ნუ ეშურებით სიკვდილს თქვენი ცხოვრების შეცდომებით და თქვენ ხელთა ნამოქმედარით აღსასრულს ნუ მოიახლოვებთ.
რადგან სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია და არც ცოცხალთა დაღუპვით ხარობს;
რადგან არსებობისთვის შექმნა ყოველივე და მაცოცხლ...
იხილეთ სრულად
ნუ ეშურებით სიკვდილს თქვენი ცხოვრების შეცდომებით და თქვენ ხელთა ნამოქმედარით აღსასრულს ნუ მოიახლოვებთ.
რადგან სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია და არც ცოცხალთა დაღუპვით ხარობს;
რადგან არსებობისთვის შექმნა ყოველივე და მაცოცხლებელი სამყაროს ყოველი ქმნილება; არ არის მათ შორის დამღუპველი წამალი და არც ჯოჯოხეთის სუფევაა დედამიწაზე.
თ. 1
პირველი ორი დღის განმავლობაში სული შედარებითი თავისუფლებით ტკბება და დედამიწაზე იმ ადგილების მონახულება შეუძლია, რომლებიც მისთვის ძვირფასია, მაგრამ მესამე დღეს იგი სხვა სფეროებში გადაინაცვლებს.
როგორადაც სხეულისაგან სულის გაყრა არის სიკვდილი სხეულისათვის, ასევე სულისთვისაც სიკვდილია ის, თუკი მას ღმერთის წმიდა სული განეშორება. და უმთავრესად სწორედ ესაა სიკვდილი – სულიერი სიკვდილი. სწორედ ამგვარ სიკვდილზე მიუთითებდა ღმერთი...
იხილეთ სრულად
როგორადაც სხეულისაგან სულის გაყრა არის სიკვდილი სხეულისათვის, ასევე სულისთვისაც სიკვდილია ის, თუკი მას ღმერთის წმიდა სული განეშორება. და უმთავრესად სწორედ ესაა სიკვდილი – სულიერი სიკვდილი. სწორედ ამგვარ სიკვდილზე მიუთითებდა ღმერთი, როცა სამოთხეში მყოფ ადამს მცნებას დაუდებდა: „... რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკვდილითა მოსწყდეთ“ (დაბად. 2.17). რამეთუ მაშინ სწორედ ადამის სული ეწია სიკვდილს, რადგან საღმრთო მცნების დარღვევის გამო იგი ღმერთს განეშორა...
როგორც კი გარდაიცვლება ვინმე, უმალ უხმეთ მოძღვარს ან შეატყობინეთ, რათა მიცვალებულს „სულთბრძოლის ლოცვები“ წაუკითხოს, რომლებიც ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის უნდა იკითხებოდეს გარდაცვალების შემდგომ (ან მოახლოებული სიკვდილის დრო...
იხილეთ სრულად
როგორც კი გარდაიცვლება ვინმე, უმალ უხმეთ მოძღვარს ან შეატყობინეთ, რათა მიცვალებულს „სულთბრძოლის ლოცვები“ წაუკითხოს, რომლებიც ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის უნდა იკითხებოდეს გარდაცვალების შემდგომ (ან მოახლოებული სიკვდილის დროს – მთარგ. შენიშვნა). შეძლებისდაგვარად ეცადეთ, რათა წესის აგება ეკლესიაში შესრულდეს, ხოლო წესის აგებამდე მიცვალებულისთვის ფსალმუნი უნდა იკითხებოდეს. აუცილებელი არ არის წესის აგება გულმოდგინედ იყოს მორთულ–მოკაზმული, აუცილ...
რადგანაც სული გარდაცვალების შემდგომ აგრძელებს სიცოცხლეს, სიკეთე რჩება, რომელიც სიკვდილთან ერთად კი არ იკარგება, არამედ იზრდება. სულს სიკვდილის მიერ წარმოქმნილი ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ აბრკოლებს, არამედ იგი უფრო ქმედითია, რადგა...
იხილეთ სრულად
რადგანაც სული გარდაცვალების შემდგომ აგრძელებს სიცოცხლეს, სიკეთე რჩება, რომელიც სიკვდილთან ერთად კი არ იკარგება, არამედ იზრდება. სულს სიკვდილის მიერ წარმოქმნილი ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ აბრკოლებს, არამედ იგი უფრო ქმედითია, რადგან თავის საკუთარ სფეროში მოქმედებს სხეულთან ყოველგვარი კონტაქტის გარეშე, რომელიც მისთვის უფრო დამაბრკოლებელია, ვიდრე სასარგებლო.
რა არის ჩვენი საფლავები? კალო უფლისა, რომელზეც მარცვალივით ითესება სხეული და მათგან, ჩვენთვის შეუცნობელი გზებით, ოდესმე აღმოცენდება ახალი, უკვდავი სხეული, ისევე, როგორც მცირე ზომის გახრწნილი მარცვალი სასწაულებრივად აღმოაცენებს ხოლ...
იხილეთ სრულად
რა არის ჩვენი საფლავები? კალო უფლისა, რომელზეც მარცვალივით ითესება სხეული და მათგან, ჩვენთვის შეუცნობელი გზებით, ოდესმე აღმოცენდება ახალი, უკვდავი სხეული, ისევე, როგორც მცირე ზომის გახრწნილი მარცვალი სასწაულებრივად აღმოაცენებს ხოლმე ულამაზეს თავთავს.
თ. 15, 35–38
საეკლესიო ლოცვებში ჩვენ საგანგებოდ ვითხოვთ, რომ ჩვენი ცხოვრების აღსასრული იყოს ქრისტიანული და ვცდილობთ სინანულისა და წმ. საიდუმლოს მეშვეობით მომზადებულნი შევხვდეთ მას. სიკვდილისათვის მთელი ცხოვრება უნდა ვემზადოთ, მაგრამ განსაკუთრე...
იხილეთ სრულად
საეკლესიო ლოცვებში ჩვენ საგანგებოდ ვითხოვთ, რომ ჩვენი ცხოვრების აღსასრული იყოს ქრისტიანული და ვცდილობთ სინანულისა და წმ. საიდუმლოს მეშვეობით მომზადებულნი შევხვდეთ მას. სიკვდილისათვის მთელი ცხოვრება უნდა ვემზადოთ, მაგრამ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ ის ძვირფასი დღეები, საათები და წუთები, როცა ადამიანი დედამიწას ეთხოვება და მარადიოსობაში მიდის. „რაშიც მოგისწრებთ, იმაშივე განგსჯით“, – ამბობს უფალი. „სიკვდილის დღე გაცილებით დიდია, ვიდ...
რჯულმდებელი (ღმერთი) სიკვდილით აჩერებს ცოდვის გავრცელებას და ამით თვით სასჯელში თავის კაცთმოყვარეობას ავლენს. მიცემული მცნების დარღვევა მან სიკვდილთან დააკავშირა და ამიტომ დაადო ასეთი სასჯელი განდგომილს, მაგრამ ღმერთი ყოველივეს ის...
იხილეთ სრულად
რჯულმდებელი (ღმერთი) სიკვდილით აჩერებს ცოდვის გავრცელებას და ამით თვით სასჯელში თავის კაცთმოყვარეობას ავლენს. მიცემული მცნების დარღვევა მან სიკვდილთან დააკავშირა და ამიტომ დაადო ასეთი სასჯელი განდგომილს, მაგრამ ღმერთი ყოველივეს ისე აწესრიგებს რომ თვით სასჯელი გადარჩენას ემსახურება. სიკვდილი შლის ამ ჩვენს ცოცხალ ბუნებას და, ამგვარად, ერთი მხრივ, აჩერებს ბოროტების მოქმედებას, მეორე მხრივ კი, ადამიანს კურნავს სნეულებისაგან, ათავისუფლებს ჯაფისგან, სპ...