უნდა ვთქვათ, რომ ხორციელი სიყვარულის უნარიც ცხოველურია. მაგრამ მამაკაცს და დედაკაცს ერთმანეთი რომ უყვართ, შესაძლებლობა ეძლევათ, შექმნან ოჯახი. მათ თავიანთი არჩევანი და გადაწყვეტილება ღვთის წინაშე, ღვთისადმი სიყვარულით უნდა მიიღონ....
იხილეთ სრულად
უნდა ვთქვათ, რომ ხორციელი სიყვარულის უნარიც ცხოველურია. მაგრამ მამაკაცს და დედაკაცს ერთმანეთი რომ უყვართ, შესაძლებლობა ეძლევათ, შექმნან ოჯახი. მათ თავიანთი არჩევანი და გადაწყვეტილება ღვთის წინაშე, ღვთისადმი სიყვარულით უნდა მიიღონ. ასეთი ოჯახი წმინდაა და უბიწო. წმინდა პავლე მოციქული სწორედ ამგვარ შექმნილ ოჯახზე ამბობს: წმინდაა ოჯახი, რომელიც უფლისგან იკურთხებაო. უფალი თავად იყო მისული ქორწილში და ტრაპეზი გაიზიარა მექორწილეებთან. აქედანაც ჩანს, რომ...
ნამდვილი ლოცვა – ეს სიამოვნება, „ნირვანა“ კი არაა, იგი ტკივლიდან იწყება. რა ტკივილია ეს? ადამიანი იტანჯება ამ სიტყვის კარგი გაგებით. მას სტკივა, იგი კვნესის, იტანჯება, რაზეც არ უნდა ლოცულობდეს. იცით რას ნიშნავს „ტანჯვა“? დიახ, ის ...
იხილეთ სრულად
ნამდვილი ლოცვა – ეს სიამოვნება, „ნირვანა“ კი არაა, იგი ტკივლიდან იწყება. რა ტკივილია ეს? ადამიანი იტანჯება ამ სიტყვის კარგი გაგებით. მას სტკივა, იგი კვნესის, იტანჯება, რაზეც არ უნდა ლოცულობდეს. იცით რას ნიშნავს „ტანჯვა“? დიახ, ის იტანჯება იმიტომ, რომ საერთო ადამიანურ ან რომელიმე კონკრეტული ადამიანის ტკივილში თანამონაწილეობს. ამ თანამონაწილეობისათვის, ამ ტკივილისათვის ღმერთი აჯილდოვებს მას საღვთო სიხარულით. რა თქმა უნდა, ადამიანი არ ითხოვს საღვთო ...
ო, ადამიანო, ისწავლე ქრისტესმიერი მორჩილება და უფალი მოგცემს შენ ლოცვის სიტკბოების განცდას. თუ გინდა სუფთად ილოცო, იყავი მორჩილი, თავშეკავებული, სუფთად თქვი აღსარება და შეგიყვარებს შენ ლოცვა. იყავი გამგონე, მადლიანი კეთილი სინდისი...
იხილეთ სრულად
ო, ადამიანო, ისწავლე ქრისტესმიერი მორჩილება და უფალი მოგცემს შენ ლოცვის სიტკბოების განცდას. თუ გინდა სუფთად ილოცო, იყავი მორჩილი, თავშეკავებული, სუფთად თქვი აღსარება და შეგიყვარებს შენ ლოცვა. იყავი გამგონე, მადლიანი კეთილი სინდისით დაემორჩილე ხელისუფლებას და იყავი კმაყოფილი ყველასი. აი, მაშინ შენი გონება გასუფთავდება ამაო ზრახვებისაგან. გახსოვდეს, რომ გხედავს უფალი და იყავი შიშში, რომ არ აწყენინო რაიმეთი ძმას; არ განიკითხო იგი, არ დაადარდიანო თუნ...
ნურასოდეს შეწყვეტთ ლოცვას. ილოცეთ ჭამის წინ და მის შემდეგ, დილით, დღისით, საღამოთი. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სერობის ლოცვების კითხვას, – როგორ დაკავებულნი და დაღლილნიც უნდა იყოთ, ნუ გამოტოვებთ მას. ეს თქვენი შესაწირია და,...
იხილეთ სრულად
ნურასოდეს შეწყვეტთ ლოცვას. ილოცეთ ჭამის წინ და მის შემდეგ, დილით, დღისით, საღამოთი. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სერობის ლოცვების კითხვას, – როგორ დაკავებულნი და დაღლილნიც უნდა იყოთ, ნუ გამოტოვებთ მას. ეს თქვენი შესაწირია და, უპირველეს ყოვლისა, თქვენი სიყვარულის გამოხატულება. როდესაც გვიან ღამით დაგირეკავთ ახლობელი, ხომ გავიწყდებათ დაღლილობა, შეგიძლიათ საათობით ელაპარაკოთ მას და სულაც არ საყვედურობთ გვიანი ზარის გამო, პირიქით, ბედნიერი ხართ,...
ნათელი, სითბო და სიმშვიდეა ჩემში, როდესაც მთელი არსებით მივმართავ სიმართლის მზეს, ჩემს ღმერთს – ქრისტეს. და დნება ჩემი გულის ყინული, მოისპობა უწმინდურობა და მისი გესლი, ქრება წყვდიადი, გარბის სულიერი სიკვდილი, ზეციური ცხოვრება მეფ...
იხილეთ სრულად
ნათელი, სითბო და სიმშვიდეა ჩემში, როდესაც მთელი არსებით მივმართავ სიმართლის მზეს, ჩემს ღმერთს – ქრისტეს. და დნება ჩემი გულის ყინული, მოისპობა უწმინდურობა და მისი გესლი, ქრება წყვდიადი, გარბის სულიერი სიკვდილი, ზეციური ცხოვრება მეფობს, აღარაფერი მიწიერი აღარ მაკავებს.
ყოველმა ჩვენგანმა ჩვენი ახალგაზრდები ოჯახური ცხოვრებისათვის უნდა მოვამზადოთ. ამ საკითხით სახელმწიფოც, ეკლესიაც, ოჯახიც და სასწავლებლებიც უნდა დაინტერესდეს. მტკიცე ოჯახი - მტკიცე სახელმწიფოა
ნუ იტყვით უარს სხვაზე ლოცვაზე იმის მიზეზით, რომ თავზეც კი ვერ შეგითხოვიათ ლოცვა უფლისათვის. გეშინოდეთ იმისა, რომ მართლაც ვერ შეავედრებთ თავს უფალს, თუ სხვაზე არ ილოცებთ.