ნაყროვანი კაცის გონება სულ იმას ითვლის, თუ როდის უწევს მოწამეთა ხსენება (რათა იღრეოს დღესასწაულის საბაბით). კეთილკრძალულის გონება კი მათ ცხოვრებას ბაძავს.
სინანულიცა ძმანო და სინანულიც. არის სინანული საკუთარი ნებით, ე.ი. შეგნებული და არის სინანული უნებლიე, შეუგნებელი. უნებლიე სინანულია, როცა მაგალითად, კაცი მხნეობისას ფეხებს არ ასვენებდა უწესო საქმეებისაგან და შემდეგ, როცა უძლურდება...
იხილეთ სრულად
სინანულიცა ძმანო და სინანულიც. არის სინანული საკუთარი ნებით, ე.ი. შეგნებული და არის სინანული უნებლიე, შეუგნებელი. უნებლიე სინანულია, როცა მაგალითად, კაცი მხნეობისას ფეხებს არ ასვენებდა უწესო საქმეებისაგან და შემდეგ, როცა უძლურდება და ფეხები უმძიმდება, ვეღარ ახერხებს ბოროტ საქმეთათვის მოძრაობას; ხელი არ ცხრებოდა შფოთისა და ბრძოლებისაგან და შემდეგ უძლურებაში აღარ ძალუძს მოქმედება მათი; თვალები მისი დავსებული იყო შურისაგან, ახლა კი, როცა სინათლე წაე...
ქვეყნად განხორციელებულმა მესიამ - იესო მაცხოვარმაც სინანულის ქადაგებით დაიწყო თავისი მოღვაწეობა კაცთა შორის. მთელი მისი ქვეყნიური ცხოვრება ხომ საკაცობრიო სინანული იყო. იგი ხომ მთელი ქვეყნიერებისათვის ეწამა, ივნო, მოკვდა და აღსდგა...
იხილეთ სრულად
ქვეყნად განხორციელებულმა მესიამ - იესო მაცხოვარმაც სინანულის ქადაგებით დაიწყო თავისი მოღვაწეობა კაცთა შორის. მთელი მისი ქვეყნიური ცხოვრება ხომ საკაცობრიო სინანული იყო. იგი ხომ მთელი ქვეყნიერებისათვის ეწამა, ივნო, მოკვდა და აღსდგა მესამე დღეს; მან ხომ დაითმინა საკაცობრიო დასათმენი, გაიღო საქვეყნო მსხვერპლი და გამოისყიდა ცოდვის მონებისაგან ადამიანი. უფლის მიერ კაცთათვის დათხეული სისხლის საფასურად მხდა განახლება ადამიანის დაცემული ბუნებისა. იესო ქრ...
დიდებული საქმა საკუთარი თავის უფლისათვის მინდობა. ადამიანები ისახავენ მიზანს და ცდილობენ მის მიღწევას, ყურს არ უგდებენ იმას, თუ რა არის ნება ღვთისა და არ მიისწრაფიან თავისი ქმედება ღვთის ნებას შეუთანხმონ. ღმერთს უნდა მივანდოთ საქმ...
იხილეთ სრულად
დიდებული საქმა საკუთარი თავის უფლისათვის მინდობა. ადამიანები ისახავენ მიზანს და ცდილობენ მის მიღწევას, ყურს არ უგდებენ იმას, თუ რა არის ნება ღვთისა და არ მიისწრაფიან თავისი ქმედება ღვთის ნებას შეუთანხმონ. ღმერთს უნდა მივანდოთ საქმის მსვლელობის წარმართვა, თავად კი კეთილზნეობით აღვასრულოთ ჩვენი მოვალეობა. ადამიანი დაიტანჯება, თუკი არ მიენდობა ღმერთს იმ ზომამდე, რომ სრულებით მისცეს თავი მის ხელთ. ჩვეულებრივ, ადამიანები თავიდან ადამიანური ნუგეშისკენ ...
აუცილებლად უნდა ვიცოდეთ უფლის ნება და, აგრეთვე ის, თუ როემლი საქმეა თავისი არსით კეთილზნეობრივი, უფლისათვის სათნო და რომელი - ცოდვა. ვინც ამის შეცნობას არ შეეცდება, სცოდავს უფლის წინაშე. გამოდის, რომ ვინც თავის თავს სიბნელესა და უ...
იხილეთ სრულად
აუცილებლად უნდა ვიცოდეთ უფლის ნება და, აგრეთვე ის, თუ როემლი საქმეა თავისი არსით კეთილზნეობრივი, უფლისათვის სათნო და რომელი - ცოდვა. ვინც ამის შეცნობას არ შეეცდება, სცოდავს უფლის წინაშე. გამოდის, რომ ვინც თავის თავს სიბნელესა და უმეცრებაში ამყოფებს, ორმაგად სცოდავს: იმით, რომ არ იცის უფლის ნება და იმითაც, რომ ყოველ ღონეს არა ხმარობს მის გასაგებად, ანუ განგებ ამყოფებს თავს სიბნელეში.