სარწმუნოება - ეს ნათელია მშვიდობის გზაზე, სარწმუნოება თავადაა მშვიდობა და სასოება მარადიული, სარწმუნოება წყარო არის სიყვარულისა, სარწმუნოება ამაღლებს კაცის გულს და კაცის გონებას, ის უფსკრულია მეცნიერებისა, ის მზეა დიდი, მოგიზგიზე,...
იხილეთ სრულად
სარწმუნოება - ეს ნათელია მშვიდობის გზაზე, სარწმუნოება თავადაა მშვიდობა და სასოება მარადიული, სარწმუნოება წყარო არის სიყვარულისა, სარწმუნოება ამაღლებს კაცის გულს და კაცის გონებას, ის უფსკრულია მეცნიერებისა, ის მზეა დიდი, მოგიზგიზე, სიბინძურესა და მანკიერებას რომ ამოსწვავს ადამიანთა ცხოვრებიდან, ძალასა და მხნეობას რომ ჰმატებს მშრომელთა მარჯვენას, ჩვენს სულს რომ აძლევს სასიკეთო საზრდოს ნოყიერს.
სათნოებით რომ შევიმოსოთ, ჯერ საკუთარ სულში ჩახედვა უნდა შევძლოთ, უნდა შევიცნოთ თავი თვისი; Nosce te ipsum, - როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ; ერთი შეხედვით, ეს იოლი საქმეა, მაგრამ სინამდვილეში მრავალთათვის ქცეულა იგი ლოდად შებრკოლ...
იხილეთ სრულად
სათნოებით რომ შევიმოსოთ, ჯერ საკუთარ სულში ჩახედვა უნდა შევძლოთ, უნდა შევიცნოთ თავი თვისი; Nosce te ipsum, - როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ; ერთი შეხედვით, ეს იოლი საქმეა, მაგრამ სინამდვილეში მრავალთათვის ქცეულა იგი ლოდად შებრკოლებისა. ბრძენთ უთქვამთ: ადამიანში სამი პიროვნებაა: პირველი - როგორ წარმოიდგენენ მას სხვანი, მეორე - როგორი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და მესამე - რასაც სინამდვილეში წარმოადგენს.
ჩვენი ბავშვები უნდა ასახავდნენ თავიანთ თავში ყველაფერს, რაც შეადგენს კულტურულ სიმდიდრეს ჩვენი ერისას. დედის რძესა და ალერსთან ერთად ბავშვებმა უნდა შეისისხლხორცონ ყველაფერი, რაც ახასიათებს ჩვენს ქრისტესმოყვარე ერს: ღრმა რწმენა, მხუ...
იხილეთ სრულად
ჩვენი ბავშვები უნდა ასახავდნენ თავიანთ თავში ყველაფერს, რაც შეადგენს კულტურულ სიმდიდრეს ჩვენი ერისას. დედის რძესა და ალერსთან ერთად ბავშვებმა უნდა შეისისხლხორცონ ყველაფერი, რაც ახასიათებს ჩვენს ქრისტესმოყვარე ერს: ღრმა რწმენა, მხურვალე სიყვარული ღვთისა და ადამიანისა, ჩვენი სამშობლოსი, პატივისცემა სხვა ერებისა და მათი კულტურისა, ყველა ის სიკეთე, რითაც ამაყობდნენ ჩვენი სახელოვანი წინაპრები.