უკეთუ მორჩილ გუექმნა, ფრიადი სასყიდელი მიიღო ღვთისაგან და ნეტარება მორჩილთა დაიმკვიდრო დიდებასა მას უხილავსა; ხოლო უკეთუ ურჩებაი შეიმოსო, ურჩებისა პატიჟსა ზღუელ იქმნე მიცემად, ინებე უკვე შენცა მსახურება ძმათა, რომელი მოგატყვებს (მ...
იხილეთ სრულად
უკეთუ მორჩილ გუექმნა, ფრიადი სასყიდელი მიიღო ღვთისაგან და ნეტარება მორჩილთა დაიმკვიდრო დიდებასა მას უხილავსა; ხოლო უკეთუ ურჩებაი შეიმოსო, ურჩებისა პატიჟსა ზღუელ იქმნე მიცემად, ინებე უკვე შენცა მსახურება ძმათა, რომელი მოგატყვებს (მოგიტანს) დიდებასა, ვითარცა იტყვის უფალი ჩვენი იესო ქრისტე. რომელსა უნდეს თქვენ შორის დიდ ყოფა, იყოს იგი ყოველთა მონა და მსახურ “და აწ ჯერ არს შენდა, რათა დიდების მომატყუებელი დიდება მიიღო”
არ წარმოიქმნება ღრუბელი ქარის გარეშე, არც ვნება იბადება აზრის გარეშე
link
ეს კაცნი, დიდად გასაკვირვებელნი ყოველთ სიტყვიერთ გონებათაგან, შორითვე იყვნენ ღვთისაგან გაცნობილნი და საუკუნითგან გამორჩეულნი და იმ მაღალს მოციქულობის სამსახურზე განწესებულნი, როგორც რომ ითქვა ცად პირმეტყველად სახელდებითა: “და დაად...
იხილეთ სრულად
ეს კაცნი, დიდად გასაკვირვებელნი ყოველთ სიტყვიერთ გონებათაგან, შორითვე იყვნენ ღვთისაგან გაცნობილნი და საუკუნითგან გამორჩეულნი და იმ მაღალს მოციქულობის სამსახურზე განწესებულნი, როგორც რომ ითქვა ცად პირმეტყველად სახელდებითა: “და დაადგინნე იგინი მთავრად ყოველთა წარმართთა ზედა. და ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი”. როგორც რომ თვითვე ყოვლად წმინდა სული გვიწამებს სანატრელისა პავლეს პირითა: ვითარცა იგი გამოგვირჩივნა ჩვ...
link
ასე უყურებდნენ წმ. მოციქულები მწუხარებასა და დევნას, რომელთაც ისინი განიცდიდნენ ქრისტეს სწავლის გავრცელების დროს ქვეყნის კიდიდან კიდემდე. მაგრამ ამ მწუხარებით მოცულ ცხოვრების გამო, ისინი არათუ სასოწარკვეთილებას არ მიეცემოდნენ, არა...
იხილეთ სრულად
ასე უყურებდნენ წმ. მოციქულები მწუხარებასა და დევნას, რომელთაც ისინი განიცდიდნენ ქრისტეს სწავლის გავრცელების დროს ქვეყნის კიდიდან კიდემდე. მაგრამ ამ მწუხარებით მოცულ ცხოვრების გამო, ისინი არათუ სასოწარკვეთილებას არ მიეცემოდნენ, არამედ პირიქით, კიდეც ხარობდნენ, დარწმუნებულნი იმაში, რომ დროებითი მწუხარების ჯვარი მეტად ხელშემწყობი იყო მათთვის, როგორც ღვთის სასუფევლისაკენ წამყვანი საშუალება, რომლის მიღწევა სხვა, უფრო ფართო გზით შეუძლებელიცაა. ამრიგად,...
ვნება კერპს ჰქმნის: ვნებით დატყვევებული ადამიანი ამ ვნების საგნის – სხვა ადამიანის აღქმაში რეალობის შეგრძნებას კარგავს და იმ ღირსებებს მიაწერს, რაც მას არ ახასიათებს. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ვნება ყოველთვის ბრმაა, ის ყოველთვის...
იხილეთ სრულად
ვნება კერპს ჰქმნის: ვნებით დატყვევებული ადამიანი ამ ვნების საგნის – სხვა ადამიანის აღქმაში რეალობის შეგრძნებას კარგავს და იმ ღირსებებს მიაწერს, რაც მას არ ახასიათებს. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ვნება ყოველთვის ბრმაა, ის ყოველთვის ცრუობს. თავად ბრმა, გონებასაც აბრმავებს და ორივენი ერთ ორმოში ცვივიან: „ეტყოდა მათ იგავსაცა: ნუ ხელეწიფების ბრმასა ბრმისა წინა ძღუანვად? არამეა ორნივე ჯურღმულსა შთაცვივენ? (ლკ. 6, 39).
link
დიდებულო ქრისტეს მოციქულთა თაო! ახალსა ამას ერსა საღმრთოსა ეკლესიასა ნესტვად-მატკბილად საღმრთო შჯული და გამტკიცე, ნეტარო; რამეთუ ძირი უღმრთოებისა – განჰფხუარ უმაღლეს, უფროს ცათა შინა მაღალთა; ლირწება – ჰურიათა – დაანთქ ქუესკნელთა,...
იხილეთ სრულად
დიდებულო ქრისტეს მოციქულთა თაო! ახალსა ამას ერსა საღმრთოსა ეკლესიასა ნესტვად-მატკბილად საღმრთო შჯული და გამტკიცე, ნეტარო; რამეთუ ძირი უღმრთოებისა – განჰფხუარ უმაღლეს, უფროს ცათა შინა მაღალთა; ლირწება – ჰურიათა – დაანთქ ქუესკნელთა, აჰყედ სამ ცამდე, ღმრთივ სწავლულ იქმენ; აცხოვნენ კაცნი, იხსენ სოფელი, ვითარცა მზე რა – აღავსე სოფლით. ლოცვით მადლობა ღმრთისა – მოგუმადლე, ეშმაკთა მტერთა საბრთხენი დაჰხსნენ