ეპიტიმიაში იგულისხმება აკრძალვა ან დასჯა (შდრ. 2 კორ. 2, 6), რომელსაც ეკლესიის კანონების შესაბამისად მღვდელმსახური, როგორც სასულიერო პირი, განუსაზღვრავს ზოგ მონანულ ქრისტიანს მის ზნეობრივ სენთაგან განსაკურნელბლად. ეპიტიმიების მაგა...
იხილეთ სრულად
ეპიტიმიაში იგულისხმება აკრძალვა ან დასჯა (შდრ. 2 კორ. 2, 6), რომელსაც ეკლესიის კანონების შესაბამისად მღვდელმსახური, როგორც სასულიერო პირი, განუსაზღვრავს ზოგ მონანულ ქრისტიანს მის ზნეობრივ სენთაგან განსაკურნელბლად. ეპიტიმიების მაგალითებია: განსაკუთრებით მკაცრი მარხვა, სინანულის ლოცვანი მეტანიების გარკვეულ რაოდენობასთან ერთად და სხვა. ძველი ეკლესიის პრაქტიკაში ეპიტიმიის ძირითადის სახე იყო გარკვეული დროით წმინდა საიდუმლოსთან – ზიარებისაგან განყენება...
ეშმაკს არ მიესვლება სულში, როდესაც იგი არანაირ ვნებას არ ასაზრდოებს. მაშინ ის ნათელია და ეშმაკს მისი შეხედვა არ ძალუძს. როდესაც სული ვნების აღძვრას დაუშვებს და დაეთანხმება მას, მაშინ დაბნელდება, ეშმაკი დაინახავს, თამამად მიუახლოვდ...
იხილეთ სრულად
ეშმაკს არ მიესვლება სულში, როდესაც იგი არანაირ ვნებას არ ასაზრდოებს. მაშინ ის ნათელია და ეშმაკს მისი შეხედვა არ ძალუძს. როდესაც სული ვნების აღძვრას დაუშვებს და დაეთანხმება მას, მაშინ დაბნელდება, ეშმაკი დაინახავს, თამამად მიუახლოვდება და იწყებს მასში ბატონობას. სულს უმთავრესად ორი მთავარი მოძრაობა აშფოთებს – სიძვა და მრისხანება.
ეპიტიმიები სასჯელის ხასიათს ატარებს, ოღონდ არა პირდაპირი გაგებით და არა „ცოდვათა ჩადენის გამო ღმერთის დასაკმაყოფილებლად“, როგორც რომაელი ღვთისმეტყველნი (კათოლიკეები) ასწავლიან. ეს არის გამოსასწორებელი, აღმზრდელობითი ქმედებანი. მათ...
იხილეთ სრულად
ეპიტიმიები სასჯელის ხასიათს ატარებს, ოღონდ არა პირდაპირი გაგებით და არა „ცოდვათა ჩადენის გამო ღმერთის დასაკმაყოფილებლად“, როგორც რომაელი ღვთისმეტყველნი (კათოლიკეები) ასწავლიან. ეს არის გამოსასწორებელი, აღმზრდელობითი ქმედებანი. მათი მიზანია, გააღრმაოს წუხილი ჩადენილ ცოდვათა გამო და დაეხმაროს გამოსწორებაში.
ის ვინც სულიერად იღვწის, თავს ესხმის თავის მტერს – ეშმაკს და ამიტომაც თავადაც განიცდის შემოტევებს მისი მხრიდან. ადამიანი, რომელიც ამარცხებს უსხეულო მტერს, ქრისტეს გვირგვინით შეიმკობა.
ეპიტიმია უწესდება მხოლოდ ზოგ მონანულ ქრისტიანს და არა ყველას. მათ, ვისაც ცოდვათა სიმძიმისა თუ სინანულის თავისებურებათა გამო ეს სულიერი საშუალებანი ესაჭიროებათ.
არასწორია, როდესაც ვინმე თავისუფალი ნების დათრგუნვას მორჩილებას უწოდებს. მორჩილება თავისუფალი ნების დათრგუნვას კი არ ეწოდება, არამედ ამ ნების წარმართვას დამორჩილებისაკენ. სწორედ ამის სწავლას ავითარებს სამონასტრო ცხოვრება არსობრივა...
იხილეთ სრულად
არასწორია, როდესაც ვინმე თავისუფალი ნების დათრგუნვას მორჩილებას უწოდებს. მორჩილება თავისუფალი ნების დათრგუნვას კი არ ეწოდება, არამედ ამ ნების წარმართვას დამორჩილებისაკენ. სწორედ ამის სწავლას ავითარებს სამონასტრო ცხოვრება არსობრივად, რამეთუ სიკეთეა თავისუფალი ნებაც და საღმრთო მორჩილებაც. მიზანი ამ ორი სიკეთის ერთმანეთთან დაკავშირებაა. სხვა შემთხვევაში გამოვა, რომ მთელი ჩვენი მოვალეობა იმ ნებელობის ჩახშობა ყოფილა, რომლის დამფუძნებელიც თავად უფალია....
ერთი წმიდა ბერი იყო და ერთი მორჩილი ჰყავდა. ამ ბერმა უთხრა მორჩილს, - წადი ბაღში და კომბოსტოს ჩითილი უკუღმა ჩარგე. მორჩილმა გაიფიქრა, - სიბერისგან რას ამბობს თვითონაც არ იცისო და ჩითილი წაღმა ჩარგო. ნერგმა არ გაიხარა. ამის გამო ბე...
იხილეთ სრულად
ერთი წმიდა ბერი იყო და ერთი მორჩილი ჰყავდა. ამ ბერმა უთხრა მორჩილს, - წადი ბაღში და კომბოსტოს ჩითილი უკუღმა ჩარგე. მორჩილმა გაიფიქრა, - სიბერისგან რას ამბობს თვითონაც არ იცისო და ჩითილი წაღმა ჩარგო. ნერგმა არ გაიხარა. ამის გამო ბერმა უთხრა: აი, ეს არის ურჩობის ნაყოფიო. მორჩილმა გულისხმაჰყო და პატიება სთხოვა. წავიდა და ჩითილი უკუღმა ჩარგო. გაიხარა ნერგმა. აი, ეს უკვე მორჩილების ნაყოფია, - მიუგო ბერმა მორჩილს.
მორჩილებაში ყოფნა აღემატება წირვაზე და...
ადამიანი, რომელიც ვნებებს ემონება, ეშმაკს საკუთარ თავზე ძალაუფლებას ანიჭებს. მთელი შენი ვნებები სახეში მიახალე ეშმაკს, ეს უნდა ღმერთსაც, ეს თვით შენს პირად ინტერესებშია. ანუ მრისხანება, სიჯიუტე და მისი მსგავსი ვნებები მტრის წინააღ...
იხილეთ სრულად
ადამიანი, რომელიც ვნებებს ემონება, ეშმაკს საკუთარ თავზე ძალაუფლებას ანიჭებს. მთელი შენი ვნებები სახეში მიახალე ეშმაკს, ეს უნდა ღმერთსაც, ეს თვით შენს პირად ინტერესებშია. ანუ მრისხანება, სიჯიუტე და მისი მსგავსი ვნებები მტრის წინააღმდეგ მიმართე, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, შენი ვნებები მას მიჰყიდე, აღებული თანხით კი რიყის ქვა იყიდე და დაუშინე ეშმაკს, რომ შენთან მოახლოებაც ვერ გაბედოს. ჩვეულებრივ ჩვენ, ადამიანები, უყურადღებობით ან ამპარტავნული აზრები...
ეშმაკი მორჩილების წინააღმდეგ მთელი თავისი ძალით და მზაკვრობით ჯანყდება. ის მოწაფეს ბერის არარსებულ და არსებულ ცოდვებს უჩვენებს. ამათგან მეორეს კი დამახინჯებულს, თითქოსდა გამადიდებელი მინის ქვეშ დაანახებს. თუ მოწაფემ მადლი მოიხვეჭა...
იხილეთ სრულად
ეშმაკი მორჩილების წინააღმდეგ მთელი თავისი ძალით და მზაკვრობით ჯანყდება. ის მოწაფეს ბერის არარსებულ და არსებულ ცოდვებს უჩვენებს. ამათგან მეორეს კი დამახინჯებულს, თითქოსდა გამადიდებელი მინის ქვეშ დაანახებს. თუ მოწაფემ მადლი მოიხვეჭა მაშინ ის იტყვის: “მე ბერისა მეტად მჯერა, ვიდრე საკუთარი თვალებისა და ყურებისა, რადგან ისინი არც თუ იშვიათად ცრუობენ”. სხვა შემთხვევაში მან უნდა თქვას: “ჩემი დამრიგებელი ისევე ცოდვილია, როგორც ყოველი ადამიანი, მაგრამ “ძა...