შენს საქმეზედ იყავ ბეჯითი, გულმოდგინე, ერთგული, რომ ღმერთიც მადლობელი იყოს და კაციც: რასაც ვიკისრებთ, ის უნდა ავასრულოთ კიდეც. ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როცა კაიკაცობით არის ნაშოვნი... არაკაცი იმოდენა სიკეთეს არ მოგცემს, რამოდენადა...
იხილეთ სრულად
შენს საქმეზედ იყავ ბეჯითი, გულმოდგინე, ერთგული, რომ ღმერთიც მადლობელი იყოს და კაციც: რასაც ვიკისრებთ, ის უნდა ავასრულოთ კიდეც. ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როცა კაიკაცობით არის ნაშოვნი... არაკაცი იმოდენა სიკეთეს არ მოგცემს, რამოდენადაც შენი ვალის ასრულებაა.
ღვდლებს რომ ვპასუხობ, როცა ისინი მეკითხებიან, თუ როგორ დაეხმარონ მრევლს და საერთოდ, როდესაც ვესაუბრები ადამიანებს, რომლებსაც მოძღვრის პასუხისმგებლობა აკისრიათ, შემდეგ ვუსვამ ხაზს: უნდა ეცადოთ, რომ მუშაობდეთ საკუთარ თავზე. საჭიროა,...
იხილეთ სრულად
ღვდლებს რომ ვპასუხობ, როცა ისინი მეკითხებიან, თუ როგორ დაეხმარონ მრევლს და საერთოდ, როდესაც ვესაუბრები ადამიანებს, რომლებსაც მოძღვრის პასუხისმგებლობა აკისრიათ, შემდეგ ვუსვამ ხაზს: უნდა ეცადოთ, რომ მუშაობდეთ საკუთარ თავზე. საჭიროა, აღასრულებდეთ ლოცვის კანონებს, მაგრამ მარტო ამით ნუ შემოიფარგლებით, სულიერად იღვაწეთ, ნორმის გადაჭარბებით, რომ ყოველთვის გქონდეთ სულიერი კაპიტალი. საკუთარ თავზე სულიერი მუშაობა, ეს ჩუმი ღწვაა მოყვასისათვის იმიტომ, რომ კე...
და მაინც, როგორ უნდა გავიგოთ სახარებაში აღწერილი საშინელი სამსჯავრო, როგორ აღესრულება ხალხთა უკანასკნელი ქრისტესმიერი საშინელი განკითხვა, რო, ელიც საბოლოო განაჩენს გამოუტანს ყოველ ჩვენგანს, საბოლოოდ გადაწყვეტს ყოველი ჩვენგანის ბე...
იხილეთ სრულად
და მაინც, როგორ უნდა გავიგოთ სახარებაში აღწერილი საშინელი სამსჯავრო, როგორ აღესრულება ხალხთა უკანასკნელი ქრისტესმიერი საშინელი განკითხვა, რო, ელიც საბოლოო განაჩენს გამოუტანს ყოველ ჩვენგანს, საბოლოოდ გადაწყვეტს ყოველი ჩვენგანის ბედს? მაგრამ უკანასკნელი საშინელი სამსჯავროს აღსრულებას, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, წინ უძღვის მიცვალებულთა საყოველთაო აღდგომა, აღდგომა ყოველთა გარდაცვალებულთა, სამყაროს დასაბამიდან ქრისტეს მეორედ მოსვლამდე. აღდგომა მათი, ვი...
მოძღუართა, რომელთა მოწაფენი აკურთხნენ, გინა აღსარება იტვირთონ, უკეთუ წუალებასა, ანუ კაცისკვლასა, ანუ სიძუასა, ანუ გრძნებასა, გინა მწამვლელობასა აწუევდეს მოძღუარი, ესევითარსა არა აქუს ხელმწიფებაი და მოწაფე იგი უკეთუ ურჩ ექმნას, უბრ...
იხილეთ სრულად
მოძღუართა, რომელთა მოწაფენი აკურთხნენ, გინა აღსარება იტვირთონ, უკეთუ წუალებასა, ანუ კაცისკვლასა, ანუ სიძუასა, ანუ გრძნებასა, გინა მწამვლელობასა აწუევდეს მოძღუარი, ესევითარსა არა აქუს ხელმწიფებაი და მოწაფე იგი უკეთუ ურჩ ექმნას, უბრალო არს. ხოლო ამათ პირთაგან კიდე სხუაი რაიცა ამცნოს მოწაფესა, რომლისა იგი აღსარებაი ეტვირთოს, გინა ეკურთხოს, ხელმწიფებაი აქუს მას ზედა მოძღუარსა და მოწაფესა მას თანა-აცს მორჩილებაი. და წარსვლად მოწაფესა მოძღურისაგან თვის...
მღვდელს არასოდეს შეუძლია თავისი სახლის კარი დაუხუროს ადამიანებს. მას უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს ნაკისრი. ვიღაც სასოწარკვეთილებამდე მივიდა, ვიღაც ავადაა და დახმარება სჭრიდება, ვიღაც სულს ლევს... ზოგი მღვდელმა სახლში უნდა მიიღოს, ...
იხილეთ სრულად
მღვდელს არასოდეს შეუძლია თავისი სახლის კარი დაუხუროს ადამიანებს. მას უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს ნაკისრი. ვიღაც სასოწარკვეთილებამდე მივიდა, ვიღაც ავადაა და დახმარება სჭრიდება, ვიღაც სულს ლევს... ზოგი მღვდელმა სახლში უნდა მიიღოს, ზოგი თვითონ ინახულოს. მას უარის თქმა არ შეუძლია. ადამიანების სულები საფრთხის ქვეშ იმყოფებიან და მღვდელი უნდა დაეხმაროს მათ. თუ არ დაეხმარება და ღმერთი მოუმზადებლად გაიყვანს მათ ამ ქვეყნიდან, ვინ იქნება პასუხისმგებელი?
მებრალება გამოუცდელი მღვდელები, დრო არ რჩებათ ყველაფერი რომ წაიკითხონ, კვეთის დროს მოსახსენებლებს არ კითხულობენ, იმ სოფლად კი ტვირთად დააწვებათ. გამოცდილები რომ ყოფილიყვნენ, წაუკითხავ მოსახსენებლებს სვეტებად დაალაგებდნენ, შიშით ჯვ...
იხილეთ სრულად
მებრალება გამოუცდელი მღვდელები, დრო არ რჩებათ ყველაფერი რომ წაიკითხონ, კვეთის დროს მოსახსენებლებს არ კითხულობენ, იმ სოფლად კი ტვირთად დააწვებათ. გამოცდილები რომ ყოფილიყვნენ, წაუკითხავ მოსახსენებლებს სვეტებად დაალაგებდნენ, შიშით ჯვარს გადასახავდნენ და ღმერთს შეევედრებოდნენ: „მოიხსენე, უფალო, ყველა აქ მოხსენებული, რამეთუ უძლურებისა ჩვენისა გამო ვერ შევძელით ყველას წაკითხვა“.
მუდამ გახსოვდეთ - სადაც არ არის პატივისცემა მღვდლის წოდებისადმი, იქ არც რელიგიისადმი პატივისცემაა. უზნეო ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ შეელახათ მღვდლის ღირსება ცილისწამებითა და ჭორებით. აი, ვის ვუწყობთ ხელს, როდესაც განვიკითხავ...
იხილეთ სრულად
მუდამ გახსოვდეთ - სადაც არ არის პატივისცემა მღვდლის წოდებისადმი, იქ არც რელიგიისადმი პატივისცემაა. უზნეო ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ შეელახათ მღვდლის ღირსება ცილისწამებითა და ჭორებით. აი, ვის ვუწყობთ ხელს, როდესაც განვიკითხავთ და ცილს ვწამებთ ეკლესიის მსახურთ! და თანაც გვგონია, რომ სიმართლისთვის ვიბრძვით!
მოძღვრის დამოკიდებულება სულიერი შვილის მიმართ ყოველთვის უნდა იყოს სიყვარულის გამოვლინება. მხოლოდ ამგვარად შეძლებს ის ზნეობრივი ზემოქმედების მოხდენას სულიერ შვილზე.