აუცილებელია მოღვაწებრივი სული, სიმდაბლე, ღვთისმოსაობა, მსხვერპლშეწირვა. თუ სულიწმიდის მადლი არა აქვს, ადამიანი სრულიად უვარგისია. სულიწმიდა არის სინათლე – საღმრთო სინათლე. ამაშია ყველაფრის საფუძველი. თუ ადამიანი ვერ ხედავს, ის შეს...
იხილეთ სრულად
აუცილებელია მოღვაწებრივი სული, სიმდაბლე, ღვთისმოსაობა, მსხვერპლშეწირვა. თუ სულიწმიდის მადლი არა აქვს, ადამიანი სრულიად უვარგისია. სულიწმიდა არის სინათლე – საღმრთო სინათლე. ამაშია ყველაფრის საფუძველი. თუ ადამიანი ვერ ხედავს, ის შესაძლოა, მინას შეასკდეს, ფლატედან გადავარდეს, სიბინძურით სავსე ორმოში, ან სულაც უფსკრულში ჩავარდეს, მან არ იცის, საით მიდის, იმიტომ, რომ სინათლეს მოკლებულია. მაგრამ თუ იგი მცირეოდენს ხედავს, მაშინ გაფრთხილდება მაინც. ხოლო ...
თუ მდიდარი და წარჩინებული ხარ, ყოველივე ეს ღმერთმა იმიტომ მოგცა, რომ კეთილად ისარგებლო შენი მდგომარეობით და არა მხოლოდ აქ მცირე ხნით იყო რჩეული, არამედ მარადიულად, სერობასა შინა ღმრთისასა. ხოლო თუ მდაბალი და ღარიბი ხარ, შენი ასეთი...
იხილეთ სრულად
თუ მდიდარი და წარჩინებული ხარ, ყოველივე ეს ღმერთმა იმიტომ მოგცა, რომ კეთილად ისარგებლო შენი მდგომარეობით და არა მხოლოდ აქ მცირე ხნით იყო რჩეული, არამედ მარადიულად, სერობასა შინა ღმრთისასა. ხოლო თუ მდაბალი და ღარიბი ხარ, შენი ასეთი მდგომარეობა ღმრთისაგან მოწოდებად უნდა მიიღო, ჰმადლობდე უფალს და რჩეულთა შორის შენც მოხვდები. გაიხსენე, რომ როცა მდიდრებმა ღმერთისაგან მიწვევა უარყვეს, მან მონანი წარგზავნა და სახლში უცხონი, ღარიბნი და გლახაკნი შემოიყვან...
კაცი, რომელმაც თუმცა სცოდა, მაგრამ მონანიების შედეგად სრულად განიწმინდა. რადგან ცოდვისათვის სრულიად თავის არიდება არავის შეუძლია, გარდა იმ ჩვილებისა, რომელთაც მიიღეს რა ნათლისღების მადლი, მანამდე გარდაიცვალნენ, ვიდრე ცოდვასა და მა...
იხილეთ სრულად
კაცი, რომელმაც თუმცა სცოდა, მაგრამ მონანიების შედეგად სრულად განიწმინდა. რადგან ცოდვისათვის სრულიად თავის არიდება არავის შეუძლია, გარდა იმ ჩვილებისა, რომელთაც მიიღეს რა ნათლისღების მადლი, მანამდე გარდაიცვალნენ, ვიდრე ცოდვასა და მადლს შეიცნობდნენ; ამიტომ რჩეული, ანუ ცხონებული ის იქნება, ვინც ღრმად შეიგნო თავისი ცოდვა, გულითა და სულით შეწუხდა და შეიძულა იგი. ჭეშამრიტ მონანულს ყოველთვის ახსოვს, რა დიდი და ძნელი საქმეა კეთილ;ი ქრისტიანული ცხოვრება და...
ადამის მეორე ცოდვა ღვთისადმი ურჩობა იყო, სურვილი თვითონ გამხდარიყო „ვითარცა ღმერთი“ (დაბ. 3, 5), სურვილი თავისუფლებისა არა ღმერთში, არამედ ღვთის გარეშე. ამიტომ მადლის მოსახვეჭად ადამიანმა მორჩილება უნდა ისწავლოს. ეს პირველ რიგში ე...
იხილეთ სრულად
ადამის მეორე ცოდვა ღვთისადმი ურჩობა იყო, სურვილი თვითონ გამხდარიყო „ვითარცა ღმერთი“ (დაბ. 3, 5), სურვილი თავისუფლებისა არა ღმერთში, არამედ ღვთის გარეშე. ამიტომ მადლის მოსახვეჭად ადამიანმა მორჩილება უნდა ისწავლოს. ეს პირველ რიგში ეკლესიისადმი მორჩილებაა (ეკლესიის მეშვეობით – სახარების მცნებებისა), შემდეგ კი მორჩილება ერში: მორჩილება სახლში, სამსახურში – სიტყვიერი, მორჩილება ყველას მიმართ. ეს საკუთარი ადგილის გააზრებაა ეკლესიაში, საზოგადოებაში, ოჯა...
ადამიანი თვითონ უძლურია შეასრულოს ღვთის მცნებები, ამიტომაა ნათქვამი: „ითხოვეთ და მოგეცემათ“. თუ ჩვენ არ ვითხოვთ, საკუთარ თავს ვიტანჯავთ და ვაკარგვინებთ სულიწმიდის მადლს; მადლის გარეშე კი სული შფოთავს, იმიტომ რომ ვერ იმეცნებს ღვთის...
იხილეთ სრულად
ადამიანი თვითონ უძლურია შეასრულოს ღვთის მცნებები, ამიტომაა ნათქვამი: „ითხოვეთ და მოგეცემათ“. თუ ჩვენ არ ვითხოვთ, საკუთარ თავს ვიტანჯავთ და ვაკარგვინებთ სულიწმიდის მადლს; მადლის გარეშე კი სული შფოთავს, იმიტომ რომ ვერ იმეცნებს ღვთის ნებას. იმისათვის, რომ მიიღოს მადლი, ადამიანი უნდა იყოს თავშეკავებული ყველაფერში: მოძრაობაში, სიტყვაში, ზრახვებში, საკვებში... ყველაფერში თავშეკავება გვეხმარება შევისწავლოთ ღვთის სიტყვა.
ადამიანი მოტიტინე ბალღივითაა, ღმერთს მის წმინდა ნებას სთხოვს. ღმერთი, როგორც ყოვლადსახიერი მამა, მადლს აძლევს, მაგრამ აძლევს განსაცდელსაც. თუკი ის უდრტვინველად დაითმენს განსაცდელს, მადლი ემატება. რამდენადაც მეტად ეძლევა მადლი, იმდ...
იხილეთ სრულად
ადამიანი მოტიტინე ბალღივითაა, ღმერთს მის წმინდა ნებას სთხოვს. ღმერთი, როგორც ყოვლადსახიერი მამა, მადლს აძლევს, მაგრამ აძლევს განსაცდელსაც. თუკი ის უდრტვინველად დაითმენს განსაცდელს, მადლი ემატება. რამდენადაც მეტად ეძლევა მადლი, იმდენად ემატება განსაცდელებიც.
მაგრამ მხოლოდ მცირედნი მიდიან მასთან, ანუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ. ამასთან საკვირველი და შესაძრწუნებელია ის, რომ რჩეულნი, ანუ ისინი, ვინც ცხონდებიან, არა ურწმუნო და ურჯულო კაცთა შორის, არამედ თვით მორწმუნე ქრისტია...
იხილეთ სრულად
მაგრამ მხოლოდ მცირედნი მიდიან მასთან, ანუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ. ამასთან საკვირველი და შესაძრწუნებელია ის, რომ რჩეულნი, ანუ ისინი, ვინც ცხონდებიან, არა ურწმუნო და ურჯულო კაცთა შორის, არამედ თვით მორწმუნე ქრისტიანებს შორისაც მცირედნი არიან.
ადამიანი მადლის მიღებამდე ცხოვრობს და ფიქრობს, რომ მის სულში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ როცა ეწვევა მას მადლი და იმყოფება მასში, ხედავს ყველაფერს სხვანაირად, შემდეგ კი როცა ისევ კარგავს მადლს, მაშინ გაიგებს მხოლოდ რა დიდ საფრთხეში...
იხილეთ სრულად
ადამიანი მადლის მიღებამდე ცხოვრობს და ფიქრობს, რომ მის სულში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ როცა ეწვევა მას მადლი და იმყოფება მასში, ხედავს ყველაფერს სხვანაირად, შემდეგ კი როცა ისევ კარგავს მადლს, მაშინ გაიგებს მხოლოდ რა დიდ საფრთხეში იმყოფება.
რმწნა იმისათვის, რომ მაცხოვნებელი იყოს, რწმენისამებრ ცხოვრებას მოითხოვს, ვინაიდან რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია (იაკ. 2,26). და შესაბამისად მას არ ძალუძს, ადამიანი მარადიულ ცხოვრებამდე მიიყვანოს.
დაიცავით მადლი ღვთისა: მასთან ადვილია ცხოვრება, ყველაფერი მასთან საყვარელი და სასიხარულოა, სული სიმშვიდითაა ღმერთში და დადის როგორც რომელიმე მშვენიერ ბაღში, რომელშიც ცხოვრობს უფალი და ღვთისმშობელი. მადლის გარეშე ადამიანი – ცოდვილი...
იხილეთ სრულად
დაიცავით მადლი ღვთისა: მასთან ადვილია ცხოვრება, ყველაფერი მასთან საყვარელი და სასიხარულოა, სული სიმშვიდითაა ღმერთში და დადის როგორც რომელიმე მშვენიერ ბაღში, რომელშიც ცხოვრობს უფალი და ღვთისმშობელი. მადლის გარეშე ადამიანი – ცოდვილი მიწაა, ხოლო მადლის ქვეშ მცხოვრები ადამიანი გონებით მსგავსია ანგელოზისა. ანგელოზები გონებით ემსახურებიან ღმერთს და უყვართ იგი, ასევე ადამიანმა გონებით უნდა ემსახუროს, როგორც ანგელოზმა. ნეტარნი არიან ისინი, რომელნიც დღე დ...