდე ქვეყნიერებისა ...
იხილეთ სრულად
უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მის მიერ დაარსებულ ეკლესიას მიანიჭა განსაკუთრებული პატივი: 1. შეურყევლობა და 2. შეუცდომლობა.
ქრისტიანული ეკლესიის შეურყევლობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი იარსებებს ვიდრე დასასრულამდე ქვეყნიერებისა იმ სახით, როგორც იქნა მოწყობილი მაცხოვრისა და მოციქულების მიერ. არსოდეს არ იცვლება ის ღვთის მადლისაგან, ყველა საეკლესიო საიდუმლოება შესრულდება ქრისტეს მეორედ მოსვლამდე.
ეკლესიის შეურყევლობა ნიშნავს მის შეუცდომლობასაც. იგია ჭე...
საყვარელნო ძმანო, ეკლესიაში შესვლით ჩვენ ზეციურ სამყაროში ვხვდებით, რადგან ტაძარი ღვთის სამყოფელია. ტაძარში შესვლით ჩვენთვის, მოკვდავთათვის, შესაძლებელი ხდება დედამიწაზევე განცდა ზეციური სიკეთისა. ამიტომ, ძმანო, ცხოვრებისეულ საზრუ...
იხილეთ სრულად
საყვარელნო ძმანო, ეკლესიაში შესვლით ჩვენ ზეციურ სამყაროში ვხვდებით, რადგან ტაძარი ღვთის სამყოფელია. ტაძარში შესვლით ჩვენთვის, მოკვდავთათვის, შესაძლებელი ხდება დედამიწაზევე განცდა ზეციური სიკეთისა. ამიტომ, ძმანო, ცხოვრებისეულ საზრუნავს ზეციურ სამყოფელში ნუ შევიტანთ. ტაძარში შესვლამდე ვფიქრობდით, ვმეტყველებდით და ვზრუნავდით ცხოვრებისეულს, ქვეყნიურს, - ტაძარში შესვლის შემდეგ კი ზეციური გვმართებს ფიქრიცა და საზრუნავიც. გახსოვდეთ ძმანო, რომ სწორედ აქ,...
ის სულიერი თუ ეროვნული საგანძური, რომელიც შექმნა საქართველოს ეკლესიამ, მთლიანად დაყრდნობილია ეკლესიის ქადაგებაზე, ჩვენს რწმენაზე, ჩვენს თვითშეგნებაზე. ამასთან, იგი გამოვლინდა ჩვენს აზროვნებაში, ლიტერატურაში, ხუროთმოძღვრებაში.
...
იხილეთ სრულად
ის სულიერი თუ ეროვნული საგანძური, რომელიც შექმნა საქართველოს ეკლესიამ, მთლიანად დაყრდნობილია ეკლესიის ქადაგებაზე, ჩვენს რწმენაზე, ჩვენს თვითშეგნებაზე. ამასთან, იგი გამოვლინდა ჩვენს აზროვნებაში, ლიტერატურაში, ხუროთმოძღვრებაში.
განსაკუთრებულად დიდი პასუხისმგებლობა აკისრია დღეს საქართველოს ეკლესიას. დღეს, როცა მიმდინარეობს კაცთა მოდგმის სულიერი და ზნეობრივი დეგრადაცია, საშინელი დაცემა. სწორედ ამ დროს უნდა უქადაგოს ეკლესიამ თავის მრევლს, რომ მტკიცედ ...
ჩვენ ყველანი ჩავეფალით, ჩავიძირეთ განკითხვის მღვრიე და მყრალ ჭაობში; ვის და რისთვის აღარ განვიკითხავთ! „ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითნეთ“ ზედაპირს თუ ეხება, გულს კი არ წვდება და ყურადღებას არ იპყრობს. აი, ყოველი ჩვენგანი იბრძვ...
იხილეთ სრულად
ჩვენ ყველანი ჩავეფალით, ჩავიძირეთ განკითხვის მღვრიე და მყრალ ჭაობში; ვის და რისთვის აღარ განვიკითხავთ! „ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითნეთ“ ზედაპირს თუ ეხება, გულს კი არ წვდება და ყურადღებას არ იპყრობს. აი, ყოველი ჩვენგანი იბრძვის, რათა თავი აიმაღლოს და აღიარება ჰპოვოს კაცთა შორის. ოდესღაც უფალმა შენიშნა ეს სურვილი თავის მოწაფეთა შორის და უთხრა მათ: „რომელსაც უნებს თქუენ შორის დიდი ყოფაი, იყავნ თქუენდა მსახურ“ (მათ. 20, 26). დაფიქრებულხართ ოდეს...
ჩვენ, ცოდვილნი კი იმდენად მივეჩვიეთ სხვების განკითხვას, რომ თვისებადაც კი გვექცა. აღარ გვახსოვს ღმრთის კრძალვა და ცოდვის სიმძიმე.
განკითხვა მუდამ მიკერძოებულია, რამეთუ არ ვუწყით ცოდვის მიზეზი, თუ რამ აღძრა შემცოდე, ჩვენ მხოლ...
იხილეთ სრულად
ჩვენ, ცოდვილნი კი იმდენად მივეჩვიეთ სხვების განკითხვას, რომ თვისებადაც კი გვექცა. აღარ გვახსოვს ღმრთის კრძალვა და ცოდვის სიმძიმე.
განკითხვა მუდამ მიკერძოებულია, რამეთუ არ ვუწყით ცოდვის მიზეზი, თუ რამ აღძრა შემცოდე, ჩვენ მხოლოდ მოყვასის ცოდვას ვხედავთ, ხოლო მისი სინანული მხოლოდ ღმერთმა უწყის. ღმერთო მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა.
მეზვერისა და ფარისევლის, უძღები შვილის იგავების სახარებისეული საკითხავებით წმიდა ეკლესია მოუწოდებს თავის წევრებს შეიცნონ თავიანთი თავი, სძლიონ ამპარტავნებას, დაიმდაბლონ თავი, დაუტეონ უკეთურება და შემუსვრილი გულით და ცრემლიანი სინა...
იხილეთ სრულად
მეზვერისა და ფარისევლის, უძღები შვილის იგავების სახარებისეული საკითხავებით წმიდა ეკლესია მოუწოდებს თავის წევრებს შეიცნონ თავიანთი თავი, სძლიონ ამპარტავნებას, დაიმდაბლონ თავი, დაუტეონ უკეთურება და შემუსვრილი გულით და ცრემლიანი სინანულით საკუთარი ცოდვებისაგან განწმენდილნი წარუდგნენ უფალ ღმერთს, შეიტკბონ ნეტარება უფალთან სუფევისა.
მართალია, ეკლესია - ტაძარი მარადისობის სამკვიდრებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი მარტო მარადიულის, სულის უკვდავების საქმეს გვასწავლიდეს, არამედ იმასაც გვამცნებს, თუ როგორ უნდა გავატაროთ წარმავალი წუთისოფელი, რომ ნაკლები წ...
იხილეთ სრულად
მართალია, ეკლესია - ტაძარი მარადისობის სამკვიდრებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი მარტო მარადიულის, სულის უკვდავების საქმეს გვასწავლიდეს, არამედ იმასაც გვამცნებს, თუ როგორ უნდა გავატაროთ წარმავალი წუთისოფელი, რომ ნაკლები წყლულება მოგვეახლოს, ნაკლები ცოდვები შევიძინოთ და დროზე განვიწმიდნეთ მათგან ეკლესიის წმიდა ლოცვებით.
მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა ჰქონდეს მჭიდრო კონტაქტი მეცნიერებთან და ის სასიცოცხლო და, შეიძლება ითქვას, საბედისწერო საკითხები, რომელიც აღელვებს მსოფლიოს, ეკლესიის ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.