თუ გსურს, ყოველთვის გახსოვდეს ღმერთი, არ უარყო განსაცდელები, როგორც უსამართლოდ მოწეული, არამედ გადაიტანე, როგორც სამართლიანად დამსახურებული; რამეთუ თითოეული შემთხვევის დათმენით მეხსიერება ფხიზლდება, ხოლო (განსაცდელების) უარყოფით გ...
იხილეთ სრულად
თუ გსურს, ყოველთვის გახსოვდეს ღმერთი, არ უარყო განსაცდელები, როგორც უსამართლოდ მოწეული, არამედ გადაიტანე, როგორც სამართლიანად დამსახურებული; რამეთუ თითოეული შემთხვევის დათმენით მეხსიერება ფხიზლდება, ხოლო (განსაცდელების) უარყოფით გონივრულად განსჯის უნარი დუნდება და (სხეულის) მოდუნების შედეგად წარმოშობს დავიწყებას.
ვერცხლისმოყვარება არის უბოროტესი ყოვლისა ცოდვისა, ვინათგან მოციქული პავლე ვერცხლისმოყვარებასა კერპთმსახურებასა სახელსდებს, რამეთუ ჭეშმარიტად ეგრეთცა არს. რამეთუ რომელსა აქვს საფასენი მრავალნი, არა აქვს სასოება ღმრთისა მიმართ, არამ...
იხილეთ სრულად
ვერცხლისმოყვარება არის უბოროტესი ყოვლისა ცოდვისა, ვინათგან მოციქული პავლე ვერცხლისმოყვარებასა კერპთმსახურებასა სახელსდებს, რამეთუ ჭეშმარიტად ეგრეთცა არს. რამეთუ რომელსა აქვს საფასენი მრავალნი, არა აქვს სასოება ღმრთისა მიმართ, არამედ დაუც სასეობა თვისი საფასისა თვისისა თანა, არა აქვს გონება სიმართლესა ზედა, არამედ შეძინებისა ფასისა თვისისათა, არა აქვს ცნობა მადლთა განმრავლებისა, არამედ უნჯთა განმრავლებისა. რამეთუ საცნობელნი მისნი მის შორის არიან დ...
ვაი ვერცხლისმოყვარეთა! რა-მე უნდა ეყოს დღესა მას სასჯელისასა? სადა არს საფასე მისი ურიცხვი, რათა მისცეს მაშინ ქრთამად და აღადგინონ მეხვაიშნენი ანუ მეოხნი?
ვაი ვერცხლისმოყვარეთა! იხილეთ და სცანთ: ვინაითგან უვეცხლოდ შიშველი იშ...
იხილეთ სრულად
ვაი ვერცხლისმოყვარეთა! რა-მე უნდა ეყოს დღესა მას სასჯელისასა? სადა არს საფასე მისი ურიცხვი, რათა მისცეს მაშინ ქრთამად და აღადგინონ მეხვაიშნენი ანუ მეოხნი?
ვაი ვერცხლისმოყვარეთა! იხილეთ და სცანთ: ვინაითგან უვეცხლოდ შიშველი იშვების კაცი, თვინიერ ვეცხლისაცა შემძლებელ არს ცხორებად. ვინაითგან, ოდეს დასნეულდეს, ვერა არგებს ტკივილსა ვეცხლთა და ოქროთა ზედა დადება, ვინაითგან ვერა გარემიაქცევს ვეცხლი და ოქრო სიკვდილსა, ვინაითგან საფლავთა შინა არარა გერგები...
მადლს სთხოვ ღმერთს? მადლის ნაცვლად განსაცდელს უშვებს შენზე. ომს ვერ უძლებ, ეცემი; მადლს არ გიმატებს. ისევ სთხოვ? ისევ განსაცდელი. ისევ მარცხდები; ისევ დანაკარგი სიცოცხლის ბოლომდე. ამიტომ გამარჯვებული უნდა გამოხვიდე. სიკვდილამდე და...
იხილეთ სრულად
მადლს სთხოვ ღმერთს? მადლის ნაცვლად განსაცდელს უშვებს შენზე. ომს ვერ უძლებ, ეცემი; მადლს არ გიმატებს. ისევ სთხოვ? ისევ განსაცდელი. ისევ მარცხდები; ისევ დანაკარგი სიცოცხლის ბოლომდე. ამიტომ გამარჯვებული უნდა გამოხვიდე. სიკვდილამდე დაუპირსპირდი განსაცდელს. გვამივით დაეცი ბრძოლაში და ქანცგაწყვეტილმა შეჰღაღდე: „არ გაგიშვებ, უტკბესო იესო! და არ დაგტოვებ! განუყრელი ვიქნები შენთან უკუნისამდე და შენი სიყვარულის გამო მოვკვდები ასპარეზზე“. და ანაზდეულად ასპა...
ანგელოზნი მწუხარე არიან მისთვის, რამეთუ კეთილი ოქრო ბოროტად იხმარა. ეშმაკნი მოხარულ არიან მისთვის, რამეთუ ქრისტეს მცნება არა დაიმარხა და დაემონა ვერცხლისმოყვარეობასა და ემსგავსა იუდასა. წმიდანი განცვიფრებულ არიან, რამეთუ ესმოდა სწ...
იხილეთ სრულად
ანგელოზნი მწუხარე არიან მისთვის, რამეთუ კეთილი ოქრო ბოროტად იხმარა. ეშმაკნი მოხარულ არიან მისთვის, რამეთუ ქრისტეს მცნება არა დაიმარხა და დაემონა ვერცხლისმოყვარეობასა და ემსგავსა იუდასა. წმიდანი განცვიფრებულ არიან, რამეთუ ესმოდა სწავლანი წერილთანი და ხედვიდა თვალითა მიმავალსა მამა-პაპათა საფლავად და თვით არა შეიგონა. ღმერთი სამართლად განმაზედულ არს, რათა ჰრქვას დღესა მას საშინელსა:
- მშიოდა და არა მეც საზრდელი, მწყუროდა და არა მასვ, შიშველი ვიყავ...
მთელი გულით ვიყოთ ღვთის მადლობელნი ყველაფრისათვის, რაც მას ჩვენდა მოსავლენად ნებავს, განსაცდელსა და ავადმყოფობებს უფალი მრისხანების გამო ან დასასჯელად კი არ გვივლენს, არამედ ჩვენდა იმ სიყვარულის გამო, თუმცა ამას ყველა ყოველთვის რო...
იხილეთ სრულად
მთელი გულით ვიყოთ ღვთის მადლობელნი ყველაფრისათვის, რაც მას ჩვენდა მოსავლენად ნებავს, განსაცდელსა და ავადმყოფობებს უფალი მრისხანების გამო ან დასასჯელად კი არ გვივლენს, არამედ ჩვენდა იმ სიყვარულის გამო, თუმცა ამას ყველა ყოველთვის როდი იმეცნებს. ამიტომაცაა ნათქვამი: მადლობდეთ უფალს ყოველივესთვის.
მოაცილე ქვეყანას განსაცდელები და აღარავინ იქნება წმიდა, რამეთუ რომელიც გაურბის განსაცდელს, სულთა მარგებელს, იგი გაურბის საუკუნო ცხოვრებას. ვინ მიანიჭა წმ. მოწამეებს გვირგვინი დიდებისა? – იმათმა მკვლელებმა ვინც მიუბოძა წმიდა სტეფან...
იხილეთ სრულად
მოაცილე ქვეყანას განსაცდელები და აღარავინ იქნება წმიდა, რამეთუ რომელიც გაურბის განსაცდელს, სულთა მარგებელს, იგი გაურბის საუკუნო ცხოვრებას. ვინ მიანიჭა წმ. მოწამეებს გვირგვინი დიდებისა? – იმათმა მკვლელებმა ვინც მიუბოძა წმიდა სტეფანეს ესოდენი დიდება? – იმათ, ვინც იგი ქვებით ჩაქოლეს.