დიდი მაშინ გახდები, როდესაც გონებაში შენს თავს არარაობად წარმოიდგენ, როდესაც საკუთარი სულით უსასრულო და უსაზღვრო სულთან ამაღლდები, და ამ სიმაღლიდან შეხედავ საკუთარ თავს ისევე ობიექტურად, როგორც უყურებ ყველაფერს, რაც შენს გარშემოა;...
იხილეთ სრულად
დიდი მაშინ გახდები, როდესაც გონებაში შენს თავს არარაობად წარმოიდგენ, როდესაც საკუთარი სულით უსასრულო და უსაზღვრო სულთან ამაღლდები, და ამ სიმაღლიდან შეხედავ საკუთარ თავს ისევე ობიექტურად, როგორც უყურებ ყველაფერს, რაც შენს გარშემოა; როდესაც ამ სიმაღლიდანაც შეხედავ საკუთარ თავს, როგორც მიცვალებულსა და ფერფლს; როდესაც მარადიული ცხოვრებით უკვდავებას შეუერთდები; მაშინ შენს წინაშე მთელი სისრულით გაცხადდება სიკვდილის უმწეობა და ამაოება; დაინახავ თვითონ ს...
ეჭვი არაა, რომ წმინდანები ნამდვილად ეცხადებიან მართლებს გარდაცვალების დროს, როგორც ეს წმინდანთა მრავალ ცხოვრებაშია აღწერილი. ხოლო ჩვეულებრივ ცოდვილებს ხშირად ეცხადებიან ახლობლები ან „ღმერთები“, იმის შესაბამისად, თუ ვის ნახვას ელია...
იხილეთ სრულად
ეჭვი არაა, რომ წმინდანები ნამდვილად ეცხადებიან მართლებს გარდაცვალების დროს, როგორც ეს წმინდანთა მრავალ ცხოვრებაშია აღწერილი. ხოლო ჩვეულებრივ ცოდვილებს ხშირად ეცხადებიან ახლობლები ან „ღმერთები“, იმის შესაბამისად, თუ ვის ნახვას ელიან და ვისთან შესახვედრად არიან ისინი მზად. ამ უკანასკნელი მოვლენების ზუსტი ბუნების განსაზღვრა ალბათ ძნელიცაა. უეჭველია, რომ ეს არ არის ჰალუცინაციები, არამედ გარდაცვალების განცდის ბუნებრივი ნაწილია, რომელიც მომაკვდავისთვის...
ვიდრე ცოცხლები ვართ, სულიერი სამყარო დაფარულია ჩვენგან. სიკვდილი ამ სამყაროში შესვლაა, აქ ჩვენთვის ყველაფერი ახალია, ეს შეხვედრაა იმ სულებთან, რომელთა ნება–სურვილსაც მთელი ცხოვრება ასრულებდა ადამიანი. ეს სულის გზაა, რომელიც ენით გ...
იხილეთ სრულად
ვიდრე ცოცხლები ვართ, სულიერი სამყარო დაფარულია ჩვენგან. სიკვდილი ამ სამყაროში შესვლაა, აქ ჩვენთვის ყველაფერი ახალია, ეს შეხვედრაა იმ სულებთან, რომელთა ნება–სურვილსაც მთელი ცხოვრება ასრულებდა ადამიანი. ეს სულის გზაა, რომელიც ენით გამოუთქმელ შავ უფსკრულებზე და კლდეებზე გადის, ამ გზას სული მფარველ ანგელოზთან ერთად გაივლის, მას დემონები კვალდაკვალ მისდევენ მტაცებელი მხეცებივით და ნადავლივით უნდათ მისი დაჭერა.
დაე, აზრები განგიმტკიცოს სიკვდილის ხსოვნამ, რომლის დადგომის ჟამიც არავინ უწყის. ამქვეყნიდან ჩვენ გასვლამდე დავშვრეთ სიკეთის ქმნაში – რადგან არ ვიცით, რა დღეს მოგვიწოდებენ, – რათა მოუმზადებელნი არ აღმოვჩნდეთ და საქორწინო კარს მიღმა...
იხილეთ სრულად
დაე, აზრები განგიმტკიცოს სიკვდილის ხსოვნამ, რომლის დადგომის ჟამიც არავინ უწყის. ამქვეყნიდან ჩვენ გასვლამდე დავშვრეთ სიკეთის ქმნაში – რადგან არ ვიცით, რა დღეს მოგვიწოდებენ, – რათა მოუმზადებელნი არ აღმოვჩნდეთ და საქორწინო კარს მიღმა არ დავრჩეთ, ხუთ სულელ ქალწულთან ერთად.
ვერც ერთი ჩვენგანი ვერ დაიიმედებს თავს, რომ მას არ მოევლინება მოულოდნელი სიკვდილი. ის ანაზდად რომ არ მოგვეწიოს და ძრწოლა არ მოგვგვაროს, მის შესახვედრად წინდაწინვე უნდა ვემზადოთ.
ზოგიერთი წმიდანი ღმერთს ევედრებოდა, რომ მისთვის სნეულება გამოეგზავნა, რათა სიკვდილი გაუფრთხილებლად არ მოსულიყო და მონანიების გარეშე არ მომკვდარიყვნენ, არ დაეტოვებინათ ეს სამყარო მანამ, ვიდრე ტანჯვის სიმწარე ხორციელ სიამოვნებათა ყვ...
იხილეთ სრულად
ზოგიერთი წმიდანი ღმერთს ევედრებოდა, რომ მისთვის სნეულება გამოეგზავნა, რათა სიკვდილი გაუფრთხილებლად არ მოსულიყო და მონანიების გარეშე არ მომკვდარიყვნენ, არ დაეტოვებინათ ეს სამყარო მანამ, ვიდრე ტანჯვის სიმწარე ხორციელ სიამოვნებათა ყველა მოგონებას არ გაანადგურებდა. წმიდა წერილში ნათქვამია: „რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის“ (ებრ. 12, 6). შესაბამისად, ვისაც არ სჯის, იმას უხალისოდ იღებს.
ამიტომაც, ნუ გშურს...
ზეციური ცხოვრების რწმენის გარეშე, სიკვდილის შიში უბრალოდ თოკია კისერზე, რომლითაც სიკვდილი განსჯილებს საკუთარი ხახისაკენ მოათრევს. სიცოცხლე ურწმუნოსათვის სხვა არაფერია, თუ არა ქროლვა სიკვდილისა, ქროლვა, რომელიც აშლის და მიმოაბნევს ...
იხილეთ სრულად
ზეციური ცხოვრების რწმენის გარეშე, სიკვდილის შიში უბრალოდ თოკია კისერზე, რომლითაც სიკვდილი განსჯილებს საკუთარი ხახისაკენ მოათრევს. სიცოცხლე ურწმუნოსათვის სხვა არაფერია, თუ არა ქროლვა სიკვდილისა, ქროლვა, რომელიც აშლის და მიმოაბნევს მკვდარ ფერფლს, გაჰქექს და ჩატკეპნის მას მიწაში. უღმერთოს რომ შესძლებოდა ყველაფრის ბოლომდე, ლოგიკურად გააზრება, მას უნდა ეთქვა, სიცოცხლე საერთოდ არ არსებობს, სიკვდილი – ერთადერთი რწმენაა მისი, სიკვდილი – ერთადერთი მარადიუ...
შევეხოთ შინაგან ძალთა შორის ჩვენი არსებობის კიდევ ერთ ძალას, რომელ არს იმედი. იმედის თვისება და ძლიერება ცნობილია ყველასაგან. იმედი მთელ საადამიანო ჭირ-ვარამთა მღელვარე ზღვის განსარინებელი ხომალდია, რომლის უმისოდ ადამიანს ნაბიჯიც ...
იხილეთ სრულად
შევეხოთ შინაგან ძალთა შორის ჩვენი არსებობის კიდევ ერთ ძალას, რომელ არს იმედი. იმედის თვისება და ძლიერება ცნობილია ყველასაგან. იმედი მთელ საადამიანო ჭირ-ვარამთა მღელვარე ზღვის განსარინებელი ხომალდია, რომლის უმისოდ ადამიანს ნაბიჯიც არ შეუძლია გადადგას. იმედით მგზავრობს მგზავრი, იმედით ვაჭრობს ვაჭარი, იმედით სწავლობს მოსწავლე, იმედით ვთესავთ და ვფლავთ თესლს დედამიწაში, - ყოვლადვე ყოველსა შინა სიცოცხლის არსებობას წინ უძღვის ძლევა-მოსილი იმედი და ეს ი...
ზოგიერთი სული ორმოცი დღის შემდეგ მარადიული სიხარულისა და ნეტარების წინასწარ განცდის მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო სხვანი – მარადიული ტანჯვის შიშში. ეს ტანჯვაცა და ნეტარებაც სრულად საშინელი სამსჯავროს შემდგომ დაიწყება. მანამდე კიდევ...
იხილეთ სრულად
ზოგიერთი სული ორმოცი დღის შემდეგ მარადიული სიხარულისა და ნეტარების წინასწარ განცდის მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო სხვანი – მარადიული ტანჯვის შიშში. ეს ტანჯვაცა და ნეტარებაც სრულად საშინელი სამსჯავროს შემდგომ დაიწყება. მანამდე კიდევ არის შესაძლებელი სულის მდგომარეობის შეცვლა, განსაკუთრებით კი, მათთვის უსისხლო მსხვერპლშეწირვით (წირვაში მოხსენიებით) და სხვა ლოცვებით.
როცა ადამიანი ფსიქიურადაა ავად, ან ჯადოთია შეკრული და თავს იკლავს, უფალი იწყალებს, როგორც ეშმას მოწყლულს. ხოლო თუ ადამიანი შეგნებულად იკლავს თავს - ჯოჯოხეთში მიდის. არ შეიძლება მათთვის ლოცვა, მათ სახელზე კეთილი საქმეების კეთება დი...
იხილეთ სრულად
როცა ადამიანი ფსიქიურადაა ავად, ან ჯადოთია შეკრული და თავს იკლავს, უფალი იწყალებს, როგორც ეშმას მოწყლულს. ხოლო თუ ადამიანი შეგნებულად იკლავს თავს - ჯოჯოხეთში მიდის. არ შეიძლება მათთვის ლოცვა, მათ სახელზე კეთილი საქმეების კეთება დიდად ეხმარება მიცვალებულის სულს. ტყუილად კი არ არის დაშვებული, რომ სხვამ მათ სახელზე გასცეს წყალობა და გააკეთოს კეთილი საქმე.