თვითმკვლელობა – საკუთარ თავში სიცოცხლის სიძულვილიც სულიწმიდის გმობაა, რადგანაც სულიწმიდა იწოდება სიცოცხლის მომნიჭებელად. როდესაც ადამიანი სიცოცხლეს იღებს ცხოველი სულისაგან და იმის არცოდნით, თუ საიდან მიეცა ეს საჩუქარი, არ მადლობს ...
იხილეთ სრულად
თვითმკვლელობა – საკუთარ თავში სიცოცხლის სიძულვილიც სულიწმიდის გმობაა, რადგანაც სულიწმიდა იწოდება სიცოცხლის მომნიჭებელად. როდესაც ადამიანი სიცოცხლეს იღებს ცხოველი სულისაგან და იმის არცოდნით, თუ საიდან მიეცა ეს საჩუქარი, არ მადლობს ღმერთს, ეს მიეტევება მას. ხოლო თუკი ვინმე, სულისაგან მიღებულ სიცოცხლეს ზიზღით უარყოფს, არ მიეტევება არც ამ საუკუნეში და არც მომავალში. ამას რომ ჩავწვდეთ, გავერკვეთ, თუ რას ნიშნავს „მიტევება“. მიუტევო ცოდვილს ცოდვანი – ნი...
ჭეშმარიტი მონობა არის მხოლოდ ერთი – მონობა ცოდვისა და ჭეშმარიტი თავისუფლება არის მხოლოდ ერთი – აღდგომა ღმერთში. სანამ ადამიანი არ მიაღწევს ქრისტეში თავის აღდგომას, მანამ მასში ყველაფერი დამახინჯებულია, სიკვდილის შიშით, მაშასადამე,...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი მონობა არის მხოლოდ ერთი – მონობა ცოდვისა და ჭეშმარიტი თავისუფლება არის მხოლოდ ერთი – აღდგომა ღმერთში. სანამ ადამიანი არ მიაღწევს ქრისტეში თავის აღდგომას, მანამ მასში ყველაფერი დამახინჯებულია, სიკვდილის შიშით, მაშასადამე, ცოდვების მონობითაც, ხოლო აღდგომის მადლის ჯერ კიდევ შეუმეცნებელიდან დამახინჯებას გაურბიან მხოლოდ ისინი, რომელთა შესახებ ნათქვამია: „ნეტარ არიან რომელნი არა ჰხედავენ, მაგრამ ჰრწმენეს“.
თვითმკვლელების მნიშვნელოვანი ნაწილი – ეს სწორედ ის ხალხია, ვინც მიწიერ სილამაზეს ხოტბას ასხამდა, მას, როგორც კერპს ემსახურეობდა და მასში ბედნიერებას ეძიებდა. კერპი – ეს ოქროთი დაფარული ქვის ან თიხის ქანდაკებაა: ის შორიდან ბზინავს,...
იხილეთ სრულად
თვითმკვლელების მნიშვნელოვანი ნაწილი – ეს სწორედ ის ხალხია, ვინც მიწიერ სილამაზეს ხოტბას ასხამდა, მას, როგორც კერპს ემსახურეობდა და მასში ბედნიერებას ეძიებდა. კერპი – ეს ოქროთი დაფარული ქვის ან თიხის ქანდაკებაა: ის შორიდან ბზინავს, ხშირი შეხებისგან კი ოქრო სცილდება.იქნებ სწორედ ამიტომაცაა თვითმკვლელთა დიდი ნაწილი ლოთებსა და პოეტებს შორის.
უბედური, ტანჯული თვითმკვლელები!.. თქვენ უარყავით გამოხსნა, ხანმოკლე მიწერი განმწმედელი ტანჯვანი – ტკბილი იმათთვის, ვინც მიიღო, ო, ბევრად უფრო ტკბილი, ვიდრე ის მოჩვენებითი სიამენი, რომელზე დარდითაც გარდაიცვალეთ. დიახ, თქვენ საკუთარ...
იხილეთ სრულად
უბედური, ტანჯული თვითმკვლელები!.. თქვენ უარყავით გამოხსნა, ხანმოკლე მიწერი განმწმედელი ტანჯვანი – ტკბილი იმათთვის, ვინც მიიღო, ო, ბევრად უფრო ტკბილი, ვიდრე ის მოჩვენებითი სიამენი, რომელზე დარდითაც გარდაიცვალეთ. დიახ, თქვენ საკუთარი ნებით გააკეთეთ ის, რაც გიკარნახათ, ჩაგჩურჩულათ ბოროტმა ძალამ, რომელსაც მაშინ თქვენზე არავითარი ძალაუფლება არ ჰქონდა, მაგრამ თქვენვე შეგეძლოთ არ ჩაგედინათ ეს. თქვენს ხელთ იყო გცოდნოდათ, რომ არსებობს ღმერთი და რომ იგი არ...
ცუდად მრისხანე კაცი ვერარასა სათნოებასა მოიღვაწებს და, უკეთუმცა მოიღვაწა, რისხვითავე თვისითა დაარღვევს. ცუდად მრისხანესა კაცსა არა უვის კაცთაგანი მოყვასად, არცა კეთილისა მთქმელ, არცა ძმანი, არცა შვილნი, არცა სხვანი რაივე. მრისხანე...
იხილეთ სრულად
ცუდად მრისხანე კაცი ვერარასა სათნოებასა მოიღვაწებს და, უკეთუმცა მოიღვაწა, რისხვითავე თვისითა დაარღვევს. ცუდად მრისხანესა კაცსა არა უვის კაცთაგანი მოყვასად, არცა კეთილისა მთქმელ, არცა ძმანი, არცა შვილნი, არცა სხვანი რაივე. მრისხანესა კაცსა ვერა შეაგონებს ერთგული, ვერა შემართებს კადნიერი, ვერასა უმჯობესსა ეტყვის თანაგანმზრახი. მრისხანე კაცი ვერასოდეს განისვენებს, ოდესცა მოცალე იყოს, ვერაოდეს მხიარულ ჰყოფს თავსა თვისსა, თუცა შვილისაცა ქორწილი აქვნდე...
ეს სულიერი სენი, რისხვა, არის ამპარტავნების ნაშობი, რომლის სისასტიკე მეხისებურ ძლიერებით გამანადგურებელია სულიერ არსებათა შორის ყოველივე სიკეთისა. ამპარტავნება შობს მრისხანებას, ხოლო მრისხანება ათრობს ადამიანის გონებას და მიზეზია ...
იხილეთ სრულად
ეს სულიერი სენი, რისხვა, არის ამპარტავნების ნაშობი, რომლის სისასტიკე მეხისებურ ძლიერებით გამანადგურებელია სულიერ არსებათა შორის ყოველივე სიკეთისა. ამპარტავნება შობს მრისხანებას, ხოლო მრისხანება ათრობს ადამიანის გონებას და მიზეზია მოუფიქრებელ განუსჯელ მოქმედებათა. ამპარტავნება და მრისხანება მძვინვარე მტერია ადამიანთა შორის სიყვარულისა და წყაროა სიძულვილისა და განხეთქილებისა. კიდეც ამით არის ამპარტავნება საშინელი სენი რომ მისი შედეგი, გინა ნაშობი მ...
განრისხება ანუ გაჯავრება სამი სახისაა. მრისხანება სამართლიანი, კანონიერი და ღვთისთვის სათნო მაშინ იქნება, როცა კაცი სამართლიანად, საფუძვლიანად და მძიმე მიზეზის გამო ჯავრობს. მაგალითად, როცა კაცი ღმრთის გმობას, სარწმუნოების დაცინვა...
იხილეთ სრულად
განრისხება ანუ გაჯავრება სამი სახისაა. მრისხანება სამართლიანი, კანონიერი და ღვთისთვის სათნო მაშინ იქნება, როცა კაცი სამართლიანად, საფუძვლიანად და მძიმე მიზეზის გამო ჯავრობს. მაგალითად, როცა კაცი ღმრთის გმობას, სარწმუნოების დაცინვას ან სხვა მსგავს რამეს გაიგონებს; როცა კაცი ხედავს, რომ ვიღაც გარყვნილი თვითონაც უგზო-უკვლოდ ცხოვრობს და სხვებსაც აფუჭებს; როცა ვინმე ბოროტსა და უსამართლო კაცს ხედავს, რომელიც თავის მოყვასს ტანჯავს, ან ღმრთისა და ხელმწიფ...
ხედავა, ვითარ ცუდად მრისხანებისათვის სასჯელსა მისცემს უფალი? რამეთუ არს მარადის მრისხანება გლისპი. მრისხანება არს უბოროტესი ყოვლისა ცოდვისა. არა ვიტყვი სწავლათათვის შერისხვასა ბოროტად ხელქვეშეთთა თვისთა ზედა, რომლისათვის იტყვის და...
იხილეთ სრულად
ხედავა, ვითარ ცუდად მრისხანებისათვის სასჯელსა მისცემს უფალი? რამეთუ არს მარადის მრისხანება გლისპი. მრისხანება არს უბოროტესი ყოვლისა ცოდვისა. არა ვიტყვი სწავლათათვის შერისხვასა ბოროტად ხელქვეშეთთა თვისთა ზედა, რომლისათვის იტყვის დავით და ფსალმუნსა შინა: "განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ. და რა სთქვათ გულთა შინა თქვენთა, სარეცელთა თქვენთა ზედა შეინანეთ". ვსძაგებ ცუდსა მრისხანებასა, რომელ არს სიგლისპე, რომელი საძაგელ არს წინაშე ღმრთისა და საძულველ კაცთა...
უღმერთო, მოძულე და მადევარი უფლის ჭეშმარიტებისა აძაგებს სულს. თვითმკვლელი, სიცოცხლის მოძულე და საკუთარ თავში მისი მკვლელი აძაგებს სულს, რამეთუ სულიწმიდა იწოდება ჭეშმარიტების სულად და სიცოცხლის მომნიჭებელად. სახარებაში იოანესაგან დ...
იხილეთ სრულად
უღმერთო, მოძულე და მადევარი უფლის ჭეშმარიტებისა აძაგებს სულს. თვითმკვლელი, სიცოცხლის მოძულე და საკუთარ თავში მისი მკვლელი აძაგებს სულს, რამეთუ სულიწმიდა იწოდება ჭეშმარიტების სულად და სიცოცხლის მომნიჭებელად. სახარებაში იოანესაგან დაწერილია, რომ უფალმა იესო ქრისტემ სამჯერ უწოდა სულიწმიდას ჭეშმარიტების სული (იოანე 14, 17; 15, 26; 16, 13). ვინც განდგომილი აბუჩად იგდებს ჭეშმარიტებას, იგი განეშორება სულიწმიდას და დასცინის მას. რამეთუ იგია – სული და ჭეშ...
სიკვდილის ყველაზე ტრაგიკული სახეობაა – თვითმკვლელობა. თვითმკვლელი საკუთარ თავს ცოცხალთა სიიდან შლის, მაგრამ მკვდრებსაც არ სურთ მისი მიღება. ძველად თვითმკვლელებს სასაფლაოზეც არ მარხავდნენ, მათ საფლავებს არ ასხივოსნებდა ჯვარი, საფლა...
იხილეთ სრულად
სიკვდილის ყველაზე ტრაგიკული სახეობაა – თვითმკვლელობა. თვითმკვლელი საკუთარ თავს ცოცხალთა სიიდან შლის, მაგრამ მკვდრებსაც არ სურთ მისი მიღება. ძველად თვითმკვლელებს სასაფლაოზეც არ მარხავდნენ, მათ საფლავებს არ ასხივოსნებდა ჯვარი, საფლავის ქვაზე სანთელს არ ანთებდნენ. მათ სადღაც, გზის განაპირას, ადამიანის საცხოვრებლისაგან მოშორებით მარხავდნენ და როგორც კეთროვნებს, ისე გაურბოდნენ.