ძმანო ჩემნო, ღმერთმან მოგეცინ მადლი ყოველთა სიყვარულისა ჩემისა, არამედ მე კაცი ვარ ცოდვილი და უკეთუ მართალი ძალით ცხონდეს, მე რაოდენი უფროსი მიხმს, რათა არა განვარდე სასუფევლისაგან, რამეთუ მამა ჩემი და წინამძღუარი მოღვაწეთა დიდი ა...
იხილეთ სრულად
ძმანო ჩემნო, ღმერთმან მოგეცინ მადლი ყოველთა სიყვარულისა ჩემისა, არამედ მე კაცი ვარ ცოდვილი და უკეთუ მართალი ძალით ცხონდეს, მე რაოდენი უფროსი მიხმს, რათა არა განვარდე სასუფევლისაგან, რამეთუ მამა ჩემი და წინამძღუარი მოღვაწეთა დიდი ანტონი; გასმიეს განაღა მრავალ გზის თუ ვითარსა მოღვაწებასა დასმინებდა მოღუაწებათა ზედა და ყოვლად არა მოაკლო სიბერესა შინა თვისსა შრომა, რომელსაც ჭეშმარიტად მოეღო გულსავსება დამკვიდრებად ანგელოზთა თანა; კუალად დიდი მაკარი, ...
წმ. იოანე ოქროპირის სწავლებით, სიმდაბლე არის დედა, ფესვი, საფუძველი, საზრდელი და კავშირი ყოვლისა სიკეთისა. ვინც სიმდაბლე ისწავლა, მან ისწავლა ბაძვა იესო ქრისტესი. ვინც სიმდაბლე დაკარგა, მან დაკარგა ყველაფერი, თუგინდ სხვა მხრივ სრუ...
იხილეთ სრულად
წმ. იოანე ოქროპირის სწავლებით, სიმდაბლე არის დედა, ფესვი, საფუძველი, საზრდელი და კავშირი ყოვლისა სიკეთისა. ვინც სიმდაბლე ისწავლა, მან ისწავლა ბაძვა იესო ქრისტესი. ვინც სიმდაბლე დაკარგა, მან დაკარგა ყველაფერი, თუგინდ სხვა მხრივ სრული და ღმრთისადმი დაახლოებული კაცი იყოს.
ყოველი მწუხარება იმის მამხილებელია, თუ საით მიიდრიკება ჩვენი ნება - ცუდისკენ თუ კარგისკენ. იმიტომ უწოდებენ შემთხვევით მწუხარებას განსაცდელს, რომ განსაცდელში მყოფის ფარულ სურვილებს გამოცდის.
წარმოვიდგინოთ, რომ კიდევ მრავალი რამ არის, რაც უნდა გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ (ლუკა 17,10) და მაშინ ყველა ჩვენი მიწიერი დამსახურება საკუთარ თვალში არარაობად გამოჩნდება.
ადამიანი სიკვდილის დღეს ხვდება, თუ რას ნიშნავს მისთვის ნათლობის მადლი. ორი ბეჭედი - ოქროსი და ბრინჯაოსი, თავიდან შესახედავად შესაძლოა არაფრით განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან, მაგრამ დროთა განმავლობაში ბრინჯაო შავდება და მწვანე ნადე...
იხილეთ სრულად
ადამიანი სიკვდილის დღეს ხვდება, თუ რას ნიშნავს მისთვის ნათლობის მადლი. ორი ბეჭედი - ოქროსი და ბრინჯაოსი, თავიდან შესახედავად შესაძლოა არაფრით განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან, მაგრამ დროთა განმავლობაში ბრინჯაო შავდება და მწვანე ნადებით იფარება, ოქრო კი ბრწინვალებას ინარჩუნებს. იმისი სულიც, ვინც ნათელ-იღო, ასევე განირჩევა მოუნათლავის სულისაგან, თუმცა სიცოცხლეში ისე ჩანდა, თითქოს ეს ადამიანები არაფრით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. დიდი უბედურებაა ...
ვინა არის მოშიში უფლისა? - მშვიდი, რომლისათვის იტყვის წინასწარმეტყველი: "მშვიდსა ზედა განისვენა სულმან ჩემმან".
საყვარელნო, სიმშვიდე ვითარ სანატრელ არს, იცია? რამეთუ მსგავსება არს ღმრთისა, რამეთუ იტყვის წმიდა მათე (ია, კთ): ...
იხილეთ სრულად
ვინა არის მოშიში უფლისა? - მშვიდი, რომლისათვის იტყვის წინასწარმეტყველი: "მშვიდსა ზედა განისვენა სულმან ჩემმან".
საყვარელნო, სიმშვიდე ვითარ სანატრელ არს, იცია? რამეთუ მსგავსება არს ღმრთისა, რამეთუ იტყვის წმიდა მათე (ია, კთ): "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა".
ხადავა, ვითარ ნეტარეულ იქმნები, ვინაითგან ღმერთს მიემსგავსები?
უკეთუ სიმშვიდით ღმერთსა მიემსგავსები, რაისათვის არა მოიგებთ ყოველნი სიმშვიდესა?
ქრისტე რაისათვის შეამსგავსებს ...
ვინაითგან სიმშვიდე ესრეთ საყვარელ არს, რომელ ყოველნი წმიდანი მას ზედა ქადაგებენ და ყოველნი წმიდანი მას ზედა გამოისახვიან, გვიღირს ყოველთა გლისპთა, რათა და მივიგოთ სიმშვიდე პატიოსანი.
გესმისთ და ხედავთ: მშვიდსა ტრედსა ემსგავს...
იხილეთ სრულად
ვინაითგან სიმშვიდე ესრეთ საყვარელ არს, რომელ ყოველნი წმიდანი მას ზედა ქადაგებენ და ყოველნი წმიდანი მას ზედა გამოისახვიან, გვიღირს ყოველთა გლისპთა, რათა და მივიგოთ სიმშვიდე პატიოსანი.
გესმისთ და ხედავთ: მშვიდსა ტრედსა ემსგავსა სული წმიდა. მშვიდსა ზედავე განისვენებს სული ღმრთისა, მშვიდსა ცხოვარსა ემსგავსა ქრისტე, მშვიდსა გვრიტსა შეამსგავსეს ნათლისმცემელი, მშვიდსა ნეტარებასა მისცემს ქრისტე და უბრძანებს სოფლისა დამკვიდრებასა.
თქვენთა მოიგევით სიმშვიდ...
წმინდა ისააკ ასური დაწვრილებით აღწერს როგორი თანმიმდევრობით შეჰყავს უფალს ადამიანი მეტ და მეტ განმწენდ მწუხარებებში და როგორ განახურვებს მასში სულის შემუსვრილებას. ჩვენი მხრივ, მხოლოდ ღმრთის კეთილი განგებულების რწმენა და მისგან გა...
იხილეთ სრულად
წმინდა ისააკ ასური დაწვრილებით აღწერს როგორი თანმიმდევრობით შეჰყავს უფალს ადამიანი მეტ და მეტ განმწენდ მწუხარებებში და როგორ განახურვებს მასში სულის შემუსვრილებას. ჩვენი მხრივ, მხოლოდ ღმრთის კეთილი განგებულების რწმენა და მისგან გამოგზავნილის მზადყოფნით, სიხარულით, მადლიერიებით მიღება მოგვეთხოვება. ამით უკმარისობა სამწუხარო შემთხვევებს განმწედ ძალს აცლის, არ უშვებს მათ ჩვენს გულამდე და (სულის) სიღრმემდე... გარედან მომავალი მწუხარების გარეშე ადამია...
ეკლესიაში ნათლობა უფლის ბეჭდით იბეჭდება ისე, როგორც ოდესღაც უკვე მონათლულმა სამარიტელებმა მიიღეს სულიწმიდა პეტრე და იოანე მოციქულთა ხელდასხმითა და ლოცვით (იხ. საქმ. 8, 14-17). რაც აკლდათ, ის აღასრულეს პეტრემ და იოანემ. ასეა ჩვენთა...
იხილეთ სრულად
ეკლესიაში ნათლობა უფლის ბეჭდით იბეჭდება ისე, როგორც ოდესღაც უკვე მონათლულმა სამარიტელებმა მიიღეს სულიწმიდა პეტრე და იოანე მოციქულთა ხელდასხმითა და ლოცვით (იხ. საქმ. 8, 14-17). რაც აკლდათ, ის აღასრულეს პეტრემ და იოანემ. ასეა ჩვენთანაც, უფლის ბეჭდით ხდებიან სრულქმნილნი.